წარმოქმნილი გამოსახულებები გაგაოცებთ მრავალფეროვნებით! კვერცხის შეღებვის ეკოლოგიური მეთოდი თუთიკოსგან
სააღდგომო კვერცხის შეღებვის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მეთოდი. ამ წესით, მართალია, მთლიანობაში მარმარილოსებურად გამოიყურება, მაგრამ ამასთან ერთად ულამაზესი ნახატები, პორტრეტები, ეპიზოდები გამოისახება კვერცხის ნაჭუჭზე, გაგაოცებთ... დაიწყეთ ხახვის ფერადი გარსის შეგროვება აქედანვე!
გარეცხეთ კვერცხები.
ძალიან წვრილად გაანადგურეთ ხახვის ქერქი.
დოლბანდის ნაჭერზე დაყარეთ ხახვი, კვერცხი კი დაასველეთ წყალში და ამოაგორეთ ხახვის ნაფცქვენებში.
შეკარით დოლბანდის ნაჭერი, შეკარით და დარჩენილი ბოლოები მოჭერით.
წყალში, რომელშიც კვერცხებს მოხარშავთ, ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი.
წყალს დაამატეთ ბრწყინვალე მწვანე 1-2 წვეთი 3 კვერცხზე, თუ გინდათ დომინირებდეს მწვანე ფერი, დაუმატეთ კიდევ 1 წვეთიც
მოხარშეთ 7 წუთის განმავლობაში დუღილის დაწყებიდან.
მოხარშულ კვერცხებს ვრეცხავთ გამდინარე წყლის ქვეშ.
ვაცლით ხახვის ნაფცქვენებს.
მშრალს კვერცხებს გადაიუსვით მცენარეული ზეთი.
რაც უფრო წვრილი იქნება ხახვის კანი, მით უფრო ორიგინალური იქნება ნახატები.
არ ვიცი რამდენად ლკარგად ვხსნი ვიდოზე, რომელიც დიდი ხნის წინაა ჩაწერილი, მაგრამ ასე თუ ისე ნახავთ, როგორია ისინი.