x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
თეონა კონტრიძე და ლოლა წერეთელი მოსკოვში კონცერტებს მართავენ
image


რუსულ სცენაზე პოპულარობით არაერთი ქართველი მომღერალი სარგებლობს და შეიძლება ითქვას იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული სახეებიც კი არიან. მათ შორის არის მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც წლებია სწორედ რუსეთში ცხოვრობს და წარმატებული არტისტია.


თეონა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეხოტბე ნამდვილად არ არის და ხშირად აკრიტიკებს კიდეც მას, თუმცა ამის მიუხედავად ოკუპანტ ქვეყანაში წარმატებით მუშაობს. როგორც გაირკვა, ამჯერად ერთმანეთის დამოუკიდებლად ორი მომღერალი აწყობს ინდივიდუალურ კონცერტებს.


რუსულ საიტზე www.redkassa.ru ქართველი მომღერლის კონცერტი დაანონსდა, რომელიც საკონცერტო დარბაზ Vegas City Hall-ში 9 აპრილს გაიმართება.


ბილეთების შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი და მისი ფასი 1200 რუბლიდან 6000 რუბლამდე მერყეობს.

.

ქართულ მედიაში გახმაურდა თეონა კონტრიძის კონცერტი, თუმცა არაფერი დაწერილა კიდევ ერთი მომღერლის შესახებ, რომელიც თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა და არაერთი საღამო უკვე გამართა.

.


უკვე რამდენიმე კვირაა ლოლა წერეთელიც რუსეთში იმყოფება და საკონცერტო საღამოებს ხშირად აწყობს. როგორც ის სოციალურ ქსელში ამბობს, რუსეთის დედაქალაქში კიდევ სამი თვე დარჩება. ამ დროისთვის ის მოსკოვის ქართულ რესტორნებში მღერის.


„რა ვქნათ, ასეთია ცხოვრება, საქმეს ასე ჭირდება, ჯერჯერობით აქ უნდა ვიყო. რაღაც ხომ უნდა ვაკეთო და რაღაცით ვიარსებო. სავარაუდოდ ივნისის ბოლომდე დავრჩები აქ“ - ამბობს ლოლა წერეთელი ფეისბუქ ლაივებში.


იგი მასპინძლებით კმაყოფილია და ამბობს რომ ძალიან კარგ გარემოში მოხვდა.

1
315
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
315
  
2021, 8 აპრილი, 23:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1