საზოგადოებრივი ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები 2021, 2 ივნისი, 16:03 ვიდრე დედამიწის უდიდეს ნაწილში კულტურა ჩაისახებოდა, ასობით და შეიძლება ითქვას, ათასობით წლით ადრე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკვე არსებობდა ნავსადგურები, შენდებოდა მრავალსართულიანი სასახლეები და ვაჭრობა სხვადასხვა ენაზე იწარმოებოდა... ის რამაც ტროა გაანადგურა, ძველი სამყაროს განადგურების ზოგადი სურათის, მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც წარმოუდგენელი აყვავების შემდეგ, ისეთივე წყვდიადმა მოიცვა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო. სამი ათასზე მეტი წლის წინ, ეს რეგიონი განვითარებული, აყვავებული სახელმწიფოების სამყარო იყო: მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე, მიკენური სახელმწიფო პელოპონისზე, ხეთების სამეფო მცირე აზიაში, მესოპოტამია და, რა თქმა უნდა, ეგვიპტე, რომელიც ძველი სამყაროს ოქროს ხანის ნამდვილი განსახიერება იყო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3500 წლის წინ, შენდებოდა სასახლეები, ქალაქებში არსებობდა წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელი. მოსახლეობას განათლების მიღების საშუალება ჰქონდა, განვითარებული იყო ხელოვნება, კულტურა, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. არსებობდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგი და ლითონწარმოება — სპილენძის და კალის შენადნობით ბრინჯაოს მიღება ხდებოდა. ბრინჯაოს ხანა ისტორიული მოვლენით დასრულდა, რომელსაც ისტორიკოსები ბრინჯაოს ხანის კატასტროფას უწოდებენ. ძვ. წ. აღრ. 1200 – 1150 წწ. ქალაქი–სახელმწიფოების ეკონომიკა ჩამოიშალა და რეგიონი ქაოსში ჩაეფლო, შეწყდა საერთაშორისო ვაჭრობა, განადგურდა სავაჭრო გზები, დაიკარგა მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები. მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის ცხოვრების დონე და რაოდენობა — მოხდა მთელი რეგიონის დეპოპულაცია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე «ბნელი ხანა» დადგა, რომელმაც ქვეყნები, განვითარების დონით, უკან, — ენეოლითის ხანაში დააბრუნა. კრიზისის შედეგად განადგურებული ბრინჯაოს ხანის კულტურული ცენტრები
ინფორმაცია, იმ პერიოდის შესახებ, მეტად მწირია. თუმცა, ის რაც არის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა. ძველი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი. «ზღვის ხალხები»
ნახატი ლუქსორის ტაძრის ბარელიეფიდან: ასახულია ეგვიპტელების «ზღვის ხალხებთან» ბრძოლა ტერმინი «ზღვის ხალხები» — ძველეგვიპტურია. ადგილობრივი ჟამთაღმწერები ასე ეძახდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც მეკობრეობას ეწეოდნენ: აყაჩაღებდნენ პორტებს და გემებს, ნადავლის მოსაპოვებლად, ესეოდნენ ქალაქებს და ადამიანებსაც კი იტაცებდნენ. ასე, რომ, რეგიონში ნორმალური ცხოვრების რიტმი დასრულდა, ვაჭრობის შეწყვეტა, უარყოფითად აისახა კალის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებელი იყო ბრინჯაოს საწარმოებლად. მკვეთრად გაიზარდა ფასები საბრძოლო და შრომის იარაღებზე, ჩამოიშალა ეკონომიკა. ასეთი იყო მიკენური იარაღი და ჭურჭელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის განადგურებამდე კატასტროფის შემდეგ
კოსმეტიკის კონტეინერი უგარითიდან (ქ. თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე), ძვ. წ. აღრ. XIII ს. ეგვიპტე ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც დაცემის შემდეგ, აღორძინება შეძლო. იშვიათი გამონაკლისი, ბნელი ხანის სამწუხარო სურათიდან, კვიპროსიც იყო, რომელმაც, მართალია, რამდენიმე ქალაქი დაკარგა, მაგრამ შედარებით ნაკლებად დაზარალდა და განვითარებაც კი შეძლო. მეცნიერები ვარაუდით, ამის მიზეზი, კუნძულზე «ზღვის ხალხების» მთავარი ბაზის არსებობა იყო.ილიადას ხელნაწერი, ახ. წ. აღრ. V ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო დაცემის ფონზე, რკინის გამოდნობის ტექნოლოგიები ვითარდებოდა და იმ დროისთვის, როდესაც კრიზისი დასრულდა, კულტურის აღორძინება, თითქმის ნულიდან დაიწყო. ხოლო, ელინისტური პერიოდის დაწყებამდე და ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულ ასპარეზზე გამოჩენამდე, დაახლოებით, 5 საუკუნე რჩებოდა... არხის სხვა სიახლეები:1. აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო) 6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი 817 5-ს მოსწონს
|