კინო
12 საინტერესო ფაქტი ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ
2021, 11 აპრილი, 13:13
რა ჯობს ცუდ ამინდში სახლში მყუდროდ ჯდომას და კარგი ფილმის ნახვას? წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს სხვადასხვა ცნობილი ფილმებიდან, რომლებიც შესაძლოა ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ:
1. ჯეკ ბეღურას ქცევის მანერა და მიმიკები მსახიობმა ჯონი დეპმა ცნობილი მუსიკოსის და ასევე მეგობრის, კიტ რიჩარდსის შთაგონებით შექმნა. რატომღაც ივარაუდა, რომ მე-18-ე საუკუნის მეკობრეები როკ-ვარსკვლავებს ჰგავდნენ. ცნობისთვის, კიტ რიჩარდსმა ფილმის მესამე ნაწილში ჯეკის მამის როლიც კი შეასრულა.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112505989693.jpg)
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112511489693.jpg)
2. ფორსაჟის ქალ მსახიობებს, მიშელ როდრიგესს და ჯორდანა ბრიუსტერს გადაღებების დროს მართვის მოწმობაც არ ჰქონდათ აღებული.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112531589693.jpg)
3. “ასტრალის" სცენარისტმა ლი უონელმა ინტერვიუში ახსენა, რომ სცენარის დაწერისას მაგიდაზე ედო საუკეთესო საშინელებათა ჟაბრის ფილმების კლიშეები, რათა არ გაემეორებინა ისინი.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112551789693.jpg)
4. ფილმში “მარტო სახლში" კევინი უყურებს სცენას ფილმიდან “ანგელოზები ბინძური სულებით". სინამდვილეში ეს ფილმი არ არსებობს. სცენა კი სპეციალურად ამ საახალწლო კომედიისთვის გადაიღეს.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112571389693.jpg)
5. ფილმში “ბოროტების სავანე" ელისი თავის სახელს არ ახსენებს, ისევე როგორც სხვა გმირები არ ახსენებენ მას. მისი სახელი საბოლოოდ მხოლოდ ტიტრებიდან ირკვევა.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112583889693.jpg)
6. სიტყვა “მაფია" ფილმში “ნათლია" ნახსენები საერთოდ არაა. ასე ნამდვილმა მაფიის წევრებმა მოითხოვეს.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041112595289693.jpg)
7. საშინელი ხმა ფილმიდან “უცხო", რომელსაც უცხოპლანეტელი გამოსცემს არის ნაზავი ჩხრიალა გველის სისინის, ბავშვის ტირილის და გოჭის ჭყიპინის.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113014989693.jpg)
8. რეკვიზიტორების ჯგუფმა 4 თვე მოანდომა მუსიკალური ფლეიერის «Sony Walkman» ის ძებნას ფილმისთვის “გალაქტიკის მცველები".
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113032089693.png)
9. ლეონარდი დიკაპრიო ვეგეტერიანელია, მაგრამ ფილმის “გადარჩენილი"-ს დროს როლში იმდენად შეიჭრა, რომ სცენაში, სადაც გმირი ბიზონის უმ ღვიძლს ჭამს, მსახიობი ნამდვილ უმ ხორცს ჭამდა.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113053389693.jpg)
10. სტივენ სპილბერგი ფილმის “ყბები"-ს გადაღებების დროს მექანიკურ ზვიგენს დიდ თეთრ ნეხვს ეძახდა, რადგან მოწყობილობა გამუდმებით ფუჭდებოდა და ერთხელ, კინაღამ მისი სიცოცხლეც შეიწირა შემთხვევით.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113074089693.jpg)
11. ლეონის გადაღებების დროს სასაცილო შემთხვევა მოხდა. ერთი ქურდი მაღაზიის გაძარცვის შემდეგ გარბოდა და შეეჩეხა პოლიციელების ფორმაში გადაცმულ ჯგუფს, მსახიობებს, ხელები აწია და დანებდა მათ.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113101489693.jpg)
12. “ცოფიანი ძაღლები"-ს გადაღებების დროს ტიმ როტს იმდენად დიდხანს უწევდა ხელოვნურ სისხლზე წოლა, რომ სითხე ხმებოდა და მსახიობი ფაქტობრივად ზედ ეწებებოდა მას.
![12 საინტერესო ფაქტი ცნობილი
ფილმებიდან, რომლებიც შეიძლება
ნამდვილმა კინომანებმაც კი არ იცოდნენ image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202104/2021041113114289693.jpg)