x
image
ლურჯი თოლია
მაღალი ემოციური ინტელექტის მქონდე ადამიანების თვისებები

ძირითადი თვისებები, რომლებიც მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ:

image

მადლიერები არიან: მათ იციან, რომ ყოველთვის ხდება ცხოვრებაში ისეთი რამ, რისი მადლიერებიც უნდა იყვნენ. მათ მოსწონთ მათი ცხოვრება და ერიდებიან კრიტიკულ და ტოქსიკურ ადამიანებს.

არ არიან პერფექციონისტები: მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ძალიან მოტივირებულები არიან, მათ გააჩნიათ უნარი, ისწავლონ მათი შეცდომებისგან.

იციან როგორ დააბალანსონ კარიერა და პირადი ცხოვრება: მათ იციან, რომ ბალანსი კარიერულ და პირად ცხოვრებას შორის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მათ აქვთ დამატებითი ინტერესები, გარდა სამსახურისა.

სწავლობენ კრიტიკისგან: მან იცის რომ კრიტიკა სწავლის შანსია და როდესაც უარყოფით გამოხმაურებას იღებს ის ეკითხება საკუთარ თავს როგორ შეიძლება გახდეს უკეთესი.

გაბედულად ამბობენ „არა“-ს: მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები თავაზიანობით და ემპათიის გრძნობით გამოირჩევიან, მათ გაბედულად შეუძლიათ უარის თქმა იმაზე, რაც მათში სტრესს იწვევს.

მარტივად ეგუებიან ცვლილებებს: მაღალი იმოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს არ ეშინიათ ცვლილებების. პირიქით, ისინი მიდრეკილნი არიან რაღაცის შეცვლისკენ და მარტივად ადაპტირდებიან ახალ გარემოში.

არ მისტირიან წარსულს: მათ არ აქვთ დრო წარსულზე სადარდებლად, ისინი მუშაობენ უკეთესი მომავლისთვის.

1
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
62
  
2021, 16 მაისი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1