საბუნებისმეტყველო შავი ხვრელების ისტორია 2018, 15 აგვისტო, 8:08 ![]() შავი ხვრელი ამ სამყაროში ყველაზე ამოუცნობი და დამაინტრიგებელი ობიექტია. მის წარმოსაქმნელად საჭიროა, რომ სულ ცოტა ჩვენს ვარსკვლავზე - მზეზე, 3-ჯერ უფრო მასიური (წონიანი) ვარსკვლავი აფეთქდეს. შავი ხვრელების იდეა პირველად ფრანგმა მათემატიკოსმა - პიერ-სიმონ ლაპლასმა (1749-1827 წწ.) წამოაყენა. ის კოსმოსური სიჩქარეების კვლევით იყო დაკავებული. ![]() ![]() 1915 წელს აინშტაინის მიერ გამოქვეყნებული ზოგადი ფარდობითობის თეორია წინასწარმეტყველებდა, რომ გრავიტაციას სინათლის გამრუდება შეუძლია. გერმანელმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა კარლ შვარცშილდმა აინშტაინის განტოლებებით გამოთვალა, რომ ნებისმიერი მასის (წონის) ობიექტს უნდა ჰქონდეს კონკრეტული რადიუსი, რომლიდანაც თვით სინათლეც კი თავს ვერ დააღწევს. ვინაიდან ამ ობიექტისგან სინათლეც კი ვერ აღწევს თავს, მაშასადამე ის მუდამ უხილავი დარჩება ჩვენთვის, გარე დამკვირვებელი თვალისთვის. შავი ხვრელის რეალურად სამყაროში არსებობას, როგორც ობიექტისას, თვით აინშტაინიც კი არ უშვებდა, შავი ხვრელები მხოლოდ თეორიული კონცეფცია გახლდათ და მის რეალურად არსებობას თითქმის არავინ განიხილავდა, სანამ... რაკეტა Aerobee არ გაუშვეს კოსმოსში. მისი მიზანი იყო დაეფიქსირებინა მთვარიდან წამოსული რენტგენის სხივები. ![]() მან არა მხოლოდ მთელ ცაზე შენიშნა ფონური ნათება, არამედ დააფიქსირა წერტილი, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო. მორიელის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ამ წყაროს Cygnus X-1 შეარქვეს, ეს იყო რენტგენული გამოსხივების პირველი წყარო, რაც კი ოდესმე დაგვეფიქსირებინა. ასეთი ინტენსივობის სხივების გამოცემას სხვა ვერაფერი შეძლებდა, თუ არა მცირე ზომის და ძალიან დიდი მასის მქონე ობიექტი. დღეს უკვე ვიცით, რომ ისინი ბევრნი არიან, ტრილიონობით. მიჩნეულია, რომ თითქმის ყველა გალაქტიკის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, რომელთაგან თითოეულის მასა რამდენიმე მილიონ, ზოგჯერ კი რამდენიმე მილიარდ მზის მასას უტოლდება. სტატიის ავტორი: თორნიკე ფხალაძე წყარო: ქართული სამეცნიერო ფეისბუქგვერდი "Pale Blue Dot" 417 4-ს მოსწონს |
"და მაინც, რა არის შავი ხვრელის შიგნით? ჩვენი განტოლებები გვეუბნება რა არის შავი ხვრელის შიგნით, მაგრამ ეს არასდროს გამოგვიცდია ექსპერიმენტულად. განტოლებები გვეუბნება, რომ შავ ხვრელში სრულიად ახალი სივრცე-დრო შეიძლება გაიხსნას - ამ სამყაროს მომავალი ისტორია. ამ მსჯელობას რომ გავყვეთ, ჩვენ, ამ სამყაროში, შეიძლება ვიყოთ სხვა სამყაროში მდებარე ერთ-ერთი შავი ხვრელის მეორე მხარე. ასე რომ, ეს არის ჩვენი განტოლებების ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი." - ნილ დეგრას ტაისონი, 2023 წელი. ინტერვიუ პირს ბროსნანთან.