შოუბიზნესის ვარსკვლავების სილამაზის შოკისმომგვრელი საიდუმლოებები- ამას ნამდვილად ვერ წარმოდგენდით
სილამაზისა და ახალგაზდობის შესანარჩუნებლად ვარსკვლავები სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ. ზოგი კოსმეტოლოგების რჩევებს მიჰყვება, ზოგიც ტრენდებს:
ფერგი- მომღერალმა ბოტოქსს “მშვენიერი" შემცველი მოუძებნა. იმისათვის, რომ სახე მუდამ შევსებული ჰქონდეს, მომღერალი გველის დამუშავებულ შხამს იყენებს.
ქეით ჰადსონი- დამეთანხმებით, რომ მსახიობი შეუდარებლად გამოიყურება ნებისმიერ ასაკში. მისი სილამაზის საიდუმლო კი ყინულის აბაზანაშია. ქალი ყოველ დილას სახეს ყინულიან წყალში ჰყოფს, რაც უფრო მეტია ყინული, მით უკეთესი.
დემი მური- მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ პერიოდულად იტარებს ჰირუდოთერაპიას.
ვიქტორია ბეკჰემი- აზიური კოსმეტიკა ყველა დროის ჰიტია. ცნობილია, რომ ვიქტორია ბეკჰემის უპირატესობას კორეულ პროცედურებს ანიჭებს, კერძოდ კი კორეულ ნიღაბს იკეთებს ბულბულის ექსკრემენტებით იმისათვისდ, რომ სახე უფრო ნათელი და აკნესგან თავისუფალი ჰქონდეს.
ჰეილი ბოლდუინი- მოდელის თქმით, კოსმეტოლოგის რჩევით ის დამატენიანებელ კრემში საკუთარ სისხლს ურევს და უკვირს, რომ ამ მეთოდის შესახებ არაა ცნობილი.
კიმ კარდაშიანი- რეალითი შოუს ვარსკვლავი ტრენდებს აჰყვა და კოსმეტოლოგიური პროცედურა “ვამპირის სახე" გაიკეთა. ამ დროს კოსმეტოლოგი პაციენტის თითიდან იღებს სისხლს, გამოჰყავს თრომბოციტები და შეჰყავს სახის კანის ქვეშ მეტი ელასტიურობისთვის.
ჯენიფერ ლოპესი- მომღერალი ახალგაზრდობის შესანარცუნებლად კოლაგენის ნიღბებს იყენებს, რომელშიც ადამიანის პლაცენტაა გარეული. ფაქტია, რომ მომღერალი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება.
მადონა- სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად მადონა ხშირად მიმართავს ჩინურ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს, კერძოდ კი კონუსებით მასაჟს.
ლედი გაგა- მომღერალი სახის კანის გასაწელად და ნაოჭების მოსაშორებლად სპეციალურ წებოვან ლენტს, ე. წ. სკოჩს იყენებს.
სკარლეტ იოჰანსონი- მსახიობი ყოველ საღამოს სახეს ვაშლის ძმრით იწმენდს, რათა კანი მუდმივად ტონუსში ჰქონდეს.
ბიონსე- წარბების დასაფიქსირებლად ხანდახან უბრალო ქაღალდის წებოს იყენებს.