სხვა მასაჟის ყველაზე უცნაური ნაირსახეობები 2021, 10 მაისი, 9:03 მასაჟის ხელოვნება იმდენად უძველესია, გვგონია, რომ ადამიანები ამით ყოველთვის იყვნენ დაკავებული. უძველესი დროიდან სხეულზე მექანიკური ზემოქმედებით კურნავდნენ სხვადასხვა დაავადებებს, განდევნიდნენ ავ სულებს, წარმატებას მოიზიდავდნენ, და რა თქმა უნდა სიამოვნებას იღებდნენ. დღეს მოგზაურობასა და სიახლეების აღმოჩენების შესაძლებლობასთან ერთად, მასაჟი ტურისტული ექსტრიმის თავისებური ნაირსახეობა გახდა. შეხედეთ, მასაჟის როგორი უცნაური სახეობები შეიძლება აღმოაჩინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თუ თქვენ საკმაოდ ცნობისმოყვარე ხართ და მზად ხართ გადაიხადოთ თანხა უჩვეულო (და არა ყოველთვის სასიამოვნო) შეგრძნებებში, საკუთარ ზურგზე შეიძლება გამოსცადოთ მასაჟის ეს ეგზოტიკური სახეობები. მასაჟი პითონებითარ გიყვართ გველები? თქვენ უბრალოდ არასაკმარისად ურთიერთობდით მათთან. Cebu City Zoo-ში, ფილიპინებზე იციან როგორ შეაყვარონ ქვეწარმავლები. იქ პითონებით მასაჟს სთავაზობენ. მსურველებს ბამბუკის ხალიჩაზე ათავსებენ 10-15 წუთის განმავლობაში გველების კომპანიაში. ჩახუტება საკვების მიღებაში რომ არ გადაიზარდოს, ქვეწარმავლებს წინასწარ კვებავენ, თითოეულს 10 წიწილით. ასე რომ გამძღარი პითონები საშიშროებას აღარ წარმოადგენენ. და მაინც ექსტრემალურია. სპილოს მასაჟიChiang Mai-ში (ტაილანდი) სპილოებს არ აქვთ სამედიცინო კურსების სერტიფიკატი, სამაგიეროდ ისე არიან გაწვრთნილი, რომ გაწოლილ ტურისტებს ძალიან ფრთხილად აწვებიან ფეხით, ხორთუმით უღუტუნებენ და "მასაჟს" ასე უკეთებენ. პროფესიონალები, ვერაფერს იტყვი. მასაჟი დანებითსამი დოლარის გადახდის შემდეგ, 10 წუთის განმავლობაში ხორცისთვის განკუთვნილი დანებით გიკეთებენ მასაჟს. გალესილი დანებით. ალესილი მხრიდან. თან მოგიყვებიან, რომ აზიაში დანებით მასაჟი უკვე ორი ათასი წელია არსებობს და ამ პროცედურის დანიშნულება სხეულიდან ნეგატიური ენერგეტიკის გამოდევნა (დანით აშინებენ ნეგატიურ ენერგეტიკას?) და წნევის მაჩვენებლის აწევაა. ეს უკანასკნელი ნამდვილად ასე იქნება. მასაჟი სილის გაწვნითსილის გაწვნა ყოველლთვის სამწუხაროა, მაგრამ არა ტაილანდში. აქ სჯერათ, რომ ოსტატურ გარტყმას "პაციენტი" შეუძლია "გაახალგაზრდავოს" 20 წლითაც კი. უბრალოდ უნდა იცოდე სილის სწორად გაწვნა. სახის მასაჟი ფრინველი სკლინტითიცით რატომ ჰქონდათ გეიშებს ფაიფურივით ქათქათა და კარგად მოვლილი სახის კანი? ფრინველების სკლინტით მასაჟის წყალობით (და არ თქმა უნდა პუდრის წყალობითაც). იაპონელ ლამაზმანებს სჯეროდათ, რომ თუ კანში წრიული მოძრაობებით ბულბულის ცხოველმოქმედების პროდუქტებს შეიზელდნენ, ეს კანს დაატენიანებდა და რეგენერაციის პროცესს დააჩქარებდა. მასაჟი ღუტუნითთითქოს ღუტუნი ადამიანის გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ იზაბელ აირესი, რომელიც მადრიდის Cosquille Arte Spa-ში ღუტუნით მასაჟით არის დაკავებული, საწინააღმდეგოშია დარწმუნებული. მისი აზრით, სწორედ დოზირებული ღუტუნი ამშვიდებს, ადუნებს კუნთებს და გაღიზიანებას ხსნის. და სპას ბევრი კლიენტი ადასტურებს კიდეც ამ ჰიპოთეზას. კაქტუსების მასაჟივისაც ოტელ Four Seasons Resort-ში (მექსიკა) დაუსვენია, უფასოდ ექნება გამოცდილი საკუთარ ზურგზე კაქტუსებით მასაჟი. ნუ შეიშმუშნებით, მცენარეს წინასწარ აცლიან ეკლებს, ბოლოსდაბოლოს აკუპუნქტურა ხომ არ არის. სამაგიეროდ კაქტუსი, რომელსაც უნიკალური თვისება აქვს წყლის შესრუტვისა და დაგროვების, მშვენივრად ატენიანებს ადამიანის კანსაც. მასაჟი ლოკოკინებითკლიენტის სახეზე და სხეულზე ათავსებენ უზარმაზარ აფრიკულ ლოკოკინებს, რომლებიც აუჩქარებლად დაცოცავენ და ლორწოვან კვალს ტოვებენ. სწორედ ამ კვალში მდგომარეობს "მასაჟის" სარგებლიანობა. ლოკოკინების ლორწო საგრძნობლად აჩქარებს კანის რეგენერაციას. ასე რომ ეს პროცედურა ნაჩვენებია არა მხოლოდ იმისთვის, ვისაც გაახალგაზრდავება სურს, არამედ პოსტაკნესა და დამწვრობების შემთხვევებშიც. ცეცხლოვანი მასაჟიაი, რაც ნამდვილად მაღლა სწევს სხეულის ტემპერატურას, არის მასაჟი ცეცხლით. ჩინეთში ეს მომსახურება ძალიან გავრცელებულია. იქ სჯერათ, რომ აალებული ქსოვილის ტანზე შემოხვევა, რომელიც სპეციალური ზეთებით არის გაჟღენთილი, დაიცავს ადამიანს გაციებისგან და გრიპისგან. აგრეთვე წვავს ზედმეტ წონას. რაც მთავარია, პროცედურა უმტკივნეულოა. შეიძლება დაგაინტერესოთ:ახალი გამოგონებები, რომლის გარეშეც მალე ალბათ წარმოუდგენელი იქნება ჩვენი ცხოვრება სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს: უცნაურობები, რომლითაც ქალბატონები სარგებლობდნენ გასულ საუკუნეში მართალია თუ არა, რომ მზესუმზირამ შეიძლება აპენდიციტი (ბრმა ნაწლავის ანთება) გამოიწვიოს? საშიშია თუ არა თითების ტკაცუნი? შეიძლება თუ არა დიდი რაოდენობით საკვების მიღებისგან კუჭი გასკდეს რა მოგვივა, თუ საღეჭ რეზინს გადავყლაპავთ? პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+) ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას? მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო 213 6-ს მოსწონს
|