საქართველო ნამოხვანი ჰესის ერთ-ერთმა მოწინააღმდეგემ რიონში თავი მოიკლა 2021, 10 აპრილი, 22:40 ერთი საათის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიონის ხეობის ერთ-ერთი დამცველი მდინარეში გადახტა და თავი მოიკლა. როგორც მთავარი ტვ იუწყება დაღუპულია 30 წლამდე მამაკაცი, რომელმაც თვითმკლელობამდე ცოტა ხნით ადრე მის მეგობარ აქტივისტს კარავში საკუთარი ტელეფონი დაუტოვა. დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. თუმცა ცხედრის პოვნა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. რაც შეეხება რიონის ხეობას და მის დამცველებს. შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს აქცია დიდი სიმძლავრის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. რიონის ჰესის დამცველები პერმანენტულად ატარებენ აქციებს, მოუწოდებენ მთავრობას, არ დაუშვან მეწყერსაშიშ ზონაში მდინარის ხეობის კალაპოტის რღვევა. ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია და ფიქრობს, რომ ჰესის აშენებით მათი მამაპაპისეული სახლები შეიძლება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ისინი არ აპირებენ სახლ-კარის მიტოვებას და მთავრობის კეთილგონიერების იმედად არიან დარჩენილი. პარალელურად, ქუთაისის მერიაში მიმდინარობს მოლაპარაკება მთავრობის წარმომადგენლებსა და ე.წ. რიონის ხეობის დამცველებს შორის. თუმცა უშედეგოდ. 74 1-ს მოსწონს
|