x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
10 ცნობილი ქალბატონი, რომლებიც ყოფილ ქმრებს ალიმენტებს აქეთ უხდიან

image

ჩვენ მიჩვეულები ვართ სტრერეოტიპებს, როდესაც გაყრის შემდეგ ალიმენტებს ყოვილი ქმარი უხდის ყოფილ ცოლს. ამ ცნობილი ვარსკვლავების შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა:


1. მორენა ბაკარინი

დედპულის ვარსკვლავი 2011 წელს დაქორწინდა რეჟისორ ოსტინ ჩიკზე, 3 წლის შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. მიზეზი ბაალურია, ღალატი. მორენამ არამხოლოდ უღალატა ქმარს, საყვარლისგან დაორსულდა კიდეც. ამგვარად, ოსტინ ჩიკმა განქორწინება მოითხოვა და სრული მეურვეობა მათ საერთო შვილზე, ასევე 20 000 დოლარი ყოველთვიურად ალიმენტის სახით.

image


2. სკარლეტ იოჰანსონი

ცნობილი მსახიობის მეორე ქმარი ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორკაი გახდა. მათი რომანი 2012 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ დაქორწინდნენ, ხოლო 2017 წელს ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს. მათ საერთო შვილზე სრული მეურვეობა და ასევე ალიმენტები ჟურნალისტმა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ “იოჰანსონი ბევრს მოგზაურობს".

image


3. ბრიტნი სპირსი

ცნობილი პოპ ვარსკვლავი მოცეკვავე კევინ ფედერლაინზე გაცნობიდან სულ რაღაც 3 თვეში დაქორწინდა. მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მამაკაცს უკვე ჰყავდა შეყვარებული, თანაც 8 თვის ორსული. ყველაფრისდა მიუხედავად მათ ქორწინებასი რამდენიმე წელი გაატარეს, სპირსი შვილებს აჩენდა, ფედერლაინი კი მის ხარჯზე ცხოვრობდა. საბოლოოდ განქორწინების შემდეგ, როდესაც სპირსს ფსიქიკური აშლილობა დაემართა, ფედერლაინმა მისგან 1 000 000 დოლარის კომპენსაცია და მათ შვილებზე სრული მეურვეობა +20 000 ყოველთვიური ალიმენტები მოითხოვა, ამ თანხის გაზრდას კი ხშირად ცდილობს ხოლმე.

image


4. კიმ ბეისინჯერი

ცნობილი მსახიობის პირველი ქმარი რონ ბრიტონი გახდა, უბრალო გრიმიორი, რომელიც წლების განმავლობასი უდარდელად ცხოვრობდა ცოლის ხარჯზე. როდესაც მსახიობმა განქორწინება მოითხოვა, მამაკაცმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, მიზეზად კი ღალატი დაასახელა. მოითხოვა 12 000 დოლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, ბეისინჯერს ყოფილი ქმრის მიერ აღებული კრედიტიც თვითონ უნდა დაეფარა.

image


5. ჰოლი ბერი

გასაკვირია ქალის სიკეთე და უცნაური კანონები ერთად. ჰოლიმ ქალიშვილი მოდელ გაბრიელ ობრისგან გააჩინა, როდესაც კანონიერად დაქორწინებულებიც არ იყვნენ. გოგონა შვილად მამაკაცმა მხოლოდ 2 წლის შემდეგ აღიარა. შემდეგ მიაღწია სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მსახიობი ვალდებულია ყოველთვიურად 16 ათასი დოლარი გადარიცხოს მის ანგარიშზე. ამავე დროს, გოგონა დედასთან ცხოვრობს და მის ყველა ხარჯს თვითონ ფარავს. აი ობრი კი ქალიშვილის სრულწლოვანებამდე სამსახურის შოვნას არც აპირებს და ალიმენტების ხარჯზე ცხოვრობს.

image


6. მელ ბი

სასამართლო სისტემის უცნაურობის კიდევ ერთი მაგალითი. მელანი ბრაუნმა ოჯახში ძალადობის შესახებ განაცხადა სასამართლოში. მისი მეუღლე კინოპროდიუსერი სტივენ ბელაფონტე იყო. უფრო მეტიც, ძალადობის ფაქტები დადასტურდა, მამაკაცს მომღერალთან მიახლოება აუკრძალეს, მაგრამ რატომღაც, ქალი ვალდებულია ყოველ თვე უხადოს ყოვილ ქმარს 40 000 დოლარი.

image


7. გვენ სტეფანი

სისტემის კიდევ ერთი კრახი. გვენ სტეფნი და მუსიკოსი გევინ როსდრეივი 14 წლის განმავლობაში იყვნენ ოფიციალურ ქორწინებასი და მათი ქორწინებაც იდეალური ჩანდა. მაგრამ, როგორც არმოჩნდა, მამაკაცი ცოლს მათი 3 საერთო შვილების ძიძასთან ღალატობდა წლების განმავლობაში. მეტიც, როდესაც ქალი მესამე შვილს აჩენდა სამშობიაროსი, მამაკაცი ძიძასთან ერთად ერთობოდა სახლში. ყველაფრის გაგების შემდეგ სტეფანიმ სასამართლოში შეიტანა განქორწინების საბუთები. მამაკაცმა მოსამარტლისგან ცნობილი მომღერლის ქონების ნახევარი და 50 000 დოლარი მოითხოვა ალიმენტის სახით ყოველთიურად. სასამარტლომ ქონების გაყოფა უარყო. აი ალიმენტები კი დატოვა.

image


9. ჯენიფერ ლოპესი

8 თვიანი ქორწინება შეიძლება იყოს ალიმენტების მოთხოვნის მიზეზი? რა თქმა უნდა. ჯენიფერ ლოპესი მეორედ დაქორწინდა ახალგაზრდა მოცეკვავე კრის ჯადზე. როორც არმოჩნდა, ჯადი ლოპესს ფულს მანამდეც სთხოვდა სტარტაპის დაწყების მიზნით და მიზეზის გარეშეც კარგად ცინცლავდა ხოლმე თანხებს. საბოლოოდ ლოპესმა გაყრის საფასურად მოცეკვავეს 18 000 000 დოლარი შესთავაზა და საბუთებზე მოაწერრინა ხელი, რის მიხედვითაც ჯადს არ აქვს უფლება მათ ინტიმურ ცხოვრებაზე ისაუბროს.

image


10. მადონა

თვით პოპ-დედოფალსაც კი მოუწია თავისი ქმრისთვის, რეჟისორ გაი რიჩისთვის განქორწინების საფასურად 89 000 000 დოლარის მიცემა.

image






0
272
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0