იცოდით, ადამს ევამდე ცოლი რომ ჰყოლია?
უძველესი გადმოცემების და ბიბლიური პირველწყარეობის მიხედვით, ღმერთმა ქალი და მამაკაცი ერთდროულად, სამყაროს შექმნის მეექვსე დღეს შექმნა. მათ ადამი და ლილიტი ერქვათ. ენოქის პირველ
წიგნში, რომელიც ჩვ წ.-აღ-ის პირველ საუკუნეს ეკუთვნის, არსებობს ლილიტი დაწვრილებითი ყოფილა აღწერილი, ხოლო ენოქის წიგნიდან გადაწერილ კაბალაში (6-7 საუკუნეები) ლილიტი რატომღაც აღარ მოუხსენებიათ.
ძველი აღთქმისეული ადამისგან განსხვავებით, ლილიტს შეუნარჩუნებია ღვთაებრივი საწყისი. მითების თანახმად, მას შეუძლია იცვალოს იერი. თავისუფალი, ძალიან ჭკვიანი, ნაყოფიერია და რაც მთავარია: მან
შეძლო, მოკვდავად არ ქცეულიყოო. თუმცა, თავნებობისთვის ღმერთის სასჯელს ვერც ის გაქცევია. ყველაფერი კი ასე დაწყებულა: შექმნა ღმერთმა დედამიწა და დაიწყო მისი დასახლება. შექმნა თანაბარუფლებიანი ქალი და კაცი - ადამი და ლილიტი. დანახვისთანავე გაგიჟებით შეჰყვარებია ადამს წითურთმიანი ქალი. თურმე მისი სურნელი აგიჟებდა, მისი ხმა ჭკუიდან შლიდა, მისი სხეულის სიახლოვე ყველაფერს ავიწყებდა და არ დარჩა მის სულში ადგილი ღმერთისთვის. მხოლოდ ლილიტს ეთაყვანებოდაო.
"არ შეიქმნა თავისა შენისა კერპი!" - შეუხსენებია ღმერთს ადამისთვის, თუმცა, ამაოდ.
"მერე რა მეშველება?" - არ თმობდა ადამი.
ცოლი ქმარს უნდა ემორჩილებოდესო, _ დაურიგებია ღმერთს.
ლილიტი არ დათანხმებია ადამთან უსიტყვო მორჩილებას და დაწყებულა დაიწყო გაუთავებელი აყალ-მაყალი. ერთ-ერთი თქმულების თანახმად, გადამწყვეტი, საბედისწერო ჩხუბი ღამით ჰქონდათ, როდესაც ადამმა ლილიტს ცოლ-ქმრული მოვალეობის შესრუელბა შესთავაზაო.
"- მე არ დავწვები შენს ქვემოთ, - თქვა ლილიტმა.
- არც მე, - მიუგო ადამმა, - მხოლოდ ზემოდან დავწვები. იმიტომ, რომ შენზე აღმატებული ვარ.
- ჩვენ თანასწორი ვართ, - შეედავა ლილიტი, - არ დაგემორჩილები!
- შენ არავინ არა ხარ! - გაბრაზდა ადამი, - ჩემს დამხმარედ ხარ შექმნილი და ასეც იქნება."
ასე არ მოხდა. განრისხებულმა ლილიტმა წარმოთქვა ღმერთის სახელი, რომლის წარმოთქმაც იკრძალებოდა, დასწყევლა ადამი და გაფრინდა წითელი ზღვისკენ.
ღმერთმა ანგელოზები დაადევნა, უკან დაბრუნდიო, შეუთვალა, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველდღიურად შენი 100 შვილი მოკვდებაო. ლილიტმა დაბრუნება არ ისურვა. მას აღარ უყვარდა ადამი.
ლილიტს აეკრძალა ადამიანებს შორის ცხოვრება. მისი სახლი შორეულ და პარტახ ადგილებში უნდა მდებარეობდეს.
როგორც ამბობენ, ლილიტის შესახებ ცნობები მოიპოვება კაბალაში, ზეპირ თორაში, ოკულტიზმსა და ბიბლიაშიც კი.
კაბალას (პაპიუსის)მიხედვით, ლილიტი მართლა იყო ადამის პირველი ცოლი. თუმცა, შემდეგ უღალატა, რის გამოც ჯოჯოხეთში დაინთქა, სადაც სამოელს (სატანას) გაჰყვა ცოლად. ლილიტი ასახიერებს პროსტიტუციას, შიმშილს და შავ ჭირს. ლილიტის შთამომავლობა ჭკვიანი, ლამაზები მაგრამ დღემოკლეები არიან.
ერთ-ერთ მაგიურ პენტაგრამაზე (პენტაგრამა გადმოტრიალებული პენტაკლი - წრეში ჩახატული ხუთქიმიანი ვარსკვლავია) გამოსახულნი არიან ლილიტი და სამოელი.
იუდეურ დემონოლოგიაში ლილიტი მდედრობითი სქესის ავი სულია. მისი სახელი წარმოდგება შუმერული დემონების - ლილუს, ლილიტუსა და არდატ ლილის სახელებისგან. ტრადიციით, ლილიტი ძალადობს მამაკაცებზე იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება, მეტი შვილი გააჩინოს. ამიტომ თალმუდი აფრთხილებს მამაკაცებს, სახლში ღამე მარტომყოფებმა არ გაათიონ. ლილიტი პირველად იხსენიება ბაბილონურ ეპოპეაში - "გილგამეში", პროლოგშიც ვკითხულობთ, რომ ქალღმერთმა ინანამ, რომელიც 10 წლის განმავლობაში ახარებდა ხე ჰულუპუს, რათა მისგან თავისთვის ტახტი და საწოლი დაემზადებინა, ერთ დღესაც აღმოაჩინა, რომ ხეზე "უცხოები" დასახლდნენ. დაუპატიჟებელ სტუმართა შორის იყო ლილიტიც - ძალიან ლამაზი ქალი ბუს ფეხებით...
ლეგენდის თანახმად, ადამთან დაშორების შემდეგ ის ეშმაკი გახდა. ის კლავდა ახალდაბადებულებს. მესოპოტამიურ მითოლოგიაში ლილიტი ღამის ეშმაკად ითვლება. დაკავშირებულია ქარებთან და შტორმთან. გაიგივებულია დაავადებებთან და სიკვდილთან.
მესოპოტამიურ ნაწერებში ლილიტი ღამის დემონია, რომელსაც მოაქვს უბედურება. ერთ-ერთ ხელნაწერში გველი, რომელმაც ევა შეაცდინა სწორედ ლილიტს უკავშირება.
ლილიტი მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხის ლეგენდებსა და თქმულებებში მოიხსენიება.
სხვათა შორის, ლილიტი ედემში მუდამ ცნობიერების ხის ნაყოფს მიირთმევდა, რამაც მას ადამიანებისთვის უცნობი სიბრძნე მიანიჭა.
ერთადერთი ადგილი ბიბლიაში, სადაც შემორჩენილია ლილიტის სახელი, ისაიას წიგნია.
მოკლედ, ლილიტისგან მიტოვებული ადამი შესცოდებია ღმერთს და ტანჯული და იმედგაცრუებული შეყვარებულის სანუგეშოდ შეუქმნია ევა, როგორც ამბობენ სიყვარულის და ერთგულებისთვის დაბადებულიო.