საზოგადოება იმის მაგივრად, რომ მათი შრომა დააფასონ, ესენი კაპასებს ეძახიან-მამა ათინოგენი ლევან ვასაძეს პასუხობს 2021, 14 მაისი, 18:40 ბალდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ათინოგენი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც მან ქალებს „კაპასი“ უწოდა. „საქართველოში ქალებმა რომ ღირსების დაცვა იციან და მათ რომ შეუძლიათ ერთგულება… ისინი რომ წელისწყვეტით მიათრევენ კიდევ ამ ჭაპანს… 30 წელია სხვას კი არაფერს ვუყურებთ ჩვენ. დედაკაცების კისერზე გადავიდა ყველაფერი და იმ საწყლებს კიდევ გინება, შეურაცხყოფა და კიდევ საშინელებები აქვთ. იმის მაგივრად, რომ მათი შრომა დააფასონ, ესენი კაპასებს ეძახიან. მასეთები მაგას იტყვიან, თვითონ არ მოშივნია, მის ცოლს, მის შვილს, სხვა ქვეყანაში არ წასულა მოხუცის მოსავლელად. არ მიუტოვებია შვილები“, - ამბობს მამა ათინოგენი. შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს განაცხადა, რომ "ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა" "ცოტაა ჩვენთან კაპასი ქალი? ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა - განაცხადა ვასაძემ. 574 2-ს მოსწონს
|