სხვა პენტაგონმა დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ნამდვილობა(ვიდეო) 2021, 15 აპრილი, 14:41 აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ფოტოებისა და ვიდეოების ნამდვილობა, რომლებიც გადაღებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ. პენტაგონმა დაადასტურა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების კადრების ნამდვილობა, რომლებიც აშშ-ს საზღვაო ძალებმა დააფიქსირეს. ამის შესახებ ნათქვამია Science Alert- ის მასალაში. 2019 წლის ივლისში სან დიეგოს სანაპიროსთან საესკადრო ხომალდ "რასელის" მეზღვაურებმა ცაში სამი მანათობელი ბურთი და მწვანე სამკუთხა, პირამიდის მაგვარი ობიექტი დააფიქსირეს. ” ვადასტურებ, რომ აღნიშნული ფოტო-ვიდეო მასალები გადაღებულია აშშ-ს საზღვაო ძალების მეზღვაურების მიერ”, - განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა სიუზან გოფმა. მისივე თქმით, ეს პირველად არ ხდება.არსებობს მსგავის შემთხვევები, ყველა ამ საქმეს დაზვერვა სწავლობს. შარშან გაზაფხულზე, პენტაგონმა გამოაქვეყნა UFO– ს სამი ვიდეო. ერთი ვიდეო გადაღებულია 2004 წლის ნოემბერში, ხოლო დანარჩენი ორი 2015 წლის იანვარში.აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი ინტერნეტით გავრცელდა რამდენიმე წლის წინ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ნებართვის გარეშე, თუმცა მხოლოდ 2020 წელს დაადასტურა აშშ-ს საზღვაო ძალებმა ვიდეოს ნამდვილობა. 459 5-ს მოსწონს
|