x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მირჩევნია სახლში მოვკვდე"-რა შეემთხვა სალმა ჰაიეკს?
image

სალმა ჰაიეკი კინაღამ კორონავირუსით გარდაიცვალა: 54 წლის მსახიობმა ინტერვიუ მისცა, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ კინაღამ არ მოკლა COVID-19-მა.


სახიფათო ინფექციით დაავადების შემდეგ, მსახიობს მალევე დაეწყო გართულებები, იგი თითქმის შვიდი კვირის განმავლობაში იყო იზოლირებული თავის ოთახში, გარკვეულ მომენტში ექიმები იძულებულნი გახდნენ მიეცათ ჟანგბადი. Variety- სთვის მიცემულ ინტერვიუში სალმა იხსენებს, რომ ისე ცუდად იყო, რომ ექიმები სიტყვასიტყვით ევედრებოდნენ საავადმყოფოში გადაყვანაზე დათანხმებოდა. მაგრამ მსახიობმა გადაწყვიტა, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ წავიდოდა სამკურნალო დაწესებულებაში.


-ექიმები მეხვეწებოდნენ გადავსულიყავი საავადმყოფოში, რადგან ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს", - განაცხადა ვარსკვლავმა, მაგრამ მე ვუპასუხე:" არა, გმადლობთ . მირჩევნია სახლში მოვკვდე ”.


image


საბედნიეროდ, მსახიობის მეუღლემ შეძლო ყველა პირობების შექმნა მისი სახლში გამოჯანმრთელებისათვის.. სალმა მეუღლესთან - ფრანგ მილიარდერ ფრანსუა-ანრი პინოსთან და 13 წლის ქალიშვილ ვალენტინასთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. ახლა მსახიობმა სრულად გადალახა დაავადება, მაგრამ მაინც განიცდის მის შედეგებს. ჰაიეკმა აღიარა, რომ ის ძალიან სწრაფად იღლება და მუდმივად გრძნობს მოთენთილობას.


ამასათან ერთად, გამოჯანმრთელებისთანავე სალმა შეუდგა მუშაობას . 54 წლის ვარსკვლავმა ითამაშა ახალ ფილმში "გუჩის სახლი"(Gucci's House)რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის მსახიობი ადამ დრაივერი და მომღერალი ლედი გაგა.


რეჟისორ რიდლი სკოტის ფილმი მოგვითხრობს ცნობილი იტალიური დინასტიის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელზე .დეტექტიური თრილერი დაფუძნებულია წიგნზე "გუჩის სახლი:მკვლელობის, სიგიჟის, გლამურის და სიხარბის სენსაციური ისტორია"(Gucci's House: A Sensational Story of Murder, Madness, Glamour and Greed).


ფილმი მოგვითხრობს მაურიციო გუჩის მკვლელობის შესახებ, რომელიც ერთ დროს გუჩის მოდის სახლის ხელმძღვანელი იყო. 1995 წელს ტოპ მენეჯერი ქილერმა საკუთარ ოფისთან მოკლა. მისი ცოლი პატრიცია რეჯიანი შეკვეთილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. მან ციხეში 18 წელი გაატარა და 2016 წელს გაათავისუფლეს. ფილმის პრემიერა აშშ-ს კინოთეატრებში 2021 წლის 24 ნოემბერს შედგება.

image

მექსიკელმა მსახიობმა კარიერა ტელესერიალებით დაიწყო, შემდეგ კი აშშ-ში, ჰოლივუდში განაგრძო მოღვაწეობა, მისი პირველი წარმატება იწყება ფილმით „სასოწარკვეთილი“(1995), სადაც მას პარტნირობას უწევდა ანტონიო ბანდერასი, შემდეგ იყო მთავარი როლი რომანტიკულ კომედიაში "აჩქარებით ქვეყანა არავის აუშენებია"(1997), ვილ სმიტთან ერთად "ველური, ველური დასავლეთი"(1999) და რა თქმა უნდა ბიოგრაფიული ფილმი "ფრიდა", რისთვისაც სალმა "ოსკარზე" იყო წარგენილი.

image


image


ასევე დაგაინტერესებთ


პოპულარული 54 წლის მექსიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი მრავალი თაობის კერპი გახდა და არა მხოლოდ სამსახიობო ნიჭის გამო. ასაკის მიუხედავად, ვარსკვლავი თავს იწონებს შესანიშნავი ფიგურით და ყოველთვის, როდესაც მსახიობი საცურაო კოსტუმში გამოჩნდება, უმალ ჩნდება თაყვანისმცმელების აღფრთოვანებული კომენტარები. ახალ ფოტოებში სალმა სანაპიროზე ისვენებს, რა დროსაც ...


მკერდის გადიდება ბევრ ვარსკვლავს უზრდის შანსს, რომ უფრო წარმატებული იყოს შოუ-ბიზნესის სამყაროში, თუმცა ზოგიერთ ვარსკვლავს არ გააჩნია ზომიერების გრძნობა, 80-იან წლებში და 90-იანების დასაწყისში ვარსკვლავები, მაგალითისთვის, თუნდაც პამელა ანდერსონი რომ ავიღოთ, შეპყრობილები იყვნენ მკერდის გაზრდის მანიით, დღევანდელი ამერიკელი თუ ევროპელი ახალგაზრდების უმეტესო...


62 წლის მადონა თაყვანისმცემლებს ერთი წუთით არ აძლევს მოდუნების საშუალებას. მომღერალმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა მთელი რიგი ფოტოები, რომლებმაც მომხმარებლებში ერთდროულად აღაფრთოვანება და ზიზღი გამოიწვია. მადონამ ჩაიცვა ისეთი საცვლები, რომლებიც ძლივს ფარავდა სხეულის ყველაზე პიკანტურ ადგილებს. მომღერალს ყელზე მასიური ყელსაბამი უკეთია და შავი ქუდი...


სხეულის ნაწილების დაზღვევის მოდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მანიაკებისა და შეშლილი ფანების მხრიდან ვარსკვლავებზე თავდასხმები გაიზარდა. დღეს ამ ტიპის დაზღვევით არავის გააკვირვებთ. ამიტომ, სანამ ჩვენ უბრალო მოკვდავნი მანქანებს და ბინებს ვაზღვევთ, მდიდარი და ცნობილი ადამიანები ყიდულობენ სადაზღვევო პოლისებს, ...

0
593
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
593
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0