წარმოგიდგენთ პოლიტიკოსებს, რომლებიც წარსულში საკმაოდ ცნობილი პორნოვარსკვლავები იყვნენ:
1. ჩიჩოლინა
პორნოინდუსტრიის ლეგენდარული წარმომადგენელი პოლიტიკაში უდაოდ ბუდაპეშტელი ილონა შტალერია, ზედმეტსახელად ჩიჩოლინა. 1979 წელს, როდესაც უკვე 40 ზე მეტ პორნოფილმში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, აირჩიეს იტალიის მწვანეთა პარტიის კანდიდატად. 1985 წელს ის რადიკალთა პარტიაში გადავიდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ატომურ ენერგიას, ნატოს და ა. შ. 1991 წელს მონაწილეობდა სიყვარულის პარტიის შექმნაში, რომლის მიზანიც ორდელების ლეგალიზება იყო. 1987-1992 წლებში იტალიის პარლამენტის დეპუტატიც გახლდათ.
ილონა ყოველთვის რადიკალური ხედვების მომხრე იყო. გამოდიოდა ცენზურის გაუქმებისთვის, ბუნებრივი ბეწვის და სიკვდილით დაჯის წინააღმდეგ, სურდა ნარკოტიკების ლეგალიზება და სრული სექსუალური თავისუფლება, მასში შედიოდა სექსი ციხის კედლებში პატიმრებისთვის და რა თქმა უნდა მშვიდობა მთელს მსოფლიოში.
სპარსეთის ყურეში ომამდე ჩიჩოლინამ ირანელ დიქტატორს სადამ ჰუსეინს სექსი შესთავაზა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის სანაცვლოდ, მაგრამ დიქტატორისგან უარი მიიღო. 2006 წელს ასეთივე წინადადება შესთავაზა უსამა ბენ ლადენს, თუმცა აქაც ვერ გაუმართლა.
2. მერი კერი
ამერიკელ პორნოვარსკვლავ მერი კერის 80 ზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2003 წელს თვითრეკლამის მიზნით კალიფორნიის გუბერნატორობაზე იყარა კენჭი და რა თქმა უნდა ერ გავიდა. 3 წლის შემდეგ ქალმა შტატის ლეიტენანტ-გუბერნატორობა მოინდომა, მაგრამ კანდიდატურა მოხსნა, მოჯახური მდგომარეობის“ გამო.
3. სტეფანი გრეგორი კლიფორდი
ამერიკელი პოსროვარსკვლავი ინდუსტრიაში ცნობილია როგორც სტორმი დენიელსი. მონაწილეობა აქვს მიღებული 171 პორნოფილმში და 54 ფილმის რეჟისორიცაა. 2010 წელს თავისი შტატის, ლუიზიანას სენატორობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა დამარცხდა.
4. მოანა პოცი
თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე მოანას მონაწილეობა აქვს მიღებული ასობით პორნოფილმში, ამშვენებდა 50 ზე მეტი ჟურნალის გარეკანს და ბედი პოლიტიკაშიც სცადა, 1992 წელს ცნობილ ჩიჩოლინასთან ერთად დააარსა სიყვარულის პარტია, რომლის მიზანიც ბორდელების ლეგალიზება იყო.
33 წლის ასაკში, 1994 წლის 15 სექტემბერს, მოანა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს განიცდიდა, გარდაიცვალა ღვიძლის კიბოთი - თუმცა ტაბლოიდები ამტკიცებდნენ, რომ სიკვდილი შიდსმა გამოიწვია.
5. მილი დაბრაჩო
მილი იტალიელი პორნომსახიობი და პორნო სტუდიის მფლობელია, მაგრამ ის ასევე ცნობილია თავისი როლებით თეატრში და ტელევიზიაში. 2008 წელს საპარლამენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას იტალიური სოციალისტური პარტიის მხრიდან, თუმცა ვერ გავიდა.
6. სინდი ლი
ფრანგი სტრიპტიზიორი და პორნომსახიობი სინდი ლი (ნამდვილი სახელი იზაბელ ლანჟი) მიჰყვა ჩიჩოლინას და მოანა პოცის მაგალითს და 2001 წელს დააარსა სიამოვნების პარტია, "საფრანგეთის პირველი ჰედონისტური პარტია". მისი პარტიის სახელით, მან ორჯერ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში - 2007 და 2012 წლებში. ხშირად მონაწილეობდა საკუთარი კამპანიის ჩატარებით, ქუჩაში ნახევრად შიშველი არიგებდა ბროშურებს წარწერით “არ შეგეშინდეს იყო განსხვავებული“.
7. ჯოდი მური
მური ავსტრალიელი პორნომსახიობი, სტრიპტიზიორი და მოდელია. მონაწილეობა აქვს მიღებული 90-მდე პორნოფილმში. 2001 წელს წარადგინა საკუთარი კანდიდატურა კვინსლენდის სენატში, მისი პარტია სიგარეტის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. 2004 წელს კი ავსტრალიის სენატში წარადგინა კანდიდატურა.