x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა არის ბნელი ენერგია?
რა არის ბნელი ენერგია?


მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებმა ცხადყო, რომ შორეული გალაქტიკები არა მხოლოდ შორდებიან ჩვენს გალაქტიკას, ირმის ნახტომს, არამედ ისინი უფრო და უფრო დაჩქარებული ტემპით გვშორდებიან ჩვენც და ერთმანეთსაც. ეს ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა და მას შემდეგ მეცნიერები ამ ფენომენის ახსნას ცდილობენ. რა სახის იდუმალი ძალა აძლევს გალაქტიკებს ამხელა დამატებით ბიძგს? არავინ იცის და ამის გამო, აღნიშნულ ძალას "ბნელ ენერგიას" უწოდებენ და ისევე, როგორც ბნელი მატერიის შემთხვევაში, აინშტაინი ამ ამბავშიც მთავარ როლს ასრულებს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერები თვლიდნენ, რომ სამყარო სტატიკური იყო, რომ თითოეული გალკაქტიკა მეზობელ გალაქტიკებთან მიმართებით საშუალოდ მაინც ერთსა და იმავე მანძილის დაშორებით რჩებოდა ყოველთვის, მილიონობით წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადი ფარდობითობის განტოლების მიხედვით, სამყარო ყოველთვის უნდა ფართოვდებოდეს ან იკუმშებოდეს. ეს აზრი აინშტაინს არადამაკმაყოფილებლად მიაჩნდა და თავის თეორიას დაუმატა ერთი განსაკუთრებული ფაქტორი, რომელსაც მან უწოდა "კოსმოლოგიური მუდმივა".


რა არის ბნელი ენერგია?



რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც მე-20 საუკუნის ბოლოს ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ სამყარო ფართოვდება, როგორც აღმოჩნდა, აინშტაინის ეს ფაქტორი აღარ იყო საჭირო. ახლა კი, როდესაც ვიცით, რომ სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება ერთი სიჩქარით, არამედ სინამდვილეში ის ფართოვდება აჩქარებულად, უფრო და უფრო სწრაფად, ახლა შეიძლება სამეცნიერო მსჯელობის სივრცეში კვლავ დაბრუნდეს ზემოთხსენებული აინშტაინის შემოტანილი კოსმოლოგიური მუდმივას ფაქტორი.

როგორიც არ უნდა იყოს მისი ბუნება, აღსანიშნავია ერთი რამ - ბნელი ენერგია კიდევ უფრო მეტ როლს ასრულებს კოსმოსურ ევოლუციაში, ვიდრე ბნელი მატერია. ბნელი ენერგია წარმოადგენს ხილული სამყაროს მთელი ენერგიის ორ მესამედზე მეტს, დაახლოებით 68%-ს. ეს ორივე - ბნელი მატერია და ბნელი ენერგია დღევანდელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის დიდ საიდუმლოდ და გაურკვეველ, ამავე დროს უმნიშვნელოვანეს ფაქტორებად რჩება. (იხ. წყარო)


კრებულები:

1. პროტო-ქართული ხალხები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო - ნაწილი მეორე

6. რელიგია

7. პარანორმალი

8. სხვადასხვა

9. მეცნიერება

10. მეცნიერება - ნაწილი მეორე

11. მეცნიერება - ნაწილი მესამე

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
104
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
104
  
2021, 21 აპრილი, 22:17
მოკლეედ, თორნიკე ინტერმედიის მეგობრებს არ წყალობს, არავის სტატია არ აინტერესებს. მაგრამჩვენ ვიქნებით ამჯერადაც სულგრძლები.
2021, 21 აპრილი, 19:52
What is Dark Energy?
In the 1990s, data from the Hubble Space Telescope revealed that distant galaxies aren’t just moving away from our home galaxy, the Milky Way, they’re speeding away from us (and from each other) at an accelerating rate. That came as a big surprise — one that scientists have been struggling to explain ever since. What mysterious force is giving the galaxies this extra push? No one knows. But it’s been dubbed “dark energy,” and as with dark matter, Einstein is a key figure in the story.
In the early years of the 20th Century, scientists believed the universe was static — that, on average, galaxies remained the same distance from their neighbors. But the equations of general relativity seemed to indicate that the universe must be either expanding or contracting. That made no sense to Einstein, so he gave his theory a fudge factor that he called the “cosmological constant.”
A few years later, when astronomers discovered that the universe is expanding, it seemed the fudge factor was no longer needed. Yet now that we know that the universe’s expansion is accelerating, the cosmological constant may be making a comeback.
Whatever its true nature, dark energy plays an even greater role in cosmic evolution than dark matter. Our best estimate is that dark energy accounts for a more than two-thirds of the total energy of the visible universe. Taken together, dark matter and dark energy are an enormous mystery — and a bit of an embarrassment for the scientific community.
“I would give anything to know what dark matter and dark energy are,” Abraham says. “And I intend to devote the next couple of decades of my life to looking into it.”
0 1 2