x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თუ კოვიდ ვაქცინით აიცრებით, მარტვილის კანიონზე 4 დღით უფასოდ დაგასვენებენ
image


საოჯახო სასტუმრო მარტვილში, რომლის მეპატრონეები გვანცა მუჯირი და ლადო დანელია არიან 17 – დან 24 მაისის ჩათვლით, სინოფარმის ვაქცინაციაზე მარტვილში დასარეგისტრირებლად საკუთარ სასტუმროში ეპატიჟებიან.

.

მათი თქმით ამ პერიოდში დარეგისტრირებულ მოქალაქეებს, თავიანთ სასტუმროში 4 დღით უფასოდ განთავსებას და მარტვილის ღირშესანიშნაობების, გიდთან ერთად უფასო ტურს სთავაზობენ.


.

„ბოლო დროს ხშირად ვაწყდებით პოსტებს სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ვერ რეგისტრირდებიან სინოფარმის ვაქცინაციაზე, რადგან უკვე ყველგან დაჯავშნილია ადგილები.
გუშინ, ჩვენც დავრეგისტრირდით მარტვილის ევექსის კლინიკაში ვაქცინაციაზე და აღმოვაჩინეთ, რომ 17-24 მაისის შუალედში არის თავისუფალი ადგილები.

.

ვინაიდან, პანდემია და მისგან გამოწვეული კოვიდ-19 არის ჯერჯერობით უდიდესი პრობლემა, როგორც ჩვენთვის ასევე მთელი მსოფლიოსთვის, ვაქციანაცია არის ჯერჯერობით ერთადერთი გონივრული გამოსავალი არსებული სიტუაციიდან.

ძალიან გვინდა ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემის დაძლევაში, ასევე ვაქცინაციის პოპულარიზაციაში.

შესაბამისად მივმართავთ ადამიანებს ვისაც უნდა ვაქცინაცია: ვინც დარეგისტრირდებით ვაქცინაციაზე მარტვილში 17-24 მაისის შუალედში, ჩვენის მხრივ გთავაზობთ უფასო განთავსებას მარტვილში (მაქს 4 ადამიანი ერთ ჯერზე) საოჯახო სასტუმროში, ასევე მოგემსახურებით როგორც გიდი და დაგათვალიერებინებთ მარტვილს, რა თქმა უნდა ესეც უფასოდ“, – ამბობს გვანცა მუჯირი.

საოჯახო სასტუმრო მარტვილის კანიონიდან 5 წუთის სავალ გზაზეა.

.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯანმო-მ ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინას ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა. ამის შესახებ განცხადება ტედროს ადანომ გებრეიესუსმა გააკეთა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა სხდომაზე მიიღო.

,

როგორც მიმდინარე ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ, ჩინური ვაქცინა „კოვაქსის“ პროგრამაში ჩაერთვება, რომელიც ვაქცინებით დაბალშემოსავლიანი ქვეყნების მომარაგებას ითვალისწინებს.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 4 მაისს, ავტორიზაციის მინიჭებამდე დაიწყო..

.

საქართველოში 4 მაისს ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმით“ 18 წელს ზევით ასაკის მოქალაქეების ვაქცინაცია დაიწყო. პროცესის სამართავად ქვეყნის მასშტაბით 30 სამედიცინო პუნქცია მობილიზებული, მათ კიდევ 44 დაემატება.

.

„სინოფარმი“ რიგით მესამე ვაქცინაა, რომელიც ქვეყანაში „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემდეგ შემოვიდა. არსებული მდგომარეობით, ეს უკანასკნელები მხოლოდ სამედიცინო პერსონალისა და 55 წელს ზევით ასაკის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი.

.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველი იყო, რომელიც დღეს დილით „სინოფარმით“ საჯაროდ აიცრა. თავდაპირველად, საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „სინოფარმით“ იმუნიზაცია მას შემდეგ დაიწყებოდა, რაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავტორიზაციას მიანიჭებდა.

,

პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობის მაჩვენებელიი 78.1%-ია, რაც თავად ჩინური კომპანიის შეფასების მაჩვენებელთან (79%) ახლოსაა. ამასთან, ექსპერტთა ჯგუფი „თითქმის დარწმუნებულია, რომ მოზრდილებში „სინოფარმის“ ერთი ან ორი დოზის შემდეგ სერიოზული გვერდითი ეფექტების რისკი დაბალია“, რაც ჩინური წარმოების ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების შანსებს ზრდიდა.

.

საქართველოში 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმზე“ რეგისტრაცია 27 აპრილს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 3 აპრილს საქართველოში ვაქცინის 100 000 დოზა ჩამოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად 17 613 ადამიანი დარეგისტრირდა. ამასთან, 30 აპრილს საქართველომ ჩინეთისგან ჰუმანიტარული დახმარების სახით „სინოვაკის“ („კორონავაკი“) ვაქცინის 100 000 დოზაც მიიღო. მასზე რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა.

.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც 13 მარტს ქვეყანაში ბრიტანულ-შვედური ვაქცინა „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა, 25 მარტს საქართველომ „ფაიზერის“ 29 250 დოზაც მიიღო.

,

საქართველოს ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელობას წლის ბოლომდე ქვეყნის საერთო მოსახლეობის (3.7 მლნ) 60%-ის აცრას გეგმავს, თუმცა ვაქცინაციის დაწყებიდან ექვსი კვირის თავზე, ჯერ მხოლოდ 45 344 მოქალაქეა აცრილი, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.2%-ია.


0
28
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0