x
image
ლანა92
იაპონიაში გამოუშვეს ახალი ჯიშის ბანანი, რომლის მირთმევაც კანიანად შეგიძლიათ

image












იაპონურმა ფირმამ D&T FARM დაიწყო უნიკალური ბანანის გამოშვება, რომელსაც აქვს საკვებად ვარგისი კანი. პროექტი, რომლითაც კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი, სეცუზო ტანაკი დაკავდა ჰობის სახით, ახლა კი სრულყოფილ ბიზნესად იქცა. გემოთი ასეთი ნაყოფი გაცილებით ტკბილია, ვიდრე ჩვეულებრივი ბანანისა. კანი ჰგავს სალათის ფოთლებს.

ბანანის ახალ ჯიშს "მონგი" უწოდეს ("წარმოუდგენელი"). უნიკალურ ხილს რგავენ - 60 გრადუსზე, შემდგომ კი ალღობენ და გადააქვთ სხვა ნიადაგში, რის შემდგომაც "მონგი" ჩვეულებრივი ბანანივით იზრდება, 26.5 გრადუს ტემპერატურაზე.

ამის გამო "მონგის" ჯიშის ბანანი უფრო სწრაფად იწყებს ზრდას.

"მონგის" ბანანი ვინც გასინჯა, ყველა აღნიშნავს, რომ ნაყოფის მირთმევისას რბილობისა და კანის გემო არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, კანის გემო სულაც არ იგრძნობა განცალკევებულად. ამჟამად "მონგის" ბანანი იყიდება მხოლოდ იაპონიის ქალაქ ოკაიამას ერთადერთ მაღაზიაში. თითო "მონგის" ბანანი 6 დოლარი ღირს.
























image














D&T PARM-ის წარმომადგენლები აპირებენ, გააფართოვონ წარმოება და თავიანთი ახალი პროდუქტი გაიტანონ საზღვარგარეთაც.

























0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0