სხვა არა, ეს არ არის ატრაქციონი! ეს ხიდია იაპონიაში 2021, 30 აპრილი, 18:00 თუ გიოცნებიათ ოდესმე დამჯდარიყავით ატრაქციონზე, მაგრამ ვერ ბედავდით, მაშინ შეიძლება იაპონიაში მდებარე ეს ხიდი Eshima Ohashi იყოს თქვენი შანსი. მართალია ხიდი ნამდვილად არ არის ატრაქციონი, მაგრამ მასზე გავლა ყველაზე თავდაჯერებული მძღოლებისთვისაც კი შიშის მომგვრელია. ეშიმა ოჰაშის ხიდი, რომელიც აკავშირებს ქალაქ მაცუეს და საკაიმინოტოს, სიგრძით დაახლოებით 1.7 კმ-ია, სიგანე 11.3 მ., ხოლო სიმაღლე 44 მეტრი. მშენებლობა დაიწყო 1997 წელს და დასრულდა 2004 წელს. ეს არის სიდიდით მესამე კონსტრუქციული ხიდი მსოფლიოში. შორიდან, ისე ჩანს, ხიდზე ასვლა შეუძლებელია და გეგონება სადაცაა ავტომობილები გადმოცვივდებიან ამ ციცაბოდან. ეს საოცარი სიმაღლე, რაც ასე უჩვეულოს ხდის ხიდს, საშუალებას აძლევს დიდ გემებს ქვეშ გაიარონ. მიუხედავად იმისა, რომ საშიშად გამოიყურება, ეშიმა ოჰაშის ხიდი საკმაოდ უსაფრთხოა. სინამდვილეში, ეს ყველაფერი პერსპექტივას ეხება - ზემოთ მოცემული სურათები საკმაოდ საშიშია, მაგრამ განსხვავებული კუთხით დანახვისას ის ჩვეულებრივი ხიდია შედარებით ციცაბო დახრილობით. სინამდვილეში, სწორედ ასეთი დახრილობისაა. 167 შეფასება არ არის
|