შოუბიზნესი წონა არაფერ შუაშია: ვარსკვლავები, რომლებსაც ცელულიტი აქვთ და ამას არც მალავენ 2021, 15 აპრილი, 15:31 არსებობს მოსაზრება, რომ ცელულიტი მხოლოდ ჭარბწონიანი გოგონების პრობლემაა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ექიმებმა არაერთხელ განმარტეს, რომ სტრიები და ცელულიტი - სულაც არ წარმოადგენს სხეულის ნაკლოვანებებს, არამედ ის უფრო სხეულის თავისებურებად განიხილება. გაგიკვირდებათ, როდესაც ამ სიაში - "Victoria's Secret"– ის ყოფილ "ანგელოზებსაც" შეხვდებით, თუმცა ფაქტია რომ სრულყოფილი ამქვეყნად არავინაა...სტატისტიკის მიხედვით, ამ პრობლემას ქალების 85%-ი კარგად იცნობს. ე.წ. "ფორთოხლის კანი" ხშირად ორგანიზმის არაჯანსაღ ფუნქციონირებაზე და მასში მიმდინარე გარკვეულ დარღვევებზე მიუთითებს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ცელულიტი შეიძლება ჰქონდეს როგორც ჭარბწონიან ქალბატონს, ასევე გამხდარ გოგონასაც კი, რომლის მაპროვოცირებელი ფაქტორი შესაძლოა როგორც ჰორმონალური დისბალანსი, ასევე სისხლის მიმოქცევის შემაფერხებელი მოვლენები და არასწორი კვება იყოს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელი სხეულის პრობლემურ ზონებზე არსებულ "ფორთოხლის კანის" არსებობას მძაფრად არ განიცდის, მეტიც, ზოგიერთი ვარსკვლავი მას საერთოდაც არ მალავს და მოკლე ქვედაბოლოებსა თუ შორტებში მის დემონსტრირებას ყოველგვარი მორიდების გარეშე ახდენს.პერის ჰილტონიროუზი ჰანტინგტონ-უაიტლიიგი აზალიასკარლეტ იოჰანსონიბიონსეჯენიფერ ლოპესიბრიტნი სპირსიანა ვიალიცინაკელი ბრუკიჯენიფერ ენისტონიკრისტინა აგილერა443 შეფასება არ არის |