საზოგადოება მაღალი ემოციური ინტელექტის მქონდე ადამიანების თვისებები 2021, 15 მაისი, 15:49 ძირითადი თვისებები, რომლებიც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ: მადლიერები არიან: მათ იციან, რომ ყოველთვის ხდება ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი მადლიერებიც უნდა იყვნენ. მათ მოსწონთ მათი ცხოვრება და ერიდებიან კრიტიკულ და ტოქსიკურ ადამიანებს. არ არიან პერფექციონისტები: მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ძალიან მოტივირებულები არიან, მათ გააჩნიათ უნარი, ისწავლონ მათი შეცდომებისგან. იციან როგორ დააბალანსონ კარიერა და პირადი ცხოვრება: მათ იციან, რომ ბალანსი კარიერულ და პირად ცხოვრებას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მათ აქვთ დამატებითი ინტერესები, გარდა სამსახურისა. სწავლობენ კრიტიკისგან: მან იცის რომ კრიტიკა სწავლის შანსია და როდესაც უარყოფით გამოხმაურებას იღებს ის ეკითხება საკუთარ თავს როგორ შეიძლება გახდეს უკეთესი. გაბედულად ამბობენ „არა“-ს: მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები თავაზიანობით და ემპათიის გრძნობით გამოირჩევიან, მათ გაბედულად შეუძლიათ უარის თქმა იმაზე, რაც მათში სტრესს იწვევს. მარტივად ეგუებიან ცვლილებებს: მაღალი იმოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს არ ეშინიათ ცვლილებების. პირიქით, ისინი მიდრეკილნი არიან რაღაცის შეცვლისკენ და მარტივად ადაპტირდებიან ახალ გარემოში. არ მისტირიან წარსულს: მათ არ აქვთ დრო წარსულზე სადარდებლად, ისინი მუშაობენ უკეთესი მომავლისთვის.
62 1-ს მოსწონს
|