საზოგადოება პირადად მაქვს ღვთისმსახურისგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება - მიშა ანდღულაძე 2021, 13 აპრილი, 13:49 პოპულარულმა ქართველმა იუმორისტმა, კომედი შოუს ყველაზე ძველმა სახემ, მიშა ანდღულაძემ წიგნი, სახელწოდებით „ნადგომი წყალი“, გამოუშვა. წიგნი იუმორისტს სრულიად სხვა კუთხით გაგაცნობთ და იმ პრობლემების შესახებ მოგიყვებათ, რასაც ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ. /
მსახიობმა ჟურნალს „თბილისელებთან“ ღვთისმსახურისგან სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ღვთიმსახურისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თავადაც გამხდარა.
. „მე პირადად მაქვს ღვთისმსახურისგან სექსუალური ძალადობის გამოცდილება, ეს წიგნშიც მაქვს აღწერილი, ფორმა, რა თქმა უნდა, მხატვრულია. თუ რამის ჩადენა შეუძლია ადამიანს, ყველაფერი გამიგია მღვდელზე, ჩემი თუ სხვისი პირადი გამოცდილებით. . ამას წინათ, მეგობარმა მაჩვენა შეტყობინება, რომელიც მრევლის ორგანიზატორისგან მოუვიდა: მამაოს დასვენება სჭირდება საზღვარგარეთ და ფულს ვაგროვებთ, რომ დაისვენოს- დაიღალაო. ეს თაღლითობის ერთ-ერთი მიმართულებაა. მე რომ დავწერო ახლა: იუმორისტ მიშა ანდღულაძეს სჭირდება დასვენება, მან ერთი თვე ევროპაში უნდა დაისვენოს, რომ ისევ გაგაცინოთ, რადგან დაიღალა, დარწმუნებული ვარ, რაღაც თანხას ავაგროვებ. იმდენს ვერა, რომ ბალიზე წავიდე, მაგრამ სადმე წასასვლელად ნამდვილად მეყოფა. . ჩვენ ყველა ერთმანეთს ვემსახურებით და თუ გადავწყვეტთ, შეგვიძლია, ეს მსახურება ბოროტად გამოვიყენოთ. ადამიანები ერთმანეთს ვიყენებთ, ასეა ოჯახშიც. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ შვილს იმიტომ აჩენს, მოხუცობაში მოუაროს, შვილი მომვლელი ჰგონია. მღვდელიც ფიქრობს, მე დაგლოცავთ, თქვენ უნდა მაცხოვროთ", - ამბობს მიშა ანდღულაძე. . “როცა მოზარდი ვიყავი და ჩემი უფროსი ძმა მამაჩემს ურტყამდა, რომელიც ასევე ძალადობის მსხვრეპლი იყო და ეს უკვე ლამის ტრადიცია იყო “ჩემს ოჯახში”. მაშინ ვიფიქრე რომ ან ჩემ ძმას მოვკლავდი ან მე-9 სართულიდან გადავხტებოდი (მაშინ მე-9 სართულზე ვცხოვრობდი გლდანში ) და ასე დავსჯიდი ჩემ ძმას და მშობლებს. მაშინ ეს არ გავაკეთე და გადავრჩი. .
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. როცა სკოლაში ვიჩხუბე კლასელთან საქმე პოლიციაში გაგრძელდა. განყოფილებაში მაშინდელი პოლიციელი ჩემ კლასელს დაემუქრა და უთხრა რომ თუ არ იტყოდა ვინ იყო კიდევ მასთან ერთად ჩხუბის დროს ფიზიკურად გაუსწორდებოდა მას.
.
მას შემდეგ არაფერი შეცვლილა არც ახლა იცვლება არაფერი როცა მთავრობა უკვე მერამდენედ იტყუება და საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.
არაფერი შეიცვლება სანამ საკუთარ თავზე არ ავიღებთ პასუხისმგებლობას” – წერს მსახიობი მიშა ანდღულაძე.
380 შეფასება არ არის
|