კულტურა
გასაოცარი ფაქტი ამერიკის შესახებ, რომლებიც თვითონ ამერიკელებმაც კი არ იციან
2021, 29 აპრილი, 11:01
წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს აშშ-ს შესახებ, რომლებიც მთლიანად სტატისტიკაზეა აგებული და მათ შესახებ თვითონ ამერიკელებმაც არ იციან:
1. სამიდან ერთი ამერიკელი აუცილებლად ჭარბწონიანია.
2. ამერიკაში 8 ადამიანიდან ერთს მაინც უმუშავია მაკდონალდსის ქსელში;
3. ცნობილ Apple-ს იმაზე მეტი ფული აქვს, ვიდრე აშშ-ს ხაზინას;
4. მონტანაში ძროხების და ადამიანების თანაფარდობა სამი ერთთანაა;
5. 1 ამერიკელი იმდენივე რესურსს იყენებს, რამდენსაც 32 კენიელი ერთად;
6. ზოგიერთი სპორტსმენი ამერიკის კოლეჯიდან შოუბიზნესის წარმომადგენელივით ცნობილია. რეალურად კი ისინი მხოლოდ სტუდენტები არიან, რომლებიც უნივერსიტეტების სპორტულ შეჯიბრებებში იღებენ მონაწილეობას;
7. იმისდა მიუხედავად, რომ აშშ-ს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინგლისურად საუბრობს, მათ მაინც არ აქვთ სახელმწიფო ენა.
8. ამერიკელების 25 %-ს რეინკარნაციის სჯერა.
9. სიგარეტის მოწევა არასრულწლოვანებისთვის კანონიერად ნებადართულია. აკრძალულია მხოლოდ სიგარეტის მიყიდვა არასრულწლოვანებისთვის;
10. ექიმის მიერ დაშვებული შეცდომები ამერიკაში რიგით მეექვსე ადგილზეა სიკვდილიანობის მიზეზით;
11. ვირჯინიას შტატში ყველაზე მეტი მომავალი პრეზიდენტია დაბადებული;
12. ამერიკელების 27%-ს სჯერა რომ მთვარეზე აშშ-დან ფეხი არავის დაუდგამს;
13. თუკი ჯიბეში მხოლოდ 10 დოლარი გაქვთ და სხვისი ვალი არ გმართებთ, მასინ გილოცავთ, თქვენ ამერიკლების 25%-ზე მდიდარი ხართ;
14. ყოველდღიურად აშშ-ში 404 687 კვ.მ სიგრძის პიცა იყიდება;
15. ამერიკელები საშუალოდ სიცოცხლის 4.4 წელს ხარჯავენ თითოეულ სამუშაოზე;
16. აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა ინახავს არა მხოლოდ ისტორიულ წიგნებს, არამედ გამოქვეყნებულ თვითებსაც კი;
17. მშრალი კანონის პერიოდში ამერიკის მთავრობამ ლუდის მოწამვლა დაიწყო, რამაც ათასობით ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა;
18. აშშ-ში დაბადებული ბავშვების 40% მარტოხელა დედებს უჩნდებათ;
19. ყოველდღიურად ამერიკელები 2 მილიონამდე ქათამს ჭამენ;
20. აშშ-ში სახელმწიფო დროშის დანახვა თითქმის ყველგან შეიძლება;