x
image
თორ ნიკე
Mediator image
რა ხდება შავ ხვრელში?
რა ხდება შავ ხვრელში?


შავი ხვრელი არის კოსმოსის ის რეგიონი, სადაც გრავიტაცია ახდენს ყველაფრის ისეთ უზარმაზარ მიზიდვას და ჩათრევას, შესრუტვას, რომ ამ ძალას ვერაფერი გაექცევა, ვერც ბგერა, ვერც სინათლე, ვერანაირი სიგნალი მას თავს ვერ დააღწევს. შავ ხვრელში აღმოჩენილს, ვეღარაფერს შეუძლია იქიდან ამოსვლა და კვლავ ჩვეულებრივ კოსმოსურ დრო-სივრცეში დაბრუნება. ჩვენ არ გვეცოდინება რა ხდება შავ ხვრელში თუ იქ პირდაპირ არ ჩავალთ, მაგრამ მაგ შემთხვევაში რომც გადავრჩეთ, მაინც არ გვექნება შესაძლებლობა იმისა, რომ უკან დავბრუნდეთ ან რაიმე სიგნალის გამოგზავნით შავი ხვრელის გარეთ დარჩენილებს შევატყობინოთ თუ რა ხდება იქ. 1970-იან წლებში ფიზიკოსებმა სტეფან ჰოკინგმა და ჯეიქობ ბეკენშტაინმა დაამტკიცეს, რომ შავი ხვრელები ასხივებენ გარკვეული სახის გამოსხივებას და ძალიან დიდი დროის განმავლობაში ნელ-ნელა ორთქლდებიან. როგორც ჩანს, შავი ხვრელის აორთქლების ფაქტი არღვევს კვანტური მექანიკის კანონებს, რამდენადაც ეს დღევანდელ მეცნიერებას ესმის. დავუშვათ ხვრელი, გარკვეული სტრუქტურის (სტრუქტურა კი ინფორმაციის მატარებელია) რაიმე ობიექტს შთანთქავს. შავი ხვრელი ამ შთანთქმულ ობიექტს აქცევს სითბურ გამოსხივებად, რომელიც არანაირი ინფორმაციის მატარებელი აღარ არის. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია ქრება, რაც ეწინააღმდეგება კვანტური მექანიკის პოსტულატებს.


რა ხდება შავ ხვრელში?


შავ ხვრელში კვანტური ინფორმაციის დაკარგვას მეცნიერები "ინფორმაციის პარადოქსს" უწოდებენ და ეს საკითხი ისევ გადაუწყვეტელი რჩება. ფიზიკოსებს ამ ყოველივეს ასახსნელად სხვადასხვა ჰიპოთეზა მოუვიდათ აზრად, მაგრამ ყველა მათგანი ჯერჯერობით საკამათოა. ნათელია მხოლოდ ის, რომ მოვლენათა ჰორიზონტზე, რაც წარმოადგენს შავი ხვრელის გარშემოწერილობას, მის გარე საზღვარს, მოქმედებს როგორც ზოგადი ფარდობითობა, ასევე კვანტური მექანიკა. ხოლო ეს ორი თეორია ჯერჯერობით ურთიერთშეთანხმებული ვერ არის და არსებობს ასპექტები, სადაც ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა როგორღაც ხელს ართმევს ერთმანეთს შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტზე. ეს საინტერესო პერსპექტივაა.



რა ხდება შავ ხვრელში?


სამომავლო კვლევის იმედს იძლევა რადიო ტელესკოპი, რომლის დასახელებაც არის "მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპი" და რომელიც არის ერთგვარი ელექტრონული კავშირი ათეულობით ტელესკოპისა, რომელიც გაბნეულია მთელი დედამიწის მასშტაბით კალიფორნიიდან არიზონამდე, ჰავაიდან ჩილემდე და ესპანეთიდან ანტარქტიდამდე.ის აკვირდება სუპერმასიურ შავ ხვრელს, რომელიც მდებარეობს ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ცენტრში. ასტრონომები ელიან, რომ ტელესკოპების ეს დიდი სისტემა მიიღებს მიიღებს დეტალურ სურათს გამოსხივებაზე, რომელსაც აირი და მტვერი გამოყოფს ბოლო მომენტებში, სანამ გადაკვეთენ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტს. შესაძლოა ამ პროცესების შესწავლამ მოჰფინოს მეტი ნათელი მოვლენათა ჰორიზონტის ეგზოტიკურ, განსხვავებულ ფიზიკას. (იხ. წყარო)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
445
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
445
  
2021, 22 აპრილი, 5:50
4. What’s Inside a Black Hole?
Black holes are regions of space in which gravity exerts such an enormous pull that nothing — not light or any other signal of any kind — can escape. Since nothing can get out, it’s as if the inside of every black hole is permanently “pinched off” from the rest of the universe.
“We have no idea what goes on inside a black hole — unless we’re willing to jump into one,” says Starkman. Even then, you’d have no way to get out to tell anyone what you’d found — or even to send a message.
In the 1970s, physicists Stephen Hawking and the late Jacob Bekenstein showed that black holes emit a form of radiation and slowly “evaporate” as they do. Unfortunately, black hole evaporation seems to violate the rules of quantum mechanics, which means that something’s got to give way. (The details are quite technical, but they involve the loss of “quantum information”; physicists call it the “information paradox.”)
Physicists have come up with various ideas to explain this puzzle. All are controversial. The real problem is that, at the “event horizon” — the outer boundary of a black hole — both general relativity and quantum mechanics come into play. And so far at least, these two theories are irreconcilable.
“It’s possible that quantum mechanics and general relativity somehow ‘shake hands’ at the event horizon, and work in a different way than here on Earth,” Starkman says. “That’s an exciting prospect.”
Our best bet is probably to study the region immediately outside the event horizon. That’s where a radio telescope array known as the Event Horizon Telescope comes in. The EHT is a sort of electronic hookup of dozens of telescopes around the world — from California, Arizona, and Hawaii to Chile, Spain, and Antarctica.
An enhanced version of the EHT will soon start collecting data. Its first target will be a “supermassive” black hole at the center of our galaxy. Astronomers expect the EHT to yield a detailed picture of the radiation emitted by gas and dust
0 1 1