საზოგადოება ცნობილი ქალბატონები სექს-ინდუსტრიიდან, რომლებიც სერიოზულ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობდნენ 2021, 6 მაისი, 15:09
მეოცე საუკუნის დასაწყისში მატა ჰარი გახდა პირველი სტრიპტიზიორი პარიზში, რომელმაც შოკში ჩააგდო მაყურებელი აღმოსავლური ცეკვების შესრულებით. მისი შემოსავალი აღემატებოდა მსხვილი ბანკირებისა და მეწარმეების მოგებას და მის საყვარლებს შორის იყვნენ მინისტრები და მონარქები. მატა ჰარის დასასრული დიდებული არ ყოფილა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ლამაზმანმა ერთდროულად დაიწყო თანამშრომლობა ორ სადაზვერვო სამსახურთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან. ფრანგებმა არ აპატიეს ღალატი. 1917 წელს მატა ჰარი დააპატიმრეს და პარიზის მახლობლად დახვრიტეს, როგორც გერმანელი ჯაშუში. 1987 წელს ჩიჩოლინა გახდა პარლამენტის ქვედა პალატის წევრი. იგი ეწინააღმდეგებოდა სამეცნიერო ექსპერიმენტებს და მხარს უჭერდა სექსუალურ განათლებას. პოლიტიკურ კარიერასთან ერთად, ჩიჩოლინა მონაწილეობდა ზრდასრულთა ფილმებში: 1983 წელს გამოვიდა მისი პირველი პორნო ფილმი “წითელი ტელეფონი“. ჭორების თანახმად, ჩიჩოლინა ჯაშუშობდა 90-იანი წლების ბოლომდე: მან შეაცდინა იტალიის პარლამენტის ზედა პალატის დეპუტატები, მათგან მიიღო ინფორმაცია მომზადებული კანონპროექტების შესახებ და გადასცა უნგრეთის დაზვერვას. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია. ის, რაც დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ 1991 წელს ჩიჩოლინამ დააარსა მოძრაობა "სიყვარულის პარტია", რომელიც მხარს უჭერს სექსუალურ თავისუფლებას და ეწინააღმდეგება ცენზურას. ბრიტანელის კარიერა 1957 წელს დაიწყო, როდესაც ის ინგლისის პატარა ქალაქიდან ლონდონში გადავიდა და სოჰოს კაბარეში შიშველი ცეკვა დაიწყო. იქ 16 წლის კრისტინი ოსტეოპათმა სტივენ უორდმა შეამჩნია, რომელიც პოლიტიკოსების მკურნალი იყო. თავისუფალ დროს, უორდი დაკავებული იყო საკუთარ ესკორტის სააგენტოთი, მამაკაცი ახალგაზრდა გოგონებს აცნობდა ხანდაზმულ ჯენტლმენებს და კილერმაც მალევე დაიწყო ესკორტის გოგონად მუშაობა. კრისტინი შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო რომ არა რომანები ბრიტანეთის საომარ მინისტრ ჯონ პროფუმოსთან და საბჭოთა კავშირის ჯაშუშთან ევგენი ივანოვთან. ქალმა პროფუმოსგან შეიტყო პოლიტიკური საიდუმლოებები და გადასცა ევგენის, რომელიც თავის ქვეყანას ეხმარებოდა ცივი ომის დროს. ქალის ორმაგი თამაში გამოაშკარავდა მაშინ, როდესაც პოლიცია უორდით დაინტერესდა. შემდეგ გამოვლინდა კილერის მრავალი კავშირი და მისი დამსაქმებლის უკანონო საქმიანობა. "პროფუმოს საქმის" ყველა მონაწილე დაშავდა: უორდმა თავი მოიკლა, პროფუმო და ივანოვი გაათავისუფლეს, კრისტინს 9 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხოლო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კოლეგის გამო რცხვენოდა და გადადგა. სამაგიეროდ, სკანდალმა მოულოდნელი პოპულარობა მოუტანა კილერს. მან გამოაქვეყნა სამი ავტობიოგრაფიული წიგნი. მას შემდეგ, რაც სიტუაცია ჩაწყნარდა, ყველაფერი ნულიდან დაიწყო. ერთდროულად რამდენიმე კაცთან დაიწყო შეხვედრა და სხვადასხვა თაყვანისმცემლებისგან ორი ვაჟი გააჩინა. კრისტინ კილერი 2017 წელს გარდაიცვალა გარდაიცვალა სიმარტოვეში ფილტვის დაავადებით. 1028 1-ს მოსწონს
|