x
image
ნინო ხიმშიაშვილი
20 წელი ავღანეთში: ღირდა ამად ეს ყველაფერი?

imageფოტო: REUTERS


2021 წელი მსოფლიო გეოპოლიტიკისთვის ისტორიული წელია, რადგან 20 წლის შემდეგ, აშშ და ბრიტანეთის ძალები ტოვებენ ავღანეთს.


ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დარჩენილი 2, 500-3, 500 ამერიკელი სამხედრო კაცი და ქალი 11 სექტემბრამდე დატოვებს ავღანეთს. 1 მაისს დაიწყება გამოყვანა და 11 სექტემბრამდე უკვე ყველა ჯარისკაცი დატოვებს ქვეყანას. იგივეს გააკეთებს დიდი ბრიტანეთიც და გეგმავს დარჩენილი 750 ჯარისკაცის გაყვანას.


ჯარების გაყვანის თარიღი სიმბოლურია, რადგან 2021 წელს ზუსტად 20 წელი შესრულდება ალ-ქაიდას 09/11-ის ტერორისტულ თავდასხმიდან, რომელიც დაიგემა და განხორციელდა ავღანეთიდან, ეს გახდა საწინდარი, ავღანეთში ამერიკის ჯარების შეყვანის, რამაც დროებით განდევნა ალ-ქაიდა.


ამ 20-წლიანი სამხედრო და უსაფრთხოების ჩართულობის ღირებულება ასტრონომიულად მაღალი იყო, როგორც ადამიანური რესურსების, ასევე მატერიალურად. დაიღუპა 2300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო კაცი და ქალი და დაშავდა 20, 000-ზე მეტი, 450-ზე მეტი ბრიტანელი და ასობით სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, მათ შორის ქართველიც.



არც ავღანეთი ყოფილა უდანაკარგოდ. დაიღუპა უსაფრთხოების ძალების 60, 000-ზე მეტი წევრი და თითქმის ორჯერ მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.


აშშ-ს გადასახადის გადამხდელის სავარაუდო ფინანსური ღირებულება ახლოსაა 1 ტრილიონი აშშ დოლართან - ასე დაუჯდა ამერიკელებს ეს ომი.


შეიძლება უხერხულია, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა ღირდა კი ამად ეს ყველაფერი?


პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ ამას.


მოდით, ერთი წუთით უკან დავიხიოთ და განვიხილოთ, რატომ ჩაერივნენ დადასავლეთის ძალები და რა მიზანს ისახავდნენ.

ხუთი წლის განმავლობაში - 1996-2001 წლებში, ტრანსნაციონალურმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ-ქაიდამ შეძლო დამკვიდრება ავღანეთში, მისი ქარიზმატული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით. მან ჩამოაყალიბა ტერორისტების საწვრთნელი ბანაკები, შექმნა ძაღლებზე ექსპერიმენტებით საწამლავი აირი, დააკომპლექტდა და გაწვრთნა დაახლოებით 20, 000 ჯიჰადისტი მოხალისე მთელი მსოფლიოში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ერთდროულ შეტევას კენიასა და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოებზე 1998 წელს, რომლის დროსაც 224 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად აფრიკელი მშვიდობიანი მოსახლეობა.


imageფოტო: REUTERS

სცენა ნაირობიში აშშ-ს საელჩოსთან, დაბომბვის შემდეგ



ალ-ქაიდას შეეძლო დაუსჯელად ემოქმედა ავღანეთში, რადგან მას იცავდა მაშინდელი მთავრობა: თალიბები, რომლებმაც მთელ ქვეყანაზე კონტროლი აიღეს 1996 წელს, საბჭოთა წითელი არმიის გასვლის შემდეგ.


შეერთებულმა შტატებმა საუდის მოკავშირეების მეშვეობით სცადა დაეყოლიებინა თალიბები ალ-ქაიდას განდევნაზე, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. 2001 წლის 11 სექტემბრის შეტევების შემდეგ ამერიკამ და ბრიტანეთმა მოკავშირე იპოვეს ავღანელთა ანტი-თალიბების ძალებთან, რომლებიც ჩრდილოეთ ალიანსის სახელით არის ცნობილი. ჩრდილოეთ ალიანსმა შეძლო და თალიბები ხელისუფლებიდან გააძევა, ხოლო ალ-ქაიდა საზღვრის გადაღმა - პაკისტანში.


როგორც ბიბისი წერს მისმა წყარომ განუცახა, რომ ავღანეთში ამერიკის ჯარების ყოფნის შემდეგ ავღანეთიდან აღარ განხორციელებულა ისეთი დიდი ტერაქტი, როგორიც იყო 09/11. საერთაშორისო კონტრტერორისტული ზომების გათვალისწინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს წარმატებად.


რა თქმა უნდა, ეს იქნება უზომოდ გამარტივებული საზომი, რომელიც უგულებელყოფს იმ უზარმაზარ ზარალს, რომელიც კონფლიქტმა გამოიწვია - და ახლაც იმკიან - ავღანელები, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამხედროები. ოცი წლის შემდეგ ქვეყანა ჯერ კიდევ მშვიდად არ არის. მკვლევართა ჯგუფის „მოქმედება შეიარაღებულ ძალადობაზე“ თანახმად, 2020 წელს ასაფეთქებელი მოწყობილობებით მეტი ავღანელი დაიღუპა, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ალ-ქაიდა, ისლამური სახელმწიფო (IS) და სხვა შეიარაღებული ჯგუფები არ გამქრალა, ისინი წახალისებულნი არიან ბოლო დარჩენილი დასავლური ძალების წასვლით და მოსალოდნელია მათი აღორძინება.


image

ფოტო: REUTERS

ქალები ქაბულის საავადმყოფოსთან გლოვობენ სატვირთო ავტომობილის დაბომბის შედეგად დაღუპულებს




მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსი, გენერალ სერ ნიკ კარტერი, რომელმაც იქ რამდენიმე ტური ჩაატარა, საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იქ ააშენა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ის თუ რა სახის ლეგიტიმურობა სურთ თალიბებისგან.


”ქვეყანა უკეთეს ადგილზეა ვიდრე 2001 წელს იყო, ”თალიბები” უფრო გონებაგახსნილები გახდნენ ”. - ამბობს ის.




დოქტორი საჯან გოელი აზიისა და წყნარი ოკეანის ფონდიდან საკმაოდ პესიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს. ”არსებობს რეალური შეშფოთება, ” ამბობს ის, ”რომ ავღანეთი შეიძლება დაბრუნდეს იგივე ექსტრემიზმში, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში იყო". ეს არის დასავლური დაზვერვის მრავალი უწყების საზრუნავი.


დოქტორი გოელი შიშობს რომ: "ახლა გამოჩნდება უცხოელი ტერორისტების ახალი ტალღა დასავლეთიდან, რომლებიც ავღანეთში მიდიან ტერორისტული სწავლებისთვის. რასაც დასავლეთი ვერ გაუმკლავდება, რადგან ავღანეთის დატოვება უკვე დასრულებულია".


image


2
410
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
410
  
2021, 18 აპრილი, 7:57
ხო,თუ გადახედავთ ქართულ პოლიტიკაში ადამიანებს,მაშინ დაინახავთ რო მათ ყველაფერი სახელმწიფო საკუთრებაში დატოვეს. მხოლოდ ერთი რამე გაყიდეს,ეს ერთი სინდისია,ნამუსია და მორალური ღირებულებები. თუ ადამიანები შიმშილობენ,თან მასიურად,მაშინ ის ქვეყანა არ არის. რად მინდა მიწა,წყალი,ენა თუ ათასი სხვა რამე,თუ ადამიანი არ იქნება. ადამიანი უფრო მეტი ღირებულება არის,ვიდრე ნებისმიერი ქვეყანა,რელიგია თუ დამწრლობა.როცა ასე იფიქრებს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა,შეიძლება ომებიც აღარ იყოს. მე მჯერა,რომ მუსლიმებს და ქრისტიანებს შეუძლიათ მშვიდობის მიღწევა,მაგრამ ამისათვის საჭიროა ეს გვინდოდეს. ქართველბს შეგვიძლია განვითარება,მაგრამ საჭიროა ეს გვინდოდეს. დღეს საქართველოს არ სურს განვითარება,რადგან ერი ისეთ რაღაცაზე დაობს და სურს რო სიღატაკეს გვიქადის უფრო
2021, 18 აპრილი, 7:49
თუ ამერიკელის თვალით გადავხედავთ,მაშინ ნებისმიერ ფასად ღირდა ამ ყველაფრის გაკეთება. ის,რაც ტერორისტებმა გააკეთეს ამერიკაში პასუხს მოითხოვდა და ეს უნდა გაკეთებულიყო.9/11 შედეგებს დღესაც იმკის ამერიკელი მოსახლეობა. თუ ჩვენი,ქართველების თვალით გადავხედავთ,მაშინ არ ღირდა "დიადი" მიზენებისთვის იქ შესვალა. ტერორიზმს ვერ აღმოფხვირი და ეს ომი არ დასრულდება,რადგან ძალადობა ახალ ძალადობას წარმოშობს. არავინ აქცევს ყურადღებას ან ცდილობს ამაზე საზოგადოებამ არ იფიქროს,ისაუბროს. 1096 წელს დაიწყო ყველაფერი,როცა ე.წ. დასავლეთის სახელმწიფოები,პაპის ლოცვითა და კურთხევით შევიდა ამ რეგიონში. მაშინ დაიწყო მუსლიმების და ქრისტიანების გადამტერების პოლიტიკა. ორი ღმერთის ბრძოლაა ეს და სანამ რომელიმე მხარეს 1 ქრისტიანი და 1 მუსლიმი მაინც იქნება,გაგრძელდება ეს ომიც.რამდენი წელი გავიდა,ეხლა სულ სხვა პოლიტიკური სიტუაციაა,მაგრამ ქართველი უფრო აგრესიულია თურქზე,ვიდრე ყურის ძირში მდგარ რუსზე. იმიტომ რო თურქებს განსხვავებული რელიგია აქვთ და ისტორიულად პოლიტიკურ დაპირისპირებას,სარწმუნოების დაპირისპირებაც ახლდა. რეალურად,თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ჩვენი ამ ნატოს მოკავშირე,რაც ჩვენს საპირისპირო ბანაკში ყოფნას გამორიცხავს,მაგრამ მაინც ისტორიული სიძულვილი გვაქვს. თუნდაც ჰესის ამბავი რო ავიღოთ,საფრთხეებს და იმ ხელშეკრულებას თავი გავანებოთ ცოტა ხნით,აქ ეგ საინტერესო არაა. ენკა არის ბენკა,თურქებთან ასოცირებული კომპანია და ხალხიც გამოვიდა გარეთ. როცა რუსებზე ობიექტების გაცემას რეაქცია 0 აქვს. სარწმუნოება არის პრობლემა აქ,თორე ხელშეკრულებაში რა წერია წესიერად ეგ არც ეცოდინებათ და კიდიათ.

პ.ს. პირადად,არ წამიკითხავს ის ხელშეკრულება და სხვების ბზოტიალს ვერ ვენდობი. ერთი კი ვიცი,რომ ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობა არ აწყობთ ჩვენს მტრებს,განსაკუთრებით ჩრთილოელ მტერს. წყალი და რათ გინდათ,თუ ვერ გამოიყენეთ?! დენის დაბალი ფასი გინდათ და 24 საათის უწყვეტი მომარაგება,მაღალი ხარისხი,რაც მიუღწეველი იქნება,თუ ჩვენი არ გვექნება. ერთმა ბრძენმა კაცმა თქვა,ყველაფრის გაყიდვა შეიძლება,სინდის გარდაო და მართალი იყო. იმედია,ამ კაცსაც წმინდანად არ შერაცხავენ წლების მერე:)
0 1 2