სხვა უმართავი მატარებელი-რეალური ისტორია,რომელიც ფილმს დაედო საფუძვლად 2021, 15 მაისი, 12:09 ![]() 2001 წლის 15 მაისს, დილის 6:30 საათზე, სტენლის სადგურში, უოლბრიჯში, ოჰაიო, ბრიგადა Y11615, რომელიც შედგებოდა მემანქანისგან, კონდუქტორისგან (მემანქანის თანაშემწე) და გამცილებლისგან, მუშაობას შეუდგა . სამუშაოს გეგმის მიღების შემდეგ, ბრიგადამ დაიწყო ჩვეულებრივ მოვალეობის შესრულებას, სანამ დაახლოებით 11:30 საათზე არ მიიღეს ახალი სამუშაო გეგმა: სადგურის ჩრდილოეთით, მატარებელი უნდა გადაეყვანათ K12 სარკინიგზო ხაზიდან D10 სარკინიგზო ხაზზე. ამ დროს ცა მოღრუბლული იყო და მცირე წვიმა მოდიოდა, ჰაერის ტემპერატურა +13 ° C იყო. 12:30 საათზე ბრიგადა მივიდა K12 ხაზთან.სხვა ხაზზე გადასაყვანი მატარებელი 47 ვაგონისგან შედგებოდა, რომელთაგან 22 დატვირთული და 25 ცარიელი იყო. დიზელის ლოკომოტივი SD40-2 No8888 ჩრდილოეთით იყო მიმართული, ხოლო მემანქანე აღმოსავლეთ მხარეს სვლაგეზის მართვის პულტზე იმყოფებოდა. ლოკომოტივი ვაგონებს ჩაება, მაგრამ სამუხრუჭე ხაზის შლანგები არ იყო შეერთებული. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ იყო დარღვევა, ძალიან გავრცელებულია მანევრირების დროს. კონდუქტორი სადგურის დასავლეთით გაეშურა, რომ საჭირო ისრები გადაეყვანა D10 ლიანდაგზე, ხოლო ამ დროს გამცილებელი მატარებლის მახლობლად ლიანდაგზე იდგა და მემანქანეს რაციით აძლევდა მითითებებს. მატარებელი, რომლის მთლიანი წონა 2898 ტონა იყო (ლოკომოტივის ჩათვლით), ჩრდილოეთით გაემართა K12- ის ხაზზე, თუმცა მიხედავად იმისა, რომ მატარებელი დაიძრა, მემანქანე არ პასუხობდა. მოგვიანებით, დაკითხვის დროს მემანქანე იტყვის, რომ K12 ხაზიდან გამოსვლისას მან შეამჩნია, რომ წინა PB9 ისარი არასწორად იყო მიმართული, არა და ამ დროს ახლოს არ კონდუქტორი იყო და არც გამცილებელი, ამიტომ მემანქანემ თავად გადაწყვიტა ისრისთვის მიმართულება შეეცვალა. ![]() სწორედ ამ წუთიდან მატარებელი 47 ვაგონით უმართავი გახდა.შემადგენლობის ორი ვაგონი-ცისტერნა დატვირთული იყო თხევადი ფენოლით, შხამიანი ძაკლზე სახიფათო მოწმავლელი კომპონენტი, რომელიც საღებავებისთვის და ლაქისთვის არის განკუთვნილი, მისი გარემოში დაღვრა ეკოკატასტროფის ტოლფასი იყო. ![]() იმ დროს კენტონიდან მოდიოდა შემხვედრი Q63615 მატარებელი, რომელსაც მართავდა გამოცდილი მემანქანე ჯესი ნოულტონი და კონდუქტორი ტერი ფორსონი, დუნკერკის მახლობლად მდებარე გზაჯვარედინზე, დისპეტჩერმა ეს მატარებელი გვერდით ხაზზე გადაიყვანა და მატარებლის ეკიპაჟს უბრძანა ჩაეხსნათ ლოკომოტივი(სხვათა შორის ზუსტად უმართავი მატარებლის მარკის) და დალოდებოდნენ ლტოლვილი მატარებლის გავლას. CSX 8888- მა გვერდით ჩააქროლა დაახლოებით 14:05 საათზე, რის შემდეგაც Q63615 მატარებლის ლოკომოტივი დამოუკიდებლად, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გადაიყვანეს მთავარ ლიანდაგზე და გაქცეულს დაედევნა. ![]() 2010 წელს ამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოვიდა მხატვრული ფილმი "Unstoppable ", სადაც მთავარ როლებს ასრულებენ დენზელ ვაშინგტონი და კრის პრაისი. 351 2-ს მოსწონს
|