შოუბიზნესი ვინ ვისი ფანია! 5 ვარსკვლავი, რომელსაც მათივე კოლეგები აღმერთებენ 2021, 29 აპრილი, 15:45 რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავებს საყვარელი მსახიობები და მომღერლები მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლებს შორისაც ჰყავთ, რასაც არც მალავენ კიდეც. პირიქით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საკმაოდ გულწრფელად და ღიად საუბრობენ და საკუთარი კერპებისგან არც ავტოგრაფების აღებაზე ამბობენ უარს. დღეს, გადავწყვიტე მოგიყვეთ სწორედ იმ ცნობილი სელებრითების შესახებ, რომლებსაც მათივე ვარსკვლავური კოლეგები საჯაროდ აღმერთებენ. მარცხნივ წარმოდგენილი არიან ვარსკვლავები რომლებსაც ეთაყვანებიან, ხოლო მარჯვნივ კი - მათი ვარსკვლავური ფანები.ქეით მოსი და კარა დელევინი28 წლის ცნობილმა ბრიტანელმა მოდელმა კარა დელევინმა აღიარა რომ მისთვის - ქეით მოსი ნამდვილ მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს, მისი თქმით, მას ძალიან ახარებს ის ფაქტი როდესაც მას ამ ლეგენდარულ ტოპ - მოდელს ადარებენ.ოლივია უაილდი და მეგან ფოქსი"ტრანსფორმერების" ვარსკვლვმა ერთ - ერთ ინტერვიუში გულწრფელად აღიარა, რომ ის თავისი კოლეგა ოლივია უაილდის ნამდვილი ფანია. მეგანის თქმით, ოლივია საოცრად სექსუალური და მიმზიდველია.მადონა და ბრიტნი სპირსივფიქრობ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ბრიტნი თავისი ვარსკვლავური მენტორის, მადონას ერთგული ფანია. პოპ - ვარსკვლავი ლეგენდარული მომღერლის შემოქმედებას არა მხოლოდ აღმერთებს, არამედ მას პროფესიული რჩევისთვის დღემდე მიმართავს.ტომ ფელტონი და ემა უოტსონიმსახიობები პირველად ერთმანეთს ფილმ "ჰარი პოტერის" გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. მართალია ფილმში მათ პერსონაჟებს ერთმანეთი დასანახავად სძულდათ, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით მოხდა - უოტსონი ფელტონის თამაშით აღფრთოვანებული იყო, გარდა ამისა "დრაკო მალფოის" როლის შემსრულებელი ფილმში მონაწილე ყველა გოგონაზე ასაკით უფროსი გახლდათ, რაც მათში დამატებით კიდევ უფრო განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა.კიმ კარდაშიანი და ქეით მიდლტონიდა ალბათ, ეს ყველაზე უცნაური წყვილია ამ წარმოდგენილ სიაში, როგორც აღმოჩნდა, ჰერცოგინია კარდაშიანების ოჯახის ნამდვილი ფანია, რომელიც მათ სკანდალურ სატელევიზიო შოუსაც თვალს დიდი გულისყურით ადევნებდა, რისთვისაც მას მეუღლეც კი დასცინოდა, თუმცა ეს კემბრიჯის ჰერცოგინიას სულაც არ ანაღვლებდა, ქეითი კარდაშიანების ოჯახით აღფრთოვანებას დღემდე ვერ მალავს.153 შეფასება არ არის |