x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"აუ რა თე..ად მითხარი, ვსიო - დამაკომპლექსე.. რომ არ გევასები გასაგებია. არც მე მევასები"- ნახეთ, რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თამარ ჩერგოლეიშვილი და სალომე სამადაშვილი

image


"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და პარლამენტის მოქმედი წევრი სალომე სამადაშვილი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება მათ შორის ჩერგოლეიშვილის ფეისბუქსტატუსს მოჰყვა, სადაც მან სამადაშვილის ყველა მხარდამჭერს "უტვინო" უწოდა და ის დრო შეახსენა, როდესაც ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სააკაშვილის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ადამიანებს საჯაროდ ლანძღავდა, კერძო საუბრებში კი, საკუთარი პარტიის ლიდერს მკაცრად აკრიტიკებდა. ჩერგოლეიშვილის თქმით, სამადაშვილის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ თუკი ის ამნისტიის საჭიროებას ვერ ხედავდა, ახლა 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას მხარი ისე დაუჭირა პროტესტიც კი არ გასჩენია: "სალომე სამადაშვილი ის ადამიანია, რომელიც სააკაშვილის კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად, საჯაროდ ლანძღავდა ადამიანებს, ნაცმოძრაობის ამომრჩეველს - ამტკიცებდა რომ მიშამ "პოლის ჯოხი" რომ დააყენოს, ხმებს ისიც მიიღებს, რომ სააკაშვილის ხსენებამდე, ყველამ პირი გამოირეცხოს.... კერძო საუბრებში, მეგობრებთან - ამის საპირისპიროს ამტკიცებდა, ყვებოდა როგორი დემონიზებულია მიშა დასავლეთში, როგორ არ გამოვა არაფერი სააკაშვილთან ერთად. ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ, ეროვნულ თანხმობის და ამნისტიის საჭიროებაზე რომ ისაუბრა ბოკერიამ - ტანსაცმელი შემოიგლიჯა, როგორ ბედავთო - ამნისტიის მნიშვნელობა ყირაზე დააყენა. როცა საპარლამენტო მანდატით სარგებლობაზე მიდგა საქმე - 20 ივნისის მოძალადეების ამნისტიას დაუჭირა მხარი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში ისევ ბიძინაა. ხოდა, რომელი ხართ ეგეთი უტვინო, ამის სიტყვას რომ ენდობით? გამოდით, გაგიცნოთ. (გიგას დაუსვეს კითხვა, ამის საუბარზე დაყრდნობით და გამეცინა)" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა. "ტაბულას" რედაქტორის ვრცელ პოსტს მალევე თავად სალომე სამადაშვილის საპასუხო რეაქციაც მოჰყვა, რომელსაც აქვე გთავაზობთ.


image













0
358
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
358