შოუბიზნესი წონაში მომატებული სელენა გომესი და მომღერლის კომენტარი "კრიტიკოსებს" მის ზედმეტ კილოგრამებზე 2021, 23 აპრილი, 12:53 სელენა გომესის ბოლოდროინდელმა პაპარაცულმა ფოტოებმა, რომლებზეც ამერიკელი მომღერალი სიდნეიში შვებულების დროს არის აღბეჭდილი, ინტერნეტქსელში ნამდვილი ბუმი გამოიწვია. თანამედროვების ერთ-ერთმა პოპულარულმა ვარსკვლავმა წონაში საგრძნობლად მოიმატა, რასაც ხაზს მისი საცურაო კოსტიუმიც უსვამდა.პაპარაცებმა სელენა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ლოს-ანჯელესში კვლავ დააფიქსურეს, რომელიც თეთრ მაისურსა და მაღალი ჭრილის, გრძელ, წითელ ქვედაბალოში იყო გამოწყობილი, რომელიც ვარსკვლავის სხეულს მთლიანად აშიშვლებდა, ზედმეტი კილოგრამების მიუხედავად უნდა აღინიშნოს რომ პოპ - ვარსკვალავი მართლაც იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, სელებრითმა მისი ზედმეტი კილოგრამებით მეტისმეტად შეშფოთებული "კეთილისმსურველების" მორიგ კრიტიკაზე მათ საკმოდ მკაცრად უპასუხა, რომ სრულყოფილი სხეული არავის აქვს, და დროა ამას როგორც კაცები, ასევე ქალებიც შეეგუონ.4676 შეფასება არ არის |