სხვა ტაილანდელმა ბერმა თვითნაკეთი გილიოტინით, მიმდევრების თვალწინ, თავი მოიკვეთა 2021, 5 მაისი, 9:39 სრულიად საზარელი ამბავი მოხდა 15 აპრილს, ტაილანდის ჩრდილოეთში, პროვინცია ნონგბუალამპრუში. ერთ-ერთი ადგილობრივი მონასტრის წინამძღვარმა თავი მოიკვეთა-ბუდად გარდასახვის იმედით. ყველაფერი სადღესასწაულო გარემოში მოხდა, მლოცველი ბერების წრეში. ოფიციალურმა ბუდისტურმა იერარქებმა უკვე შეაფასეს ბერის ქმედება და მას ბარბაროსობა და სწავლების საშინელი დამახინჯება უწოდეს. ასეთი შემთხვევა პირველი არ არის, მსგავსი "ამაღლებები" ადრეც მომხდარა. დხამაკორნ ვანგპხრეჩა რიტუალისთვის 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. იგი ასკეტად იყო და მთელი ეს დრო მედიტაციებში გაატარა. 15 აპრილს კი, თავის 68-ე დაბადების დღის წინ, ადრე დაგეგმილი რიტუალი განახორციელა. წინამძღვარი ჯერ კიდევ გამთენიამდე ადგა, უკანასკნელი ღმრთისმსახურება ჩაატარა და მონასტრის ეზოსკენ გაემართა, სადაც ინდრას (ღვთაება) თავმოკვეთილი ქანდაკება დგას. იქ ბერს თვითნაკეთი გილიოტინა და მიმდევრების ბრბო ელოდა. მზის პირველ სხივზე, 5სთ. და 19წთ. გილიოტინა დაეშვა და დხამაკორნმა არსებობა შეწყვიტა. გილიოტინაორიოდ სიტყვა ტაძრის ეზოში მდგარ ქანდაკებაზე: ღვთაება გამოსახულია საკუთარი მოკვეთილი თავით ხელში. ინდრა ღიმილით სთავაზობს მას ყველას, მათ შორის ტაძარში მყოფ ბერებს და მომლოცველებს. სინამდვილეში ეს საკმაოდ უცოდველი გამოსახულებაა-ტიპიური აღმოსავლური სწავლების მეტაფორა უნაყოფო სოფისტურ მსჯელობებზე უარყოფისა. მეტაფორა რა თქმა უნდა ლამაზია, მაგრამ ბერმა რაღაც მომენტიდან მისი აღქმა პირდაპირი მნიშვნელობით დაიწყო. მან დაარწმუნა ახალ დოქტრინაში თავისი მოწაფეები და ისინიც დათანხმდნენ "ამაღლებაში"დახმარებოდნენ. ინდრას ქანდაკებარიტუალამდე რამდენიმე თვით ადრე, წინამძღვარმა ბრძანება გასცა, ინდრას სტატუასთან გილიოტინა აღემართათ. აღსანიშნავია, რომ მთელი ეს პერიოდი, ეს სიტუაცია რატომღაც არავის აფიქრებდა. თვითმხილველებმა პოლიციაში განაცხადეს, რომ გილიოტინა ერთმეტრიანი დანის პირით, მოძღვარმა მოქმედებაში თვითონ მოიყვანა: მან პირადად გადაჭრა თოკები, რომელზეც საპირწონე იყო დაკიდული-ორი სათლი ცემენტით. ამის შემდეგ მიმდევრებმა სასწრაფოდ კრემაცია გაუკეთეს სხეულს და ეზო სისხლისგან გაასუფთავეს, ბერის ნაშთები ხის კუბოში მოათავსეს, იქვე მიუჩინეს ადგილი გილიოტინის გასისხლიანებულ დანის პირს. პოლიციამ საკმაოდ სწრაფად შეიტყო მომხდარის შესახებ, მონასტერში ჩხრეკა ჩაატარა და რიტუალის მტკიცებულებებს მიაგნო. თვითნაკეთი გილიოტინის დანის პირიმიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობა ბერის სურვილი იყო, მის მოწაფეებს უსიამოვნო შედეგები ელით. თვითმკვლელობაში თანამონაწილეობა, გვამის დაფარვა და დანაშაულის ადგილის დაზიანება პოლიციის მოსვლამდე, ტაილანდში საკმაოდ სერიოზულ კანონდარღვევად ითვლება. რიტუალის მონაწილეები თავს დამნაშავედ არ თვლიან, ადრე ხომ იყო მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში. ბუდიზმის ისტორიაში არის მტკიცებულებები იმისა, რომ ბერები თვითონ ითხრიდნენ თვალებს, ხტებოდნენ ცეცხლში და სვამდნენ შხამს. ტაილანდის რამდენიმე საეკლესიო იერარქი გამოვიდა განცხადებით, რომ გმობენ დხამაკორნ ვანგპხრეჩას ქმედებას და ირწმუნებიან, რომ მას პოსტფაქტუმ ჩამორთმეული ჰქონდა ბერის სანი. პოლიცია განაგრძობს გამოძიებას. ნახეთ სხვა სტატიებიც:"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება დაკიდული სასახლეები: აზიის იდუმალი ზეციური სასაფლაოები სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.) GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? საზარელი ფაქტები ჰენრი ჰოვარდზე და მისი "სიკვდილის სასტუმრო" (ფულის შოვნის მეთოდები) როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები 857 6-ს მოსწონს
|