x
მეტი
  • 26.10.2021
  • სტატია:115250
  • ვიდეო:354174
  • სურათი:489063
„კაგებე“ (სუკი) და CIA: ცივი ომის დროინდელი დაზვერვის საიდუმლო იარაღები (ჰუდინის ნაკრები, ჯაშუშის აქსესუარები და სხვა...)

ცივი ომის წლებში, სსრ კავშირსა და აშშ-ში გამალებულმა შეიარაღებამ, ორივე ქვეყანა აიძულა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიები კი არა, დაზვერვაც გაეაქტიურებინა... და უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელიც, მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვდა. ამასთან, როგორც სამეცნიეროს, ისე ფინანსური თვალსაზრისით. ხოლო, ჯაშუშების იარაღებს შორის, საინჟინრო საოცრებთან ერთად, მეტად უცნაური რაღაცეებიც გვხვდება...


image


ღილი და კამერა – 2-1–ში


თავისთავად ცხადია, რომ საიდუმლო გადაღების განხორციელება მხოლოდ მინიატურული კამერებით იყო შესაძლებელი. თუმცა, დიდი ხნის მანძილზე, ის არც ისე პატარა იყო, რომ მისი ჩამონტაჟება სამოსში ან რომელიმე აქსესუარში ყოფილიყო შესაძლებელი. ყველაზე ხშირად, მას სიგარეტის კოლოფის სახე ჰქონდა. ასეთი ფორმის აპარატები, როგორც სსრ კავშირში, ისე მასთან დაპირისპირებულ ბანაკში აქტიურად გამოიყენებოდა.
სსრ კავშირში, ასეთ მინი კამერებს, სახელწოდებით – «კიევი-30», კიევის ქარხანა «არსენალი» აწარმოებდა. 50–იან წლებში კი, კრასნაგორსკში ნამდვილად რომ მინი კამერებზე დაიწყეს მუშაობა. ამის შედეგი «აიაკს-12» იყო, რომლის ობიექტივის ჩამონტაჟება ღილში შეიძლებოდა, ხოლო სურათების გადაღება პულტით ხდებოდა.


imageმინიატურული კამერა და მართვის პულტი


მოგვიანებით, «აიაქსის» მოდერნიზება მოხდა და ის ფოტოებს უკვე პულტის გარეშე იღებდა. მას ძირითადად ქამრის ბალთაში ამაგრებდნენ და მას ჯაშუშის ჰალსტუხით ფარავდნენ. ფოტოს გადასაღებად კი, მხოლოდ ჰალსტუხის გაწევა და ობიექტივის გამოჩენა იყო საჭირო.


imageმინიატურულობა და გადაღების მაღალი ხარისხი – მზვერავის ფოტოაპარატის ძირითადი მოთხოვნები იყო


მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კამერა პატარა იყო და გადაღებაც ავტომატურ რეჟიმში ხორციელდებოდა, მისით მაინც უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან სურათები დიდი ხარისხით არ გამოირჩეოდა. ამიტომ, 70–იან წლებში ის «ზოლათი» ჩაანაცვლეს, რომელსაც წინამორბედისგან განსხვავებით, გადაღების პირობების მიხედვით, ობიექტივის ავტომატურად დარეგულირება შეეძლო.
ხოლო, «ზოდჩი» – კამერა იყო, რომელიც ჯაშუშების არსენალში უკვე 80 –იან წლებში შევიდა. ის ზომით აუდიო კასეტის ხელა იყო და მას, ხშირად, А4 ფორმატის დოკუმენტების გადასაღებად იყენებდნენ.


imageელექტრონი 52 D


ცივი ომის პერიოდში, ფოტოაპარატების გარდა, ჯაშუშები ხმის ჩამწერ მოწყობილობებსაც აქტიურად იყენებდნენ. 60–იან წლებში, სსრ კავშირში დიქტოფონი «მეზონი» შექმნეს, რომელსაც უწყვეტ რეჟიმში, 1, 5 სთ–ს ოპერატიული ინფორმაციის ჩაწერა შეეძლო. თუმცა, მას გადახვევის მექანიზმი არ ჰქონდა და საჭირო ინფორმაციის მოძებნა რთული იყო. უკვე მომდევნო დიქტოფონი – «ლისტი», ამ მექანიზმით აღჭურვილი იყო და მისი გადახვევა ორივე მიმართულებით შეიძლებოდა. თუმცა, ჩაწერის ხანგრძლივობა, ისევ არასაკმარისი იყო. რა თქმა უნდა, გამომგონებლები ამ მიმართულებით მუშაობდნენ და ტექნოლოგიებს მუდმივად აახლებდნე.
მაგ., 70–იან წლებში, ამერიკის სპეცსამსახურებმა საბჭოთა ჯაშუში დააკავეს, რომელსაც თან ასანთის კოლოდის ხელა ჩამწერი მოწყობილობა ჰქონდა, რომელსაც ჩაწერა 5 სთ–ს მანძილზე შეეძლო.imageიარაღი ჯაშუშებისთვის



imageТKB506


ჯაშუშებს სპეცმოწყობილობების გარდა, იარაღიც მინიატურული და შენიღბული ჰქონდათ. მაგ., 1955 წელს TKB-506 შექმნეს, რომელიც გარეგნულად სიგარეტის კოლოფს ჰგავდა, თუმცა ის სინამდვილეში, სამლულიანი თოფი იყო, რომელიც სპეციალურ ტყვიებით ისროდა.


imageNRS2


დანა–პისტოლეტი იარაღი იყო, რომლის შექმნა თავად მზვერავებმა მოითხოვეს. მათ ისეთი მოწყობილობა ეასჭიროებოდათ, რომელიც უხმოდ და ალის გარეშე გაისროდა. ასე გამოჩნდა ჯაშუშურ ნაკრებში NRS, რომელიც ვიზუალურად, ჩვეულებრივი დანისგან არ განსხვავდებოდა და დანის ფუნქციასაც ასრულებდა.

გარდა ამისა, ჯაშუშები ადამიანის ჩუმად და შეუმჩნევლად მოსაკლავად, შხამებსაც იყენებდნენ. ხოლო, მოწამლული ნემსი, რომელსაც მსხვერპლს ურჭობდნე, შეიძლება ნებისმიერ ნივთში ყოფილიყო ჩამონტაჟებული. მაგ., თუნდაც, ქოლგის წვერში.


რეაქტიული ნაკრები და სხვა...


imageჰუდინის ნაკრები


რა თქმა უნდა, ჯაშუშის პროფესია მხოლოდ სახიფათო ადამიანების მკვლელობას, აუდიო ჩანაწერების გაკეთებას და ფოტოგადაღებას არ გულისხმობდა. გადასაღებ დოკუმენტამდე ჯერ მისვლა იყო საჭირო... ამიტომ, ამ პროფესიის ყველა წარმომადგენელი, როგორც სსრ კავშირში, ისე დასავლეთში, ჯიბით ჰუდინის ნაკრებს (სახელი ამერიკელი ილუზიონისტის საპატივცემულოდ დაერქვა) ატარებდა. მისი მეშვეობით, შეიძლებოდა ნებისმიერი კარის და სეიფის გახსნა, რა თქმა უნდა, შესაბამისი მომზადების გავლის შემდეგ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უკიდურესი შემთხვევისთვის, არსებობდა სპეციალური სათვალე, რომელშიც ციანიდის კაფსულა იყო დამალული და რომელიც ჯაშუშისთვის, უკანასკნელი ვარიანტი იყო, იმ შემთხვევაში, თუ მას მტრის ხელში, ცოცხლად ჩავარდნის სურვილი არა ჰქონდა.


მზვერავის აქსესუარები


imageმზვერავის საათი

ზოგიერთი აქსესუარი, რომლსაც ჯაშუშები მუშაობისას აქტიურად იყენებდნენ, ომის შემდეგ, გერმანიაში გამოიგონეს. მაგ., მამაკაცის საათში ჩამონტაჟებული მინი კამერა, რომელიც გადაღების დროს, ყურადღებას არ იქცევდა. თუმცა, მას როგორც სუკის, ისე CIA–ის აგენტები იყენებდა და ამიტომ, რთულია ასეთ მოწყობილობას საიდუმლო ვუწოდოთ.

კიდევ ერთი ნივთი, რომელსაც ჯაშუშები ხშირად იყენებდნენ, სარკე იყო. ისინი კოდებს გარკვეული დახრის კუთხით კითხულობდნენ და მათთვის საჭირო ინფორმაციის დეშიფრირებისთვის იყენებდნენ. გარდა ამისა, არსებობდა სპეციალური მოწყობილობა, რომლითაც წერილის გახსნა შეიძლებოდა, წებოვანი ზოლის დაზიანების გარეშე. ხოლო, დოკუმენტიდან ასლის გადაღების შემდეგ, მას ასევე სპეციალური ნივთიერებით აწებებდნენ და ადრესატს უგზავნიდნენ.


ფრთიანი ჯაშუშები


imageფოტოაპარატებით აღჭურვილი მტრედები


ხან, ისეც ხდებოდა, რომ საბჭოთა და ამერიკული დაზვერვის ტექნოლოგიები, მოქმედების პრინციპის მიხედვით, ერთნაირი ან მსგავსი იყო და მეტად უცნაური გადაწყვეტილებები, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ფიქსირდებოდა. მაგ., CIA–ში თვლიდნენ, რომ ცხოველები მზვერავების კარგი მოკავშირეები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 70–იან წლებში ჩატარებულ «TACAN»–ის საიდუმლო ოპერაციაში ფრინველები მონაწილეობდნენ, მათ მხოლოდ 2019 წ. გაამჟღავნეს.
ამ მიმართულებით, ამერიკელებმა მუშაობა გასული საუკუნის 70–იან წლებში დაიწყეს და უამრავი ვარიანტის შესწავლის შემდეგ, მათ არჩევანი მტრედებზე შეაჩერეს. ამის მიზეზი კი, ჯერ ერთი, ის იყო, რომ ეს ფრინველები ყველა კონტინენტზე ბინადრობენ და ადამიანები მათ ვერც კი ამჩნევენ. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, მათი ადამიანებთან სიახლოვის სურვილი იყო და ბოლოს – ეს ფრინველი რაც არა უნდა შორს წაიყვანონ, ის ყოველთვის უკან ბრუნდება.
ყველაზე რთული მომენტები, ფრინველების მონაწილეობით დაგეგმილ ოპერაციებში, მათი ადგილზე შეუმჩნევლად მიყვანა იყო. რაც შეეხება ფრინველის გაწვრთნას, ასეთი სამუშაოები, მტრედებთან დაკავშირებით არ ტარდებოდა. მათ უბრალოდ მინიატურულ კამერებს ამაგრებდნენ და ობიექტზე უშვებდნენ.


imageმფრინავი ჯაშუშები დღემდე არიან


მფრინავი ჯაშუშების მეშვეობით, ამერიკელები საბჭოთა ტერიტორიაზე უამრავი ფოტოს გადაღებას გეგმავდნენ და მათი ინტერესის ობიექტს, უპირველეს ყოვლისა, დახურული ქალაქები და სამხედრო ობიექტები იყო.
მტრედების პირველი პარტია მათ ლენინგრადში გაუშვეს, სადაც წყალქვეშა ნავის მშენებლობა მიმდინარეობდა. მაგრამ, ამ ოპერაციის შედეგი ცნობილი არ არის.
მტრედების გარდა, ამერიკული დაზვერვა კატებსაც იყენებდა. ქირურგიული ჩარევით, ცხოველის ყურში მოსასმენი აპარატის ჩანერგვა ხდებოდა და კატაც, ისე როგორც მტრედი, საჭირო ადგილზე მიჰყავდათ და საინტერესო ინფორმაციას ამ ხერხით მოიპოვებდნენ.


imageამერიკული ჭრიჭინა–დრონი


ცხოველების გარდა, ამერიკული დაზვერვა ინფორმაციის შესაგროვებლად, რობოტებსაც იყენებდა. მაგ., მათ შექმნეს ჭრიჭინის მსგავსი მინი რობოტი, რომელიც მხოლოდ 1 გრ. იწონიდა და 4, 5 მ/წმ სიჩქარით მოძრაობდა. თუმცა, უცნობია, შესაბამისმა ორგანოებმა გამოიყენა ის, თუ არა. ცნობილია, რომ დღეს «ჭრიჭინა» სპეცსამსახურის მუზეუმის ერთ–ერთი ექსპონატია.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. ფაქტები ენძელების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

2. დედამიწის 4 ძირითადი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოხსნილი არ არის

3. სოკოს მოხმარება ონკოლოგიური დაავადებების რისკს 1, 5–ჯერ ამცირებს (+ სოკოს მომზადების 5 რეცეპტი)

4. რატომ ჩავიდა ჰიტლერი უკრაინაში და კიდევ სად მოასწრო ვიზიტი II მსოფლიო ომის დროს სსრ კავშირში
5. ეს ნამდვილად მოულოდნელი იყო — აღმოჩენილია ყავის კიდევ ერთი დადებითი თვისება

6. რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ეგვიპტის ფარაონები უცხოპლანეტელები იყვნენ. უფოლოგების ყველაზე დიდი საგანძური

1
567
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
567
  
16 მაისი, 1:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1