ორსულობა და ბავშვი მალიში ქალმა 9 ბავშვი იმშობიარა 2021, 5 მაისი, 14:56
”ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების სამინისტრო სიხარულით იუწყება რომ 2021 წლის 4 მაისს ჰალიმა ცისემ საკეისრო კვეთის შედეგად შვიდი ბავშვის ნაცვლად ცხრა ბავშვი გააჩინა. ახალშობილები და დედა თავს კარგად გრძნობენ ”, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ქალი, მალის დედაქალაქ ბამაკოს საავადმყოფოში დაკვირვების შემდეგ, მარტის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტის, ბა ნდაუს განკარგულებით, ჰალიმა ცისე მაროკოს კლინიკაში გადაიყვანეს. ახალშობილი ბავშვების დედა 25 წლისაა. რამდენიმე კვირაში ის შვილებთან ერთად მალიში დაბრუნდება. 60 3-ს მოსწონს
|