x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ისინი სექტაში გაიზარდნენ, მაგრამ ერთ დღეს გაქცევა გადაწყვიტეს: 10 საშინელი ისტორია იმის შესახებ, თუ რა იყო ბოლო წვეთი
image


ყველაფერი იმით დაიწყო, როდესაც Reddit– ის მომხმარებელმა სხვა მომხმარებლებს ჰკითხა, იყო თუ არა მათ შორის ვინმე სექტაში გაზრდილი და თუ ასეა, როგორ მიხვდა, რომ დროა იქაურობას მოშორდეს.


უცნაურია, რომ პასუხებმა არ დააყოვნა და როგორც ჩანს ბევრი ყოფილა სხვადასხვა სექტებში გაწევრიანებული .


გამოცემა BuzzFeed– მა მათგან ყველაზე საინტერესოები შეარჩია, რომელსაც ქვემოთ გაეცნობით:




". ფილმის "შემდეგი დღე"-ს ნახვის შემდეგ (აშშ-ს და სსრკ-ს შესაძლო ბირთვული ომის შესახებ) დედაჩემს ვკითხე, ვისთან ერთადაც სურდა გაეტარებინა სიცოცხლის ბოლო დღე, თუ იცოდა რომ ბირთვული დარტყმა გარდაუვალია. მან მიპასუხა, რომ ჩვენი კულტის ლიდერთან ერთად. ამ წუთიდან დავიწყე გაქცევაზე გეგმის შემუშავება. "-19bonkbonk73



"მაშინ მივხვდი, ყველაფერი ცუდად რომ იყო, როდესაც გავიგე, რომ თუ ყოფილი სასტუმროს შენობიდან გასვლას ვაპირებდით, რომელშიც ყველა ვცხოვრობდით.უნდა შევემოწმებინეთ, სასტუმროს დატოვება ან შიგნით შესვლა ნებართვის გარეშე აკრძალული გვქონდა" -g1ngerguitarist



"მაშინ მივხვდი, რაც ხდებოდა, როდესაც ჩემმა მშობლებმა მითხრეს, რომ ურჩევნიათ მოვკვდე, ვიდრე პროფესიონალური სამედიცინო დახმარებას მივმართო"-.Schnauzerbutt



"წასვლა იმ დღის შემდეგ გადავწყვიტე, როდესაც გავიგე, რომ ჩვენი წესების თანახმად, გაუპატიურებულ ქალს ურჩევენ თავი მოიკლას, რათა არ "გააფუჭოს გენეალოგია". Shakiraoneal101




"ერთხელ უხუცესებმა მითხრეს, რომ ჩემს უმცროს დასთან ურთიერთობა აღარ შემეძლო, რადგან მას "ცუდი რეპუტაცია ჰქონდა ორგანიზაციაში". მათ ის მხოლოდ იმიტომ შერაცხეს, რომ იგი სექტის საქმეებში არ მონაწილეობდა. ეს ჩემთვის უკვე ნამეტანი იყო"-BananasAnd69




image

"პირველმა ზარმა მაშინ ჩამოჰკრა, როდესაც გაირკვა, რომ ჩვენი ცხოვრება მკაცრად კონტროლდებოდა. წვერები, გრძელი თმა, ტატუ და პირსინგი, მაისურები თავის ქალის გამოსახულებით აკრძალული გვქონდა, ხოლო გართობა მხოლოდ ნებართვის შემდეგ"-excusetheblood







"ჩემმა ქმარმა დამარტყა და თავად უჩივლა უხუცესს. მოვიდნენ და დაიწყეს მორალის წაკითხვა, თუ რას ნიშნავს იყო კარგი ცოლი. ამან მოთმინების ფიალა ამივსო "oldrobotlady



image

"როდესაც ჩვენი რელიგიის მასწავლებელი ავად გახდა, მასწავლებელმა, რომელმაც შეცვალა იგი, მოგვიყვა ბიბლიური ამბავი, რომელიც მანამდეც მოგვისმენია, მაგრამ სულ სხვა დასასრულით. -Bronson-in-a-cave



"გადამწყვეტი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ მე არ მქონდა უფლება მემეგობრა იმ ბავშვებთან, რომლებიც ჩვენი სექტის წევრები არ იყვნენ. "-super_nice_shark



"ეჭვი შემეპარა ჯერ ხუთი წლის ასაკში, როდესაც ჩვენმა ლიდერმა თქვა, რომ იგი ღვთისაგან იღებდა შეტყობინებას ცუდ საქციელზე, რომელიც მე რეალურად არ ჩამიდენია". -RSchlock


0
258
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0