შავ-თეთრი ფოტოსურათები, რომლებზეც წარსულის ნათელი მომენტებია ასახული:
1. 1954 წელს ამერიკელმა დონ პოინტერმა გამოიგონა კბილის პასტა ვისკის არომატით. ის შეიცავდა 3% ალკოჰოლს და დიდი პოპულარობით სარგებლობდა დალევის მოყვარულებში.
2. დაქორწინებული წყვილი ცდილობს სურათების გადაღების დროს არ გაიცინონ, 1890 წელი.
3. პოპულარობის სიმაღლეზე, ჩარლი ჩაპლინმა მონაწილეობა მიიღო ჩარლი ჩაპლინის ორეულების კონკურსში, რომელიც ჩატარდა სან ფრანცისკოში. მან მე -20 ადგილი დაიკავა.
4. გოგონების ემოციები “შიშის ოთახის" სტუმრობის შემდეგ. 1953 წელი.
5. ფოტოზე ალისა ჰარგრივზია. ქალიშვილობის სახელია ლიდელი. სწორედ ის ალისა, რომელთან ერთადაც და ვისთვისაც კეროლმა დაწერა "ალისა საოცრებათა ქვეყანაში".
6. პატარა გოგონა და თხა, 1955 წელი.
7. სიცრუის დეტექტორის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე, მსოფლიოს ბევრმა ხალხმა გამოიგონა საკუთარი ჭეშმარიტების დადგენის საკუთარი გზა მაგალითად, არაბი ბედუინები ითხოვდნენ, რომ ეჭვმიტანილს ენა შეეხო გავარვარებულ მახვილზე. თუკი ენა დაეწვებოდა, ნიშნავდა რომ მანამდე პირი გამომშრალი ჰქონდა, რაც მის დანაშაულის მანიშნებელი იყო.
8. საჰაერო ძალების მფრინავი, აშშ-ს არმია, ჟანგბადის ნიღაბით, 1919 წ.
9. ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასს შორის, უდაბნო მოჰავეში დევს ლოდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვად ითვლება. 1951 წლის 15 ოქტომბერი.
10. პოლიციის გასამათრახებელი აღჭურვილობა. გოვანი, შოტლანდია, 1890-იანი წლები.
11. აღმოსავლეთ ბერლინის მაცხოვრებლები, აჩვენებენ მშობლებს თავიანთ შვილიშვილებს დასავლეთ ბერლინში, 1961 წ.
12. “კავკასიელი ტყვე ქალის" გადაღება, 1966 წელი.
13. ალან რიკმანი “კერკეტი კაკალი"-ს გადაღებებზე 1988 წელს.
14. მოკლული აშშ-ს პრეზიდენტის ჯონ კენედის დედა როუზ კენედი. მან იცოცხლა თავის ოთხ შვილზე, სამ შვილიშვილზე, სამ სიძეზე, რძალ ჟაკლინზე დიდხანს და გარდაიცვალა 104 წლის ასაკში.