სხვა 9 მითი ალკოჰოლის შესახებ 2021, 19 აპრილი, 11:32
მითი #1. ნაბახუსევი იწვევს გაუწყლოვანებას
სინამდვილეში ალკოჰოლი იწვევს წყლისა და მარილის ბალანსის დარღვევას, რასაც ძლიერ წყურვილამდე მივყავართ. ამასთან წყალი ორგანიზმში იმდენივე რჩება, მაგრამ სისხლძარღვებში იგი არასაკმარისია-იგი გადადის უჯრედებსშორის სივრცეში, წყალი გროვდება ქსოვილებში, იწვევს შეშუპებას, ეს კი თავის მხრივ თავის ტკივილის გამომწვევია. როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები
მითი #2. ღვინო რაც ძველია, მით უკეთესია
არ შეიძლება ღვინის უსასრულოდ შენახვა, ყოველ ღვინოს თავისი შენახვის ვადა და იდეალური ასაკი აქვს. მაგალითად, სუფრის ღვინოები ჯობია დაილიოს ერთი წლის განმავლობაში, ისინი არ ინახება. არის ყურძნის ისეთი ჯიშებიც, რომლის ღვინოც 10-20 წელი ინახება. უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია
მითი #3. ალკოჰოლი ათბობს
ალკოჰოლის მიღების შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ სითბოს, იმიტომ რომ კანის ზედაპირთან სისხლის მიწოლა ხდება. თუმცა ამავე დროს მისი შემცირება ხდება სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის შინაგან ორგანოებში. შედეგად ორგანიზმი მეტად მგრძნობიარე ხდება ყინვის მიმართ, თუმცა გარეგნული ნიშნებით ამას ვერ ვამჩნევთ.
მითი #4. არ შეიძლება სხვადასხვა სასმელების შერევა
ის, თუ როგორ გრძნობთ თავს დროსტარების შემდეგ, დამოკიდებულია მხოლოდ მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობაზე და არა იმაზე, თუ რა დალიეთ. ამ მყარი მითის ერთადერთი გამართლება ის არის, რომ თუ ერთი სახის ალკოჰოლს მოვიხმართ, უფრო ადვილია ვაკონტროლოთ, თუ რამდენი დავლიეთ. შედეგად, იმის შანსი, რომ დალიო ბევრი და ვერ შეამჩნიო, ბევრად კლებულობს.
მითი #5. ალკოჰოლი გვიცავს რადიაციისგან
სინამდვილეში ალკოჰოლი არ არის რადიაციის წამალი, მას არ გამოაქვს ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნუკლიდები და არ გვიცავს სახიფათო გამოსხივებისგან. თუ თქვენთვის აუცილებელია მავნებელი გარემოსგან თავდაცვა, ამისთვის სპეციალური სამედიცინო პრეპარატები არსებობს.
მითი #6. ანტიბიოტიკები და ალკოჰოლი არათავსებადია
სინამდვილეში, მხოლოდ ზოგიერთი ანტიბიოტიკია ალკოჰოლთან არათავსებადი. მათი ერთდროული მიღება იწვევს გულისრევას, თავბრუსხვევას და გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნებებს.
მითი #7. ალკოჰოლი კალორიულია
ალკოჰოლი არ არის კალორიული, მაგრამ იგი ხელს უშლის ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას. თქვენი სხეული ცდილობს განთავისუფლდეს მისგან პირველ რიგში, როგორც მავნე ნივთიერებისგან. შედეგად საკვების ათვისება მნიშვნელოვნად ფერხდება მანამდე, სანამ ალკოჰოლი მთლიანად არ გამოიდევნება ორგანიზმიდან, მანამდე კი აღნიშნული საკვები ცხიმად გადაიქცევა.
მითი #8. ალკოჰოლის მოხმარება ანადგურებს ტვინის უჯრედებს
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ შორის, ვინც ალკოჰოლის მოყვარულია და პირიქით, ნეირონების სიმჭიდროვეს შორის განსხვავება არ არის. მაგრამ ალკოჰოლი ანადგურებს კავშირს ნეირონებს შორის, აგრეთვე ხელს უშლის ტვინის ახალი უჯრედების ზრდას. საბედნიეროდ ამის გამოსწორება შესაძლებელია: როცა ადამიანი შეწყვეტს ალკოჰოლის მიღებას, ნეირონებს შორის კავშირი აღსდგება.
მითი #9. ზომაზე მეტად დანაყრება ხელს უშლის თრობას
ეს პოპულარული მითია. სინამდვილეში საკვების დიდი რაოდენობა კუჭში უბრალოდ ანელებს ალკოჰოლის ათვისებას, და შედეგად ვერ ამჩნევს რა თრობის პირველ ნიშნებს, ადამიანი სვავს ბევრად იმაზე მეტს, ვიდრე ეს საჭიროა.
იხილეთ ასევე:ზოგიერთი ფაქტი სიგარეტზე და აქტიურ და პასიურ მწეველებზე
როგორ უმკლავდებიან ნაბახუსევს ცნობილი ადამიანები პოპულარული მცდარი აზრები ნუდიზმზე. აკრძალულია თუ არა ნუდიზმი? (18+) პოპულარული ჟესტები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში როგორი კვება აქვთ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია
5. იტალიაში გაიხსენეს შავი ჭირი და სასმელების გაყიდვა შუასაუკუნეების სარკმელებიდან დაიწყეს მავნე ყოფითი ჩვევები, რომელიც არ უნდა ჰქონდეს კარგ დიასახლისს
284 8-ს მოსწონს |