x
image
ლანა92
"რახან ვცეკვავ, ხალხმა, ამას აქვსო ცხოვრება .. ჩემს გულში თოვს, წვიმს, გრუხუნებს.." - ერთი ბიჭის მძიმე ისტორია

image


მამუკა ფოცხორაია სამეგრელოს მუნიციპალიტეტის, მარტვილის მკვიდრია, 28 წლის. იგი ქუჩაში ცეკვავს და ასე ცდილობს დედის სიცოცხლის გაადარჩენას. თუ მარტვილის ცენტრში მოხვდებით, აუცილებლად შენიშნავთ ქუჩაში მხიარულ მუსიკებზე ენერგიულად აცეკვებულ, ჰაერში აჭრილ ახალგაზრდას, რომელიც ადვილად იპყრობს გამვლელის ყურადღებას. ადგილობრივთათვის მამუკა ფოცხორაიას ქუჩის ცეკვა უკვე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და როგორც შეუძლიათ, ეხმარებიან კიდეც.

ახალგაზრდა ბიჭი გვიყვება თავისი ისტორიის შესახებ, თუ რატომ და როგორ დაიწყო ცეკვა ქუჩაში:

"მე ვარ მამუკა ფოცხორაია და ეს იმიტომ დავიწყე, რომ არ იყო ქვეყანაში სამუშაო. ამ ცეკვით რა ვიცი, დედას წამალს ვუყიდი. გულის ოპერაციისათვის დიდიდ თანხა სჭირდება. აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ოპერაცია.

რახან ვცეკვავ, ხალხმა, ამას აქვსო ცხოვრება, რა ცხოვრება მაქვს ერთი, ჩემს გულში თოვს, წვიმს, გრუხუნებს და მუსიკით გადამაქვს ეს გაჭირვება. ზოგიერთი ნორმალურს მეტყვის, ზოგიერთი შეშლილს მეტყვის და რა გინდა, ჩემთან ხო, თუ არ მოგწონს, გაიარე იქით... ყველას თავს ვარიდებ, არ მინდა შაირი, არ მინდა ჩხუბი, ჩხუბით და შაირით არაფერი არ მოდის კარგი. ყველას ვუყვარვარ, არ ვიპარავ, ტყუილი არ ვიცი, პატივს მცემენ, მეც დავაფასებ, ხოდა რა ვიცი...

25 მაისს გადავალ ახალ სახლში.

მარტვილში, ხალხის მხარდაჭერით შევიძინე ბინა და მადლიერი ვარ ამ ადამიანების, დიდ პატივს ვცემ. მთავარი პრობლემა, რაც მაქვს, დედას მინდა, რომ გაუკეთდეს, ოპერაცია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

... სახლი შევიძინე, დაოჯახება მინდა. მანქანა მყავდეს ცოტა ნორმალური; ტარება ვიცი და უფლებას როგორ არ მომცემს პოლიცია, რომ გავიარო, დალევა არ მიყვარს, ფხიზელი ვიჯდები მანქანაში და მაშინ მექნება კარგი ცხოვრება. ცოლ-შვილი მეყოლება.

ახლა ჩემი სახლი მაქვს და ჩემს გემოზე დავდებ თავს ბალიშზე. არ მეშინია დაღამების, გათენების.

ვინც დამეხმარა და გვერდში დამიდგა, ვინც ჩემი ტკივილი გულთან მიიტანა, ყველას დიდ მადლობას ვუხდი!"

2
166
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
166
  
2021, 16 მაისი, 1:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 8 მაისი, 16:50
შაირი - აქ: იგივე შარი (მეგრულად)
0 1 2