x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგემება...კარგი იქნება თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს-თეა წულუკიანი
image

კულტურის ახლადდანიშნული მინისტრი თეა წულუკიანი მარჯანიშვილის თეატრს სტუმრობდა, რა დროსაც მსახიობ ბესო ზანგურზე განცხადება გააკეთა და მოუწოდა დაუყონებლივ დატოვოს რუსთაველის თეატრი:


"ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, "- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთანავე წულუკიანმა მის ყოფილ მეუღლეს, მსახიობ და ტელეწამყვანს ნინუცა მაყაშვილს ურჩია ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა "იყოს მაგალითი სხვა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის."



კულტურის მინისტრმა ისაუბრა "რუსთაველის თეატრის" დირექტორზე რობერტ სტურუაზე, იგი თანამდებობას ინარჩუნებს და მისი გათავისუფლება არ იგეგმება:


" ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი, თუ ჰყავს და ჩვენ ყველამ, პირველ რიგში მსახიობებმა და ჟურნალისტებმა უნდა მივცეთ საშუალება, რომ იმუშაოს და იმოღვაწეოს, იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე, " - განაცხადა თეა წულუკიანმა.


რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ თანამდებობიდან გათავისუფლება მას შემდეგ გახდა აქტუალური, როდესაც ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგურის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.


თავად ბესო ზანგურს, მისმა ყოფილმა მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის შემდეგ გადაცემა "ფარულ კონცერტში"გაამჟღავნა ოჯახური ძალადობის ფაქტი., ნუცას თქმით. ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის – ორსულობის დროსაც.


თავად ბესო ზანგური უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ ფეხმძიმობის დროს ცემის ბრალდებაც სიცრუეა:


"ვემიჯნებით ყველანაირად ძალადობას და ვემიჯნებოდი ყოველთვის. ეს ისეთი ამაზრზენი ტყუილია, რომელსაც 5000 ლარზეც კი ადამიანი არ უნდა ამბობდეს".

0
59
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0