x
image
თუთიკო ბერძენა
რეჟისორის სკანდალური განცხადებები. დგას თუ არა ბესო ზანგურსა და ნინუცა მაყაშვილს შორის ვინმე "მურმანის ეკალი"?

image

ერთ-ერთ გადაცემაში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა გაიხსნება 11 წლის წინანდელი ფაქტები, როდესაც ყოფილი მეუღლე მსახიობი ბესო ზანგური მას ფიზიკურად უსწორდებოდა. ყველაზე საშინელი ის არის, რომ ყოფილი ქმარი მას მაშინაც სცემდა, როდესაც ორსულად იყო. რატომ დუმდა წლების განმავლობაში ნინუცა? რატომ არ დაგმო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ ძალადობა? რა დამოკიდებულება არსებობს სტურუასა და ზანგურს შორის?


ფბ სოციალურ ქსლში რობერტ სტურუამ მაყაშვილებზე გამოაქვეყნა ეს სიტყვები: "ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 წელი დაიწყეს! რეპრესიები!"

ახლახან მის ფბ გვერდზე ვკითხულობთ:

„წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ! ვაშა კომუნიზმს! P.S. სხვათა შორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე! საზიზღარმა მოძალადემ!“.

ყველა იმ კომენტარს, რომელიც ბესო ზანგურთან დაკავშირებით სტურუას ფბ გვერდზე გაჩნდა, მრავალმნიშვნელოვანი მრავალწერილით უპასუხა ნინუცა მაყაშვილმა:

„სასცილო კომენტარი იყო, როგორც ბესოს, ისე რობერტ სტურუას მხრიდან. მაგრამ არ გამკვირვებია რეჟისორის ეს კომენტარი, რადგან მას ძალინ კარგად ვიცნობ და ვიცი ბესოს მიმართ მისი დამოკიდებულება... საერთოდ, რაც წლების წინ მე, დაედაჩემი და ბევრი სხვა მსახიობი უსამართლოდ გამოგვიშვეს, მას შემდეგ აღარფერი მიკვირს".



როგორც რუსთაველის თეატრის მსახიობები აღნიშნავენ: „რობიკომ ისეთები აპატია ბესო ზანგურს, რომ ძალადობა მისთვის... რამდენიმე წლის წინ, სტურუამ თავისი საკრედიტო ბარათი მისცა, რათა ბესოს სიგარეტი ეყიდა. მანაც იყიდა სიგარეტი და ტელეფონზე რობიკოს მოსდის, რომ თანხა ჩამოეჭრა, თან ამას ხმამაღლა ახმოვანებდა, შემდეგ კიდევ ჩამოეჭრა 2 და 50 თეთრი და ეგეც გაახმოვანა, რომ თურმე შოკოლადი უყიდია და ბოლოს კულმინაცია იყოს სტურუას გამწარება, როდესაც მესიჯად მოუვიდა 7 ათასი დოლარის ჩამოჭრა. ამაზე, რა თქმა უნდა, ის ძალიან გაბრაზდა და დასაჯა - ცოტა ხანი არ ელაპარაკებოდა, თუმცა თეატრიდან არ გაუშვია. როგორც აღმოჩნდა ზანგურს ამ ფულით მანქანა უყიდია, მეორადი პატარა ჯიპი..."(ცოტატის წყარო: CNews-ის ინფორმაციიან)

საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ბესო ზანგური რობერტ სტურუას განსაკუთრებული ფავორიტია. ეს ნინუცას მოსაზრების გამოხმაურებებშიც ჩანს. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა არსებობდეს ადამიანებს შორის, ძალადობა დასაგმობია, ქალის მიმართ ხორციელდება თუ მამაკაცის მიმართ. თუმცა პირადმა განწყობებმა და დამოკიდებულებებმა ამა თუ იმ კონკრეტული პირის მიმართ " დიდ რეჟისორს" არ უნდა ათქმევინოს ის, რაც პირდაპირ წამახალისებელია ადამიანთა მიმართ ძალადობის. ასეთი ტენდენციური პირადი გრძნობები საკუთერ კედლებში დაიტოვონ და არა საჯარო სივრცეში გადმოჰფინონ, სადაც "უბრალო და ჩვეულებრივი" ადამიანები ვკითხულობთ ასეთი "არაჩვეულებრივებისა და ბრალიანების" ნაბოდვარს!


7
238
11-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
238
  
2021, 16 აპრილი, 0:54
მქონდა ასეთი პოსტიც, სადაც ფემინისტების გადაჭარბებული მეცადინეობის შედეგებზე ვწერდი. მასკულისტები თუ არ გააქტიურდნენ, პირუკუ შედეგები დაგვიდგება. ბალანსია საჭირო
2021, 15 აპრილი, 20:34
საქართველოში არ არის ქალის უფლებების დარღვევის კატასტროფული მაჩვენებელი და საერთოდაც,არ ვცნობ ტერმინს,ქალის უფლებები. ადამიანის უფლებები კი ბატონო,მაგრამ ქალის,ბავშვის ან მოხუცის განკერძოებით არა. ზოგადად,ადამიანის უფლებების მხრივ ცუდი მდგომარეობაა,მარა ესე გამოკვეთილად არ არის. არ შეიძლება თავში წამოთაქუნება და ეს არის დანაშაული ე.ი. ის არ შეიძლება არავისზე. ქალმა კაცს რო წამოუთაქუნოს ამას ძალადობას არ დაუძახებენ და პირიქით კი. არადა,ბევრი ხდება ეგრე,მარა არ ჩანს ან ატარებენ. მალე მივალთ იმ სიტუაციამდე,როცა ქალის ერთი სიტყვა საკმარისი იქნება კაცის დასაჭერად და არ იქნება კარგი. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ყველა ბავშვი საქართველოში ძალდობის მხვერპლია,მარა ეს ჩვეულებრივი ამბაავია. დღევანდელი სკოლა უფრო ემსახურება ძალდობას,ვიდრე ადამიანის უფლებებს. რასაც ვგულისხმობ ახლავე გეტყვით,თუ მოსწავლეს არ აინტერესებს რაიმე საგანი,მას ნიშანს არ დაუწერენ და ის იძულებულია აკეთესოს ის,რაც არ უნდა. საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მოქმედება რაც არის იცით. იდეალურ სამყაროში ყველამ ყველაფერი უნდა იცოდეს,მარა ადამიანს უნდა მუსიკოსობა და არ აინტერებს არც ფიზიკა და არც ანატომია,რატო უნდა ხარჯავდეს ამაზე დროს?! იმიტომ ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ესეც თქვენი ძალადობა.ამ სიტუაციაში ვიღაცამ გადაწყვიტა "ქალი უნდა იყოს კუხნაში" და ამას ნორმას ეძახიან. მეორე შემთხვევას ძალადობად განიხილავენ და პირველს არა. ხოდა ასე თუ გაფრიდება ეს საზოგადოება გამოჩნდება. მე არ მჯერა მაგის და ქვემოთ დავწერე უკვე. ამ საზოგადოებას ერთი კარგი,მამაპაპური მეტეორი უნდა,მარა შემოქმედმა ვერ მოიცალა ალბათ :)
2021, 15 აპრილი, 20:15
არ მინდოდა და ვცდილობდი,ინგნორი გამეკეთებინა ამ თემისთვის,მარა ყველაგან ეს თემა მხვდება უკვე. გულისამრევია ეს ყველაფერი და გავს მიზანმიმართულ ქმდებებს. სტურუამ მხარი დაუჭირა,რადგან სჯერა რო მის მიმართ დაწყებული ცუდი პიარია. შესაძლოა სოციალისტური შრომის გმირია და ბევრი დაუშავებია მაგ კაცს,მარა ძალდობის წამახალისებელი არ მგონია,მკიცებულება არ მაქვს. რაც ამ ბოლო ხანებში კაცების ლანძღვა მიდის ყველა მხრიდან რო ბევრს ვითმენთ. ფემინისტები და "იმნაირი" კაცები ილანძღებიან,ყველას ერთად ხარშავენ და ეს არაფერია ხო? ოკ,მე არ ვგრძობ დაჩაგრულად თავს,მარა ეს რო კაცებმა გააკეთონ,ხო ატყდება ერთი ამბავი და სექსიზმზე დაიწყებენ საუბარს,ქალების დისკრიმინაციას და ათას სიგიჟეს იტყვიან. მაგალითად,ბაია პატარაია არ მიცნობს,მაგრამ მოძალდე ვგონივარ :) ყველა კაცი მოძალადეას გაიძახის და ეს ნორმალური როგორ არის. არ მწყინს,რადგან არ ვარ და მკიდია ესეთი რაღაცეები. უბრალოდ,აზრის გამოტანისთვის მომყავს ეს შემთხვევები. რაღაცეები მესმის ამ ცხოვრებაში და რაღაცეები არა. არ მესმის,რატო დაარქვეს რომში დაარსებულ კლუბს ლაციო ან ლივერპულში ევერტონი,არ მესმის,რატო ინახევენ სამეფო ოჯახს ბრიტანეთში და ასევე,ქართველი ფემინისტების,რა უნდათ და რას,რატო აკეთებენ.
2021, 15 აპრილი, 20:02
თავს ვდებთ,რომ ვართ ცივილიზებული საზოგადოება და "ჯოგის" მენტალიტეტით ვიქცევით. ადამიანს ვუწყობთ ღია სივრცეში სასამართლოს თავის დაცვის გარეშე. რაც არ უნდა თქვას ამ ზანგურმა,საზოგადოებრივი აზრი შექმნილია უკვე. ლაშა ბუღაძის კომენტარი მოვისმინე და ბასილაშვილს გადაწვდა,რაც არასამართლიანია. ჩოგნის ქნევით რამის მიღწევა არაფერს ნიშნავსო და ეგ თუ კალამს იქნევს,ხო ბესცელერების ავტორია აი. ადამიანს გონია,რომ მისი კალმის ქნევა უფრო მეტია,ვიდრე ნიკას ჩოგნის ქნევა. ესეც ცუდი და მიზანმიმართული სახლის გაფუჭების მომენტია. ცუდ ამბებთან მიგვიყვანე ასეთი შემტხვევები და ეს არავის მოუტანს მოგებას. 11 წელი გავიდა და საზოგადოების როლი დაკვირვებაა მხოლოდ აქ. შეიტანოს სარჩელი და ჩატარდეს გამოძიება,დადგინდეს სიმართლე. საპასუხოდ,იმ ზანგურმაც შეიტანოს სახელის გატეხვაზე სარჩელი და იდაონ სასამართლოში. როცა განაჩენი დადგება,მერე ვიმსჯელოთ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. სხვა ყველა ქმედება არა სამართლიანია და არღვევს ადამიანის უფლებებს ყველა შემთხვევაში. არ შეიძლება,ერთის უფლების დაცვის მიზნით,მოერეს უფლებები დაარღვიო. ადამიანი უდანაშაულოა მანამ,სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.
ერთმა თქვა,რომ ეს არის საზოგადოების პრობლემა,მაგრამ არ არის ეგრე. თუ ვიღაცამ ამ გოგოზე იძალადა,ეს არ შეიძლება იყოს ჩემი პრობლემა,რადგან არც შევსწრებვარ და არც ჩემი ახლობელია ეს გოგო. 100 ცოლი გამოუცვლია ამ ბესოს და რო მიყვებოდა,ჯერ გაერკვია რა და როგორ. შეიყვარებენ თუ რაც არის,მიყვებიან და მერე იძლადაო,ეს ჩემი პრობლემა როგორ არის ან თქვენი. ჩემი პრობლემა ჯოგური სასამართლო უფრო არის,ვიდრე ვიღაცის შემთხვევა. აბათ,ვერ მოვესწრები ნორმალურ საზოგადოებას ამ ქვეყანაში. ადრე უფრო მქონდა იმედი ამის,მარა ეხლა ნაკლებად. იაგო ხვიჩიამ თქვა სწორი პოზიცია ამაზე და სულ ნარკომანი ეძახეს,პედოფილიის წამახალისებელი,რაც ტყუილია. ვიცნობ იაგოს,ჩვენი იურისტი იყო უნივერსიტეტის ამბებზე და არ არის ეგ ბიჭი ეგეთი. შეურაწყოფას აყენებენ არა იაგოს,არამედ საღ აზრს ამ თემაზე. იმ ბავშვის პორნოგრაფიაზე სხვა რამე თქვა და სხვა რამე გამოუყვანეს მიზამიმართულად,ეხლაც ესეა. რაღაცის ყურების გამო ადამიანს არ უნდა იჭერდნენ და ვიღაცის ნათქვამის გამო ადამიანს არ უნდა აბულინ
2021, 15 აპრილი, 19:45
რაღაც მომენტში სტურუამ მართალი თქვა,იყო ეგეთი შემთხვევები და ასეც იქცეოდნენ მაშნდელი "ქალბატონები". სხვა საქმეა ეს,მარა რაღაცით გავს იმ ამბებს. თუ გვინდა,რომ ნორმალური და ცივილიზებული საზოგადოება შედგეს,მაშინ ბრალდებას მტკიცებულება უნდა მოყვეს,სხვა შემთხვევაში წყლის ნაყვაა. შესაძლოა მართლა იძლადა ან არა,აქ ზანგურს არ ვიცავ და არც ვიცი,ვინაა საერთოდ. ეხლა გავიგე,რომ ეგეთი მსახიობი ყოფილა რუსთაველის თეატრში :) 11 წლის წინანდელ ამბავში ძნელია არკვიო მტყუან მართალი და არც მტკიცებულებები ექნება. მოწმის ჩვენებები ვერაფერი ამბავია აქ,რადგან იქნება უსამართლობის განცდა. დამოკიდებული ხარ ვიღაცი კეთილსინდისიერებაზე და მორალურ პრინციპებზე და მე არ ვენდობი ამგვარ შემთხვევბში "თვითმხილველებს". როგორც მინიმუმ ეს ხალხი დანაშაულს შეესწრენ 11 წლის წინ და დამალეს,რაც დანაშაულზე ხელის დაფარება გამოდის და სისხლის სამართლის დანაშაულია. ეხლა უნდა ვენდოთ ამ ხალხს?! ბოდიში,მარა არ გამოვა ეგრე. მერე ვიღაც გამოვიდა კიდევ და შეყვარებულს სცემდაო,ასევე დანაშაულის დაფარვასთან გვაქვს საქმე. ამ გოგოს ნათქვამშიც არის ბევრი შეუსაბამობა და წესიერი ადვოკატი "გატისკავს" პროცესზე. 4 საათი მცემდა შეუჩერებლად,მერე ეს ნაცემი გოგო 6 ჩანთით და ბავშვით გარბის სახლიდან. თუ ვიღაც მცემს და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია,მაშინ რა ჩანთა და რა ტანსაცმელი? ბავშვი მესმის,მარა სიკვდილის პირას მისული ადამიანი და განწირული ეგრე ვერ და არ მოიქცევა. არ მინდა,ისე გამოვიდეს რო ამ გოგოს ვერჩი რამეს ან ვინმეს ვიცავ. არ ვარ ძალადობის მომხრე ზოგადად და როცა შევსწრებივარ,მიმოქმედია კიდეც და ვიმოქმედებ მომავალში. არ აქვს აზრი,ბავშვია,ქალი თუ მოხუცი.
2021, 15 აპრილი, 16:37
სურათები არ იტვირთება...
0 1 7