რელიგია რატომ მალავენ მუსლიმი ქალები სახეებს ფოტოებზე? 2021, 16 მაისი, 13:52 თუ მუსულმანურ ქვეყანაში ერთხელ მაინც გიმოგზაურიათ, აუცილებლად შეამჩნევდით თუ როგორ იფარებენ ქალები ხელებით საკუთარ სახეს, როდესაც ტურისტები მათთვის ფოტოს გადაღებას ცდილობენ ან უბრალოდ მათ ფონზე სელფს იღებენ. საქმე იმაშია, რომ მუსლიმი ქალებისთვის ფოტოს გადაღება არც იმდენად სახლისო და სასიამოვნო პროცესია, როგორც ეს შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის იყოს.თუ უცნობი მამაკაცი მუსლიმი ქალისთვის ფოტოს გადაღებას შეეცდება - ეს შეურაცხყოფად ჩაითვლება, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ ინტერნეტსივრცეში ზოგიერთი თანამედროვე გოგონას საკმაოდ თამამ ფოტოებს არ შეხვდებით, მაგრამ მუსლიმი ქალები, რომლებიც ყველა ტრადიციისა და წესის შესაბამისად არიან აღზრდილნი, ამის უფლებას საკუთარ თავს არასდროს მისცემენ.და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი, აღსანიშნავია რომ მუსლიმი ქალები ფოტოებს მხოლოდ საოჯახო ალბომისთვის იღებენ, რომელთა ნახვის უფლებაც მხოლოდ უახლოეს ნათესავებს აქვთ, იგივე ეხება მათ საქორწილო ფოტო და ვიდეო არქივსაც. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში მუსლიმი ქალებისთვის ფოტოს გადაღების მცდელობისას მათი თქვენდამი გამოვლენილი აგრესიული რეაქცია - ეს მხოლოდ ამ ქალების რელიგიურობასა და წესიერებაზე მიუთითებს.323 1-ს მოსწონს |