საზოგადოებრივი წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული 2021, 13 მაისი, 16:36 გიზის მთელი ტერიტორია, წარღვნის დროს, წყალქვეშ აღმოჩნდა — ამტკიცებენ მეცნიერები და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სფინქსი და პირამიდები ერთი და იგივე პერიოდშია შექმნილი, ისიც წყალქვეშ უნდა აღმოჩენილიყო... და უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, მეცნიერება ამ ვერსიის მტკიცებულებიც მოიპოვეს. მათ შორის — ძეგლის ეროზიის მიზეზის ანალიზი არის, რომლის არ შემჩნევა, ობიექტის ფოტოსურათებზე კი შეუძლებელია. მაგ., სფინქსის მოტეხილი ცხვირი იმაზე მიუთითებს, რომ ქვა ჯერ დასველდა, ხოლო შემდეგ ეგვიპტის უდაბნოს ხცელ პირობებში, კარგად გამოშრა. პალეოგეოგრაფიის მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი გამყინვარება დედამიწის ჩრდ. ნახევარსფეროში 110 ათასი წლის წინ დაიწყო და 8-10 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ გამყინვარების დასრულებას ემთხვევა მსოფლიო წარღვნის პერიოდი, რომელიც ერთმანეთისგან ათობით ათასი კმ-ის დაშორებით მცხოვრები, სხვადასხვა ხალხების უძველეს წერილობით წყაროებშია ასახული. მაგ., ებრაულ, ბაბილონურ, ძველ ბერძნულ, ჩინურ, ინდურ, ავსტრალიურ და ფინურ-უნგრულ მითებში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სიუჟეტი მეორდება და სავარაუდოდ, პირველწყარო ბაბილონური და ებრაული მითები უნდა იყოს. ამასთან, წარღვნა, ყოველთვის ღმერთის სასჯელად არ განიხილება. ინდურ, ჩინურ და ავსტრალიელი აბორიგენების მითებში, ის ადამიანების ცოდვებს კი არა, წყლის სტიქიის აბობოქრებას უკავშირდება. რაც სამეცნიერო ენაზე, მსოფლიო ოკეანის დონის აწევას ნიშნავს. და რადგან წარღვნა, დაახლოებით 10 000 წლის წინ მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პირამიდები ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ იყოს აშენებული, რადგან ოფიციალური მონაცემებით, მისი აღმოცენება, წარღვნიდან, მხოლოდ 5 ათასი წლის შემდეგ მოხდა. ამ ფაქტს ისიც ემატება, რომ გიზის დიდი პირამიდა (ხეოფსის პირამიდა) ზუსტად ჩრდილოეთის მიმართულებაზეა ორიენტირებული — ცდომილება მხოლოდ 1/60 გრადუსს შეადგენს. ხოლო, იმისთვის, რომ ასე ზუსტად მოხდეს ნაგებობის ორიენტირება, მხოლოდ კომპასი საკმარისი არ არია, ამბობენ ექსპერტები: ჯერ ერთი — დედამიწის მაგნიტური პოლუსები არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსებს და მეორე, — პლანეტის მაგნიტური პოლუსები გამუდმებით «ხეტიალობენ». როგორც მეცნიერები თვლიან, პირამიდების მშენებლობისას, მის შემქმნელებს, ორიენტირება ორიონის თანავარსკვლავედზე ჰქონდათ აღებული. ამისთვის კი, ასტრონომიული ხელსაწყოები იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცდომილება უფრო დიდი იქნებოდა. და ბოლოს, ალბათ იმ უზარმაზარი ქვების გახსენებაც ღირს, რომლითაც ეს ნაგებობებია შექმნილი. თუ როგორ მიიტანეს ლოდები ადგილზე და როგორ დაამონტაჟეს ერთმანეთზე, ჯერ კიდევ გაურკვეველია... ხოლო კამათი, ამ საკითხზე, მეცნიერებს და მოყვარულებს შორის, დღემდე გრძელდება. არხის სხვა სიახლეები:1. ელემენტების მოულოდნელი თანხვედრა, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია (30 ფოტო) 2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის 3. რას მალავდა სტალინი თავროსის მთაში 4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში 4990 4-ს მოსწონს |
პირ ამიდა! - სრულფასოვან "ენე რგეა"-ს გამოსცემს.