მსოფლიო 8 მეტრი სიმაღლის და 700 კილომეტრიანი ბეტონის კედელი - ისრაელის უკანონო საზღვარი პალესტინასთან 2021, 16 აპრილი, 1:39 ისრაელის გამყოფი ბარიერი ყოფს აღმოსავლეთ იერუსალიმს (ისრაელი) და პალესტინის დასავლეთ სანაპიროს (იორდანია). თუ ვინმეს არ გინახავთ ეს არის დაახლოებით 10 მეტრი სიმაღლის და 700 კილომეტრიანი სიგრძის ბეტონის კედელი მდინარე იორდანეს დასავლეთი სანაპიროზე. კედლის დაახლოებით 85 პროცენტი დასავლეთ სანაპიროზე მოდის, 1967 წლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრის გასწვრივ. ამ ბარიერის მშენებლობა ისრაელმა 2000 წელს დაიწყო. მისმა ოფიციალურმა პირებმა ამის მიზეზად უსაფრთოება და ტერორიზმისგან თავდაცვა დაასახელეს. ისტორიულად ეს ორივე ტერიტორია პალესტინა იყო. 3000 წელია რაც პალესტინა არსებობს თუმცა სხვადასხვა სახელწოდებით, ადრეული ტომები ამ მიწას ქანაანს უწოდებდნენ. "პალესტინა" კი რომაული წარმოშობისაა, რადგან ეს მიწები რომის იმპერიის ნაწილი იყო გარკვეული პერიოდში, შემდეგ არაბები ბატონობნენ, რომელთაც თურქ-სელჩუკები ჩაენაცვლნენ. შუა საუკუნეებში ევროპელი ჯვაროსნები მართავდნენ ტერიტორიას, შემდეგ კი ოსმალური იმპერია. მეოცე საუკუნის დასაწყისში პალესტინის ტერიტორია ბრიტანელებს გადაეცათ. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ამ მიწაზე ებრაული დასახლება, რომელიც თანდათან გაიზარდა და 1948 წელს სახელწიფოც ჩამოყალიბდა - ისრაელი. დღესდღეობით ისრალის მოსახლეობა 8 მილიონზე მეტს ითვლის. ამჟამად პალესტინის ტერიტორიაზე, 1947 წლის გაეროს რეზოლუციის თანახმად, არსებობს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ისრაელისა (ებრაული) და პალესტინის (არაბული), თუმცა კონფლიქტი დღემდე მოუგვარებელია. 649 3-ს მოსწონს
|