x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ ააყვავა და გაანადგურა ერთმა კაშხალმა დიდებული იმპერია და «საკმეველის გზა»

იემენში, ქ. მარიბის სიახლოვეს, ერთ დროს, გრანდიოზული კაშხლის ნანგრევები მდებარეობს. მეცნიერების აზრით, მარიბის კაშხალი ძველი მსოფლიოს ნამდვილ საინჟინრო საოცრებას წარმოადგენდა. ის თითქმის კილომეტრზე იყო გადაჭიმული და თავისი ეპოქის, ყველაზე დიდ კაშხლად ითვლებოდა. ამ გრანდიოზულმა ნაგებობამ მკვდარი უდაბნო ულამაზეს ოაზისად გარდაქმნა, ხოლო ქვიშაში ჩაკარგული სამეფო ააყვავა და იმდენად სახელოვანი გახადა, რომ მისმა სახელმა და დიდებამ ჩვენამდე მოაღწია.


image


უდიდესი კაშხალი, მარიბის ირგვლივ, 100 კვ. კილომეტრზე მეტი ქვიშიანი ნიადაგის მორწყვის საშუალებას იძლეოდა. მარიბი, იმ დროს, სამხრეთ არაბეთში ყველაზე დიდი ქალაქი და დიდებულ საბის სამეფოს (ძვ. წ. აღრ. II ათასწლეული – ახ. წ. აღრ. III ს.) დედაქალაქი იყი, რომელიც თანამედროვე ეთიოპიის და იემენის ტერიტორიას მოიცავდა. ისტორიკოსები მას «ცივილიზაციის აკვანს» უწოდებენ. ძველი წ. აღრ. VII ს–ში, დედაქალაქის მახლობლად, ძველი წყალშემკრების ადგილზე, უზარმაზარი კაშხლის მშენებლობა დაიწყო, რომელიც შემდგომში, უდიდეს ჰიდროტექნიკურ კომპლექსად იქცა, რომელიც რამდენიმე ასეული რაბისგან (შლუზი, კარიბჭე) და მრავალრიცხოვანი არხებისგან შედგებოდა. ამ ნაგებობის წყალობით, საბის სამეფო, ძველი მსოფლიოს, ყველაზე მდიდარი და დიდებული იმპერია და რეგიონის სავაჭრო ცენტრი გახდა.


საბის სამეფო


როგირც უკვე აღვნიშნეთ, ქალაქი მარიბი საბის სამეფოს დედაქალაქი იყო. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ ქვეყნის დედოფალი ჩავიდა მეფე სოლომონის გასაცნობად იერუსალიმში. ბიბლიაში მოთხრობილია ისტორია იმის შესახებ, რომ ქალმა, სიბრძნით სახელგანთქმულ მეფეს მთელი ქარავანი უძვირფასესი საჩუქრები ჩაუტანა, რომელთა შორის იყო ოქრო, იმ დროს, უძვირფასესი სანელებლები და ზეთები.

imageგადმოცემის თანახმად, დედოფალმა მეფე სოლომონი გამოცანებით გამოსცადა, იმაში დასარწმუნებლად, რომ ის მართლაც ისეთი ბრძენი იყო, როგორც ხმა დადიოდა. მეფემ ყველა გამოცანა გამოიცნო, დედოფალს არაერთი რჩევაც მისცა და ყველაფერი აუხსნა, რაც მას აღელვებდა და მოსვენებას არ აძლევდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდის წყაროებში, საბის დედოფლის შესახებ, სხვა ინფორმაცია არ იძებნება. მოგვიანებით, ის რამდენჯერმეა ნახსენები არაბულ ტექსტებში და ეთიოპიურ ლეგენდებში. თუმცა, ერთის თქმა მაინც შეიძლება: ზემოთ ხსენებული, ესოდენ მდიდრული ძღვენი, სავსებით შეესაბამებოდა საბის უმდიდრეს იმპერიას.


image


სანელებლების იმპერია


საბის სამეფო ზღაპრულად მდიდარი «სანელებლების გზის» წყალობით გახდა. სავაჭრო გზა სამხრეთ არაბეთში გადიოდა და ღაზას პორტში სრულდებოდა. ის ასევე ცნობილი იყო, «საკმეველის გზს» სახელით. იმ პერიოდში, მარიბი ერთ–ერთი პუნქტი იყო, სადაც ვაჭრები დასასვენებლად და საქონლის გასაცვლელად ჩერდებოდნენ.

imageქალაქი ბაზარზე მონოპოლისტი იყო, ძველი სამყაროს, ორ მეტად ძვირფას და იშვიათ პროდუქტზე — არომატული საკმეველი (ძვ. ბერძ λήδανον, λάδανον ლადანონი) და მური (ბერძ, myron) რეგიონში მხოლოდ იქ იწარმოებოდა. მას ადგილობრივები მცენარეების წვენისგან იღებდნენ. აღნიშნულ ნივთიერებების ძველად, ფართოდ იყენებდნენ როგორც რიტუალებში, ისე სამედიცინო მიზნებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე, რომლიდანაც საკმეველი მიიღებოდა, გვალვაგამძლე იყო, გამუდმებით მოვლას საჭიროებდა და ფინიკის პალმასთან ერთად, ეს სასოფლო–სამეურნეო კულტურა, საბის სამეფოს ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა. ხოლო, უდაბნოში სოფლის მეურნეობის განვითარება, მხოლოდ რთული ირიგაციული სისტემის შექმნით მოხდა, რომლის ცენტრალურ ნაგებობას მარიბის კაშხალი წარმოადგენდა.

შემონახული მონაცემების თანახმად, კაშხლის სიმაღლე 15 მეტრი, ხოლო სიგრძე – თითქმის, კილომეტრი იყო. თავდაპირველად, როდესაც ის ააგეს (ძვ. წ. აღრ. 1750–1700 წწ.), ასეთი მასიური და შთამბეჭდავი არ ყოფილა. მისი რეკონსტრუქცია ძვ. წ. აღრ. VII ს–ში განხორციელდა და მას, იმ პერიოდში, უდიდესი ქვის და კირქვის საყრდენები ჰქონდა, რომელიც მთელი პერიმეტრის გასწვრივ, ქვის კედელს იჭერდა. აღნიშნული საყრდენები დღემდეა შემონახული.



დიდებული იმპერიის დაცემა


მარიბის პლატინას ფუნქციონირებას, საუკუნეების მანძილზე, საბის სამეფოს არაერთი თაობა უზრუნველყოფდა. მოგვიანებით, მასზე ჰიმიარიტების (სახელმწიფო თანამედროვე იემენის ტერიტორიაზე) მეფე ზრუნავდა. ჰიმიარიტებმაც ჩაუტარეს კაშხალს რეკონსტრუქცია, — მისი სიმაღლე გაზარდეს და სარწყავი ქსელი გააფართოვეს...

imageთუმცა, დროთა განმავლობაში, ნაგებობამ ნგრევა დაიწყო. ხოლო საინჟინრო ცოდნა და ჰიდროტექნოლოგიური მეთოდები, რომლითაც საბის სამეფო იყო განთქმული, დავიწყებას მიეცა. კაშხლის სათანადო მდგომარეობაში შენარუნება, სულ უფრო და უფრო გართულდა... და საბოლოოდ, მარიბის კაშხალი 570 წელს ჩამოიქცა.

ისტორიკოსები, მომხდარის მიზეზთან დაკავშირებით, დღემდე ვერ თანხმდებიან. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფრის მიზეზი ძლიერი წვიმები იყო, სხვების აზრით — კაშხალი მიწის ძვრის დროს იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა.

აგროქსელის გაქრობიდან სულ მალე, რეგიონის ეკონომიკა დაეცა, ხოლო ვაჭრებმა «საკმეველის გზა» მიივიწყეს...

დღეს მარიბში მხოლოდ ხორბალი მოჰყავთ, წვიმების სეზონზე კი – სორგო, სეზამი და იონჯა, რომელითაც ცხოველებს კვებავენ. ძველი ქალაქი მეტწილად დანგრეულია. ხოლო, თანამედროვე ქალაქი, რომლიც მის სიახლოვეს აშენდა, ძველი მარიბის მხოლოდ ჩრდილს და ოდესღაც აყვავებული უმდიდრესი იმპერიის სუსტ ექოს წარმოადგენს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო)
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ
3. მარად ახალგაზრდა ზოდიაქოს ნიშნები — ასტროლოგიური დუჟინის 5 წარმომადგენელი, რომელზეც დრო არ მოქმედებს
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. ბელადის მეუღლე, თუ რევოლუციის რუხი კარდინალი. მოწამლა, თუ არა, სტალინმა ლენინის ქვრივი

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

0
1172
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0