x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანიაში დასაქმებულები ქართველები გაუსაძლის პირობებში აღმოჩდნენ(ვიდეო)
image

გერმანიაში სეზონური დასაქმების მსურველები ქართველები გაუსაძლის პირობებში აღმოჩდნენ, 100 ათასი მსურველის მიუხედავად გერმანიაში ამ დრომდე მხოლოდ 54 ადამიანი იმყოფება.ბოლო ჯგუფი 9 მაისს წავიდა, თუმცა სამუშაოდ წასულ ქართველებს მოლოდინი არ გაუმართლდათ.


ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით 18 კაცისგან და 6 ქალისგან შემდგარ ჯგუფი 24 კვადრატულ ბინაში ცხოვრება უწევთ, სადაც საშინელი ანტისანიტარიაა, ხოლო ჭერზე სოკოა ამოსული.



რთული პირობების გარდა, ქართველები იმ ანაზღაურებასაც ვერ იღებენ, რომელიც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, გერმანიაში სამუშაოდ წასული ჯაბა ჩაჩანიძე ამბობს, რომ "აქ ჩამოსვლამდე გვპირდებოდნენ ანაზღაურებას 9, 5 ევროს და 6 სამუშაო დღეს, აქ ჩამოსვლისას დაგვხვდა რეალობა ანაზღაურება 3 ევრო, თან გვამუშავებდა 4 საათი, დილით სამუშაოს ვიწყებდით 6 საათზე, ხოლო გვაჭმევდნენ საღამოს 8 საათზე",




მოტყუებულმა ქართველებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულოს მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ ყოფილა, გაუსაძლისი პირობების გამო, რამდენიმე ქართველმა სახელმწიფოს დახმარებით მიღებული სამუშაო უკვე დატოვა.



ქართველების მდგომარეობა დაუჯერებლად მიაჩნიათ სპეციალისტებს, პასუხისმგებლობას დასაქმებაში მონაწილე ორივე მხარეს აკისრებენ და საქმის დეტალური მოკვლევის აუცილებლობაზე საუბრობენ.


"არანორმალურ კი არა ძალიან დამამცირებელ გარემოში მუშაობს ეს ხალხი და შეიძლება კონტრაქტის პირობების შეუსრულებლობასთან გვქონდეს საქმე, უბრალოდ სახელმწიფო მყისიერად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რადგან სწორედ მისი დასაქმების სააგენტო იყო კომუნიკატორი"-ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე.

image


შეგახსენებთ, ამა წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოაცხადა, რომ საქართველოს და გერმანიის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ, თან გერმანიის მთავრობა მზად იყო სამუშაოს მსურველები განუსაზღვრელი რაოდენობით მიეღო.


გერმანიაში სამუშაოს მსურველი ათიათასობით ადამიანი აღმოჩნდა, თუმცა რეგისტრაციის მიუხედავად მათ უმეტესობას დღემდე არავინ დაკავშირებია.ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამ პროგრამისთვის სპეციალურად შექმნილ ჯგუფში წერენ, რომ მათ იმედიც აღარ აქვთ, რომ სამუშაოზე დაუძახებენ.


1
320
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
320
  
სამწუხაროა,როცა ეს ხდება და მით უფრო რო ქართველები არიან ამ დღეში. ყველაფერი ჩვენი ბრალია და თითის გაშვერა სხვისკენ არ არ არის სწორი. როცა საკუთარი მთავრობა სულს გხდის და შენ ხმას არ იღებ,მეტის ღირსი ხარ. ათასი შეზღუდვა და გადასახადი დაგვადო მთავრობამ,საზოგადოება უმეტეს ტაშის დაკვრით შეხვდა. ხოდა ჯერ სად ხართ,კიდევ კარგი ანაზღაურებაა 3 ევრო,მალე უფასოდ და უფლებების გარეშე მოგიწევთ მუშაობა. კიდევ სხვა უბედურება გვჭირს,ყველა უცხოეთში გარბის და იქ სათოხარსაც არ თაკლილობა,ხოლო საქართველოში მუშაობა ყველას ეზარება. ეგ თოხი ქართულ მიწას რო მოარტყათ,ოჯახსაც გამოკვებავთ თვენივე მოწეული პროდუქტით და 3 ევროზე მეტსაც იშოვით. ქართველს საქართველოს გარდა ყველაფერი უყვარს და იქ ყოფნა უხარია,ეს არის პრობლემა. ეტყვი რამეს და გეტვის,თუ რას უძლებს და როგორ მუშაობს უცხოეთში,რაც სასაცილოა ჩემთვის. გაჩერდით საკუთარ ქვეყანაში და იბრძოლეთ ისეთ სისტემის შექმნისთვის,რომ თქვენ შვილებსაც არ უწევდეთ მონად საზღვარგარეთ წასვლა. წავლენ,იშოვიან ფულს და ასე ჰგონიათ,რომ აქ რო ჩამოვლენ რამეს გააკეთებენ,ხოდა ვერც აკეთებენ. 1-2 წელიწადში ისევ გაქცევაზე უჭირავთ თვალი და არავის არ აფიქრდება დარჩენა,რაიმეს შეცვლა. რაც ვიზავთ,ამ ქვეყანას რო მომავალი არ აქვს ეგ დიდი ხანია ვიცი,მარა გული ვერ შვება მაინც. დამონებული და გაფარჩაკებული ქართველის ყურება ძალიანს ცუდია. ადრე წავიკითხე,თუ როგორ ამაყობდა ქართველი გოგო ისრაელის არმიაში სამსახურით და ფანტასტიკაა არის,რანაირად გვქვია დამოუკიდებელი ქვეყანა ჯერ კიდევ. კი,ფურცელზე არის ეგ დამოუკიდებლობა,მარა მაინც. და მაინც,რატო უნდა ქონდეს მონათა ქვეყანას ამბიცია იყოს თავისუფალი სამყაროს ნაწილი?! ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს ჯერ და არ მგონია,რომრომელიმე ქართველს ქონდეს.
0 1 1