საინტერესო ფაქტები სხვადასხვა თემაზე, რომლებიც დაგაინტერესებთ:
1. პარადოქსი: ერთი 45 სანტიმეტრიანი პიცა მეტია ორ 30 სანტიმეტრიან პიცაზე. ერთი დიდი პიცის ფართობი 1, 641 კვ.სმ-ია, ხოლო ორი პატარა პიცის - 1, 459 კვ. სმ.
2. ადამიანის ტვინი შეიძლება დაჟანგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ტვინში რკინის დიდი რაოდენობა ამცირებს მის აქტივობას და შეიძლება გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადების განვითარება;
3. სიმინდის მოყვანა ჯერ კიდევ 9 000 წლის წინ დაიწყო და ის ისეთი სულაც არ იყო, როგორიც დღესაა. მარტცხენა ფოტოზე სიმინდის პირველი სახეობაა, მეორეზე კი ის, რასაც შეჩვეულები ვართ.
4. მზის სისტემის ყველა პლანეტა შეიძლება მოთავსდეს დედამიწასა და მთვარეს შორის.
5. ტუკანის ნისკარტის სიგრძე ფრინველის სიგრძის მესამედს შეადგენს.
6. ინდოეთში დიდი ბანიანის ხე მოიცავს 18 918 კვ.მ. ტერიტორიას, რაც ბევრად აღემატება ისეთი უზარმაზარი სუპერმარკეტების ზომას, როგორიცაა Walmart.
7. ყველამ უნდა წაიკითხოს ჰარი პოტერი. მაშინაც კი, თუ ძველი საბერძნეთიდან აღმოჩნდება ვინმე ტანამედროვე დროში. წიგნები "გადარჩენილი ბიჭის" შესახებ თარგმნილია ძველ ბერძნულ ენაზე. სხვათა შორის, ეს არის პირველი ტექსტი, რომელიც დაწერილია ძველ ბერძნულ ენაზე ბოლო 1500 წლის განმავლობაში.
8. ზარმაცები იმდენად ზარმაცები არიან, რომ სუნთქვაც კი ეზარებათ. ამ საოცარ ცხოველებს შეუძლიათ სუნთქვის შეკავება წყლის ქვეშ 40 წუთის განმავლობაში. დელფინების ზოგი სახეობაც კი ამდენ ხანს ვერ დარჩება წყალქვეშ.
9. რამდენი ცხენის ძალაა ერთ ცხენში? არა, ეს გამოცანა არაა. ერთი ცხენის ძალა 15 ცხენის ძალას შეადგენს.
10. სინამდვილეში, კურდღლებისთვის ბევრი სტაფილო არე შეიძლება. მასში დიდი რაოდენობით შაქარია, რაც ჭარბწონიანობას იწვევს მათში.
11. 10 ისლანდიელიდან ერთს მაინც აქვს ცხოვრებაში ერთი წიგნი დაწერილი და გამოცემული.
12. თუკი ამოგდებულ კბილს მომენტალურად ჩაისვამთ უკან, არის შანსი იმისა, რომ შეხორცდეს.
13. ბაყაყები ყლაპავენ საჭმელს, და თვალის ბუდეების დახმარებით გადააქვთ ყელის მიდამოში. ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაყაყი "თვალებით ჭამს".
14. რომელია მსოფლიოში ყველაზე სასტიკი მტაცებელი? ზვიგენი? ვეფხვი? დათვი? გაგიკვირდებათ და ეს უბრალო ჭრიჭინაა. ეს მწერი თავისი მსხვერპლის 95%-ს ჭამს.