x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512527
როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა
image


1907 წელს, სატელეფონო კომპანიამ Central Union, ნიუ-იორკში შტაბ-ბინა ააშენა, ნიუ-იორკ სტრიტისა და მერიდიანის ქუჩების გადაკვეთაზე. Central Union 1929 წელს შეიძინა Indiana Bell-მა, მაგრამ არსებული შტაბ-ბინა არადამაკმაყოფილებლად მოეჩვენა. თავდაპირველად სურდათ შენობის დანგრევა, რათა ადგილი გაენთავისუფლებინათ ახალი შენობისთვის, მაგრამ ეს გამოიწვევდა სატელეფონო კავშირების შეფერხებას. კურტ ვონეჰუტმა-ახალი შენობის უფროსმა არქიტექტორმა, წამოაყენა წინადადება, შენობა გადაეტანათ მომიჯნავე ნაკვეთზე, ვესტ ნიუ-იორკ-სტრიტ 13.

30 დღიანი პერიოდის განმავლობაში, შენობა, რომელიც 11 000 ტონას იწონიდა, გადაადგილეს 16 მეტრით ჩრდილოეთით, მოაბრუნეს 90 გრადუსით, ხოლო შემდეგ ისევ გადაადგილეს 30 მეტრით დასავლეთით. გადაადგილების დროს სარდაფის თავზე შენობაში მუშაობა არ შეწყვეტილა. დაყენდა ლიფტების შახტების დამცველები (предохранители), რათა წვდომა ჰქონოდათ სარდაფთან. პარალელურად შენობაში მუშაობდა ადმინისტრაცია, ოფისები და მოსაკრებლებისა და ვალუტის გადამცვლელი მოწყობილობები. შენობაში ყველა კაბელი და მილი დააგრძელეს და მოქნილი გახადეს, რათა მომსახურება (ელექტროენერგიის, ტელეფონის, გაზის, წყლის, კანალიზაციის და სხვ, ) არ შეწყვეტილიყო. ბეტონის და ფოლადის ხიდი აერთებდა ვესტიბიულს დახურულ გადასასვლელთან, მისი საშუალებით შეუფერხებლად და ნებისმიერ დროს გადაადგილდებოდნენ თანამშრომლები და საზოგადოება.

შენობის გადაადგილებისთვის იყენებდნენ მექანიკურ ამწეებს (домкраты). თითოეულს ემსახურებოდა მუშების გუნდი: ჯერ ატრიალებდნენ სახელურს 90 გრადუსით 6-ჯერ 30 წამის განმავლობაში, შემდეგ ისვენებდნენ ნახევარი წუთით. ყოველი ოპერაცია შენობას გადაადგილებდა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით. მობრუნება ხორციელდებოდა ტროსების მეშვეობით, რომელიც დამაგრებული იყო ორთქლის ძრავაზე.

შენობის გადაადგილება დასრულდა 12 თუ 14 ნოემბერს. მთელმა პროცესმა ჩაიარა სატელეფონო ოპერაციების შეფერხებების გარეშე.

1932 წელს აშენდა ახალი შვიდსართულიანი შტაბ-ბინა. იგი გააფართოვეს ჯერ 1940-იან წლებში, შემდეგ 1960-იანებში. თავდაპირველი შენობა დაანგრიეს 1963 წელს.

image

image

image
image
image
image
image







იხილეთ ასევე:





როგორ ცხოვრობდნენ საბჭოთა "კომუნალკებში"

image


როგორ გამოიყურება სერ შონ კონერის აპარტამენტები, რომელიც ბონდიანას კადრშიც კი მოხვდა

image


სტუმრად ქეით უინსლეტთან: ექსკურსია მსახიობის ნიუ-იორკის პენტჰაუსში

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს


image

ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილები, სადაც აპოკალიფსის გადატანა შეიძლება

image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)


image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image




0
786
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
786
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0