საზოგადოება ჰოლივუდის მსახიობი, რომელმაც გამოიგონა GSM, GPS, Bluetooth და თანამედროვე Wi-Fi 2021, 23 მაისი, 14:45 ჰედი ლამარი იყო ავსტრიელი ებრაელი. იგი გატაცებული იყო ტექნოლოგიით, თეატრითა და კინოთი. მსახიობის კარიერა მან გერმანიაში დაიწყო, საიდანაც შემდგომში გაიქცა ნაცისტებისგან თავის დასაღწევად. კინოკარიერა ჰოლივუდში გააგრძელა. ჰოლივუდში ცოტამ თუ იცოდა, რომ შავგვრემანი ლამაზმანი, ასევე იყო კომუნიკაციების შესანიშნავი ინჟინერი.
აშშ-ს მთავრობამ უგულებელჰყო მისი გამოგონება მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ კუბის კრიზისის დროს ჰედი ლამარის გამოგონება ფუნდამენტური გახდა Wi-Fi ტექნოლოგიის განვითარებისათვის. მოკლედ, თუ დღეს შეგვიძლია მობილურ ტელეფონების, კომპიუტერებისა და ტაბლეტების უსადენოდ ქსელებთან დაკავშირება, მხოლოდ მისი წყალობით.
ამ ქალის ბედი იმდენად საოცარია, რომ ნებისმიერი კინოადაპტაცია წარმოუდგენელი ჩანს. სკანდალები, მითები და ყველაზე წარმოუდგენელი მოვლენები მას თან სდევდა მთელი ცხოვრება. პირველი ეროტიული ფილმი, წარმატებული კარიერა ჰოლივუდში, მილიონობით ჰონორარი, თაყვანისმცემელთა ბრბო - ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ვიდრე ის ფაქტი, რომ ამ ჰოლივუდელმა ლამაზმანმა გამოიგონა GSM, GPS, Bluetooth და თანამედროვე Wi-Fi.
მან მოიგონა ის, რაც ახლა GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi 802.11 სისტემების საფუძველს წარმოადგენს.
მან შეიმუშავა ინფორმაციის დაშიფვრის პრინციპები მუდმივი ღია საკომუნიკაციო არხებისთვის. ამის წყალობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ Wi-Fi იმის შიშის გარეშე, რომ თქვენს ხაზს სხვა "დაჯდება".
ჰედი ლამარის გამოგონების გარეშე სამხედრო სატელიტები არ იფრენდნენ, მობილური ტელეფონები არ იმუშავებდნენ და ნავიგაციის სისტემებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
101 1-ს მოსწონს
|