x
image
ნინო ხიმშიაშვილი
კბილების გათეთრების 5 უმარტივესი ხერხი, სახლის პირობებში
image


ყველას გვიყვარს ლამაზი ღიმილი და ქათქათა კბილები. თუმცა ისიც ვიცით, რომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, გამორეცხვა, ძაფით გაწმენდა, რომ არ გაჩნდეს ქვები და ნადები. და მაინც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან კარგად უვლიდეთ კბილებს შეიძლება მათ ყვითელი ფერი დაჰკრავდეთ.


აქ არის რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის ცდაც ნამდვილად ღირს:





1. მარწყვი და პომიდორი

image


პომიდორიც და მარწყვიც მდიდარია С ვიტამინით. დაჭერით წვრილად. აურიეთ ერთმანეთში და მიღებული რბილობი წაისვით კბილებზე. გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოივლეთ.

დაჭერით რომელიმე მათგანი, გააკეთეთ რბილობი და წაისვით კბილებზე. დატოვეთ 5 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ პირი.




2. საცხობი სოდა და მარილი

image


1 ს/კ საცხობ სოდაში შეურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი მარილი, ამ ნარევის ცოტაოდენი ნაწილი წაუსვით ჯაგრისზე და ასე გამოიხეხეთ კბილები. მეორე ვარიანტითაც შეგიძლიათ მისი გამოყენება - ნარევი კბილის პასტაში შეურიეთ. ამ მეთოდით კბილები კვირაში მხოლოდ ერჯერ გამოიწმინდეთ, რადგან სოდის ხშირმა გამოყენებამ შეიძლება ემალი დააზიანოს.





3. ფორთოხლის კანიimage


ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, გარდა ცედრასი, კიდევ რა შეიძლება ფორთოხლის კანისგან გააკეთოთ?

ციტრუსს ზოგადად კარგად შეუძლია ლაქების მოცილება, რადგან ისინი მჟავეებს შეიცავენ.

შეგიძლიათ ქერქი პირდაპირ კბილებს წაუსვათ 2-3 წუთის განმავლობაში ან პასტას შეურიოთ.

რომელიც არ უნდა აირჩიოთ შემდეგ თბილი წყლით გამოივლეთ პირი და სურვილის შემთხვევაში გაიმორეთ კვირაში 2-3-ჯერ.






4. მიხაკი

image


ამ სანელებელს დიდი ხანია იყენებენ კბილის ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებად. ის ასევე ებრძვის თქვენს პირში არსებულ მიკრობებს. მიხაკი ფხვიერად აქციეთ, (ან იპოვნეთ მზა ფხვნილი), დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი და ასე გამოიხეხეთ.

ასევე შეგიძლიათ დაღეჭოთ იხაკი სუნის შესამცირებლად და ბაქტერიების გასანადგურებლად. სცადეთ ჩვეულებრივი საღეჭი რეზინის ნაცვლად.






5. სეზამის მარცვლები

image


სეზამის მარცვლები მრავალი თვალსაზრისით შესანიშნავია: სალათის სუნელისთვის. ან კბილის ქარის მოსაშორებლად. ისინი ბუნებრივი სკრაბის როლს ასრულებენ და კბილებს ერთდროულად კურნავენ და წმენდენ.


მისი გამოყენება ასე შეგიძლიათ აიღეთ ერთი სუფრი კოვზი მარცვლები და მთლიანად დაღეჭეთ ერთდროულად, ისე რომ არ გადაყლაპოთ და შემდეგ გაიხეხეთ კბილები. გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ.





0
391
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0