წარმოიდგინეთ საკულტო ფილმებში, რომლებიც ძალიან გიყვართ სულ სხვა მსახიობები რომ იყვნენ. ისინი, ვინც შანსი გაუშვეს ხელიდან და უარი თქვეს როლზე, რომელიც წარმატებას მოუტანდა. თუნდაც, წარმოიდგინეთ ცნობილი “ფორესტ გამპი" ტომ ჰენკსის გარეშე.
1. ლეონარდო დიკაპრიომ უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “ამერიკელი ფსიქოპატი (2000). მის ნაცვლად კი კრისტიან ბეილი აიყვანეს. წარმოგიდგენიათ ფილმში სხვა ვინმე ბეილის გარდა? უარის მიზეზი კი სავარაუდო ზიანი იყო, რომელიც ამ როლს შეიძლებოდა მიეყენებინა დიკაპრიოს იმიჯისთვის.

2. მაიკლ კიტონმა უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “ ზაზუნას დღე" (1993). მის ნაცვლად კი ბილ მიურეი მიიწვიეს. უარის მიზეზი ის იყო, რომ მსახიობი სცენარიში “ჩაიკარგა" და ვერაფერი გაიგო.

3. მაკოლეი კალკინმა უარი თქვა ლეონარდის როლზე სერიალში “დიდი აფეთქების თეორია", მის ნაცვლად კი ჯონი გალეკიმ ითამაშა. უარის მიზეზი ის იყო, რომ კალკინს სერიალის სიუჟეტი არ მოეწონა.

4. ბილ მიურეიმ უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “ფორესტ გამპი'', მის ნაცვლად კი როლი ტომ ჰენკსს მისცეს. უარის მიზეზი მარტივია, მიურესი როლის გასაცნობად წიგნი მისცეს და არა დამუშავებული სცენარი, წიგნში კი ფორესტი სულაც არაა კეთილი, სიუჟეტი კი რბილად რომ ვთქვათ არაადეკვატურია, ასე რომ, მსახიობს არ მოეწონა.

5. ჯორჯ კლუნიმ უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “უბის წიგნაკი", როლი კი რაიან გოსლინგმა მიიღო. უარის მიზეზი ის გახდა, რომ პერსონაჟის ხანში შესული ვერსია პოლ ნიუმანს უნდა შეესრულებინა, კლუნი კი მას საერთოდ არ ჰგავდა. საბოლოოდ კი ის როლიც სხვა მსახიობმა, ჯეიმს გარნერმა შეასრულა.

6. მეთ დეიმონმა უარი თქვა ჰარვი დენტის როლზე ფილმში “ბნელი რაინდი", მის ნაცვლად კი აარონ ეკჰარტმა ითამაშა. უარის მიზეზი დეიმონის სხვა პროექტი გახდა, რომელშიც იმავე დროს უნდა ეთამაშა.

7. კრისტიან ბეილმა უარი თქვა ჯეიმს ბონდის როლზე, მის ნაცვლად კი დენიელ კრეიგი მიიწვიეს. უარის მიზეზი: მსახიობს არ სურდა ფრენჩაიზში მონაწილეობა, რომელიც "ძალიან ბრიტანული" იყო. ბეილი თვლიდა, რომ ჯეიმს ბონდი ”განასახიერებს ინგლისის და ბრიტანელი მსახიობების შესახებ ყველა სტერეოტიპს”.

8. უილ სმიტმა უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “ჯანგო გათავისუფლებული', როლი კი ჯეიმი ფოკსმა მიიღო. სმიტი და რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სცენარის შესახებ ვერ შეთანხმდნენ. მსახიობს სურდა, რომ სიუჟეტი უპირველეს ყოვლისა სიყვარულზე ყოფილიყო, ტარანტინოსთვის კი მთავარი იყო ჯერ შურისძიება და მერე სიყვარული.

9. ჯეკ ნიკოლსონმა უარი თქვა მაიკლ კარლეონეს როლზე ფილმში “ნათლია', მის ნაცვლად კი ალ პაჩინომ ითამაშა. უარის მიზეზი ასეთია, ნიკოლსონმა თქვა, რომ ამ როლში საკუთარ თავს ვერ ხედავდა და რომ ინდიელების როლები ინდიელებმა უნდა შეასრულონ, ხოლო იტალიელების კი იტალიელებმა.

10. დენზელ ვაშინგტონმა უარი თქვა დეტექტივის როლზე ფილმში “შვიდი", მის ნაცვლად კი ბრედ პიტმა ითამაშა. უარის მიზეზად მსახიობმა ზედმეტად ბნელი და დეპრესიული სცენარი დაასახელა.

11. მიშელ პფაიფერმა უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “ლამაზმანი", როლი კი ჯულია რობერტსს ერგო. პფაიფერს სცენარის ტონი არ მოეწონა, სწორედ ეს დაასახელა მიზეზად.

12. მერილინ მონრომ უარი თქვა მთავარ როლზე ფილმში “საუზმე ტიფანისთან", საკულტო როლი კი ოდრი ჰეპბერნმა შეასრულა. მონროს ურჩიეს, ამ როლზე უარის თქმა, რადგან მას შეეძლო მისი იმიჯისთვის ზიანის მიყენება.
