კინო
საკულტო როლები, რომლებიც კინაღამ სხვა მსახიობებმა მიიღეს
2021, 6 მაისი, 12:11
ფილმი საკულტო მხოლოდ მისი სცენარით არ ხდება. მის პოპულარობაში დიდი წვლილი შეაქვთ შემსრულებელ მსახიობებსაც. დღეს კი ამ ფილმებში სხვა მსახიობები ვერც კი წარმოგვიდგენია:
გრინჩის როლი თავდაპირველად ედი მერფის უნდა შეესრულებინა, მაგრამ მსახიობმა უარი თქვა და მისი ადგილი ჯიმ ქერიმ დაიკავა.
კლერ დეინსმა უარი თქვა ტიტანიკში როუზის როლზე, რადგან მანამდე ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად თამაშობდა ფილმში რომეო+ჯულიეტა და მასთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. როლი კი საბოლოოდ ქეით უინსლეტს ერგო.
ემა სტოუნს უნდა ეთამაშა მეგის როლი ფილმში “პატარა ქალები“, მაგრამ უარი თქვა სხვა პროექტის გამო. როლი კი ემა უოტსონს ერგო.
ჯენიფერ ლოურენსს სურდა სერიალში “ჭორიკანა“ სერენა ვან დერ ვუდსენის როლის მიღება და ქასთინგიც გაიარა, მაგრამ არ დაამტკიცეს.
ჯულიანა მური გაათავისუფლეს პროექტიდან “შეგიძლიათ მაპატიოთ?“, როლი კი მელისა მაკარტნიმ მიიღო და ოსკარზე ნომინირებულიც გახდა.
ბრიტნი სპირსი განიხილებოდა მთავარ როლზე ფილმში “უბის წიგნაკი“, მან ქასთინგიც კი გაიარა რაიან გოსლინგთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ როლი რეიჩელ მაკადამსს ერგო.
ჯესიკა სიმპსონმა უარი თქვა ამავე ფილმში მთავარ როლზე, რადგან რეჟისორებს რაიან გოსლინგთან საწოლის სცენის ამოჭრა არ უნდოდათ.
ჯენიფერ ჰადსონს შესთავაზეს მთავარი როლი ფილმში “საგანძური“, მაგრამ უარი თქვა, რადგან როლისთვის წონაში მომატება არ უნდოდა.
სკარლეტ იოჰანსონი 90-იან წლებში მონაწილეობდა ფილმის “ჯუმანჯი“-ს ქასთინგში, როლი კი კირსტენ დანსტს შეხვდა.
ფილმში “13 მაგრამ 30“ მთავარ როლზე რენე ზელვეგერის მიწვეა სურდათ, მაგრაამ საბოლოოდ როლი ჯენიფერ გარნერმა მიიღო.
კონი ბრიტონს სურდა ქალის მთავარი როლი ფილმში “ტობი მაგუაერი“, როლი კი საბოლოოდ რენე ზელვეგერმა მიიღო.
ანჯელა ბასეტმა უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “მონსტრების მეჯლისი“, ჰოლი ბერიმ კი მის გამო ოსკარი აიღო.
სანდრა ბულოკს უნდა მიეღო მთავარი როლი ფილმში “გოგონა მილიონ დოლარად“, მაგრამ მალე მის კონგენიალურობის მეორე ნაწილის გადაღებები იწყებოდა, ამიტომ როლზე უარი თქვა.
ჯულია რობერტსი არ დაინტერესდა ფილმის სცენარით “უხილავი მხარე“, როლი სანდრა ბულოკმა მიიღო და მასთან ერთად ოსკარიც აიღო.
ჩარლი ჰანემმა უარი თქვა “გრეის 50 ელფერში“ მთავარ როლზე სერიალის “ანარქიის შვილების“ გადაღებების გამო.
გვენ სტეფანი მონაწილეობდა “მისტერ და მისის სმიტების“ ქასთინგში, როლი კი საბოლოოდ ანჯელინა ჯოლის ერგო.